კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სასიკვდილო დაავადება დაამარცხა „ჰალკმა” – მარკ რუფალომ და რა არ უყვარს ყველაზე მეტად „ქორის თვალს” – ჯერემი რენერს

კომიქსების სტუდია „მარველის” სუპერგმირები: რკინის კაცი, ტორი, კაპიტანი ამერიკა, ჰალკი ახლა უკვე ბლოკბასტერ „შურისმაძიებლებში” გაცოცხლდნენ და მსოფლიო კინოგაქირავებაში ამ ფილმის შემოსავალმა გადააჭარბა მილიარდ ამერიკულ დოლარს, ეს კი ნიშნავს, რომ ფილმი ზე-წარმატებული გამოდგა და უკვე დაწყებულია მუშაობა მის გაგრძელებაზე. ერთ ფილმში ერთბაშად ამდენი სუპერგმირის გამოჩენას კინომოყვარულები აღტაცებით შეხვდნენ და გაგრძელებას ელიან, უნდათ კვლავ იხილონ თავიანთი საყვარელი მსახიობები. ფილმში, კი მართლაც ჰოლივუდელი მსახიობების ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა: რობერტ დაუნი-უმცროსი, სამუელ ელ ჯექსონი, კრის ჰემსვორტი, ჯერემი რენერი, სკარლეტ იოჰანსონი, კრის ევანსი, მარკ რუფალო და სხვა მრავალი. „თბილისელების” ამ ნომერში ფილმის ცენტრალური გმირების როლის შემსრულებლების შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
„რკინის კაცი” –
რობერტ დაუნი-უმცროსი
რობერტ დაუნი-უმცროსის კინოკარიერა მამამისის ფილმში 5 წლის ასაკში დაიწყო; მამისვე  გავლენით რვა წლის ასაკში გაუსინჯა გემო რობერტმა მსუბუქ ნარკოტიკს, მარიხუანას; 17 წლის ასაკში რობერტმა მიატოვა სკოლა და ოფიციანტად დაიწყო მუშაობა; 2001 წელს რობერტ დაუნი-უმცროსს სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის პირობითად სამი წელი მიუსაჯა. მანამდე რობერტმა, ასევე ნარკოტიკების გამო, ერთწლიანი სასჯელი მოიხადა კალიფორნიის ციხეში, სადაც საკანში რამდენიმე ბოროტმოქმედთან ერთად იჯდა; 1984-1991 წლებში რობერტ დაუნი-უმცროსი „სექსი დიდ ქალაქში” სერიალის ვარსკვლავს, სარა ჯესიკა პარკერს ხვდებოდა; რობერტ დაუნი-უმცროსის საყვარელი მუსიკოსია სტინგი, რომელთან მეგობრობს კიდეც, ასევე მოსწონს ელტონ ჯონის მუსიკაც. რობერტ დაუნი-უმცროსი უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტზე, გიტარასა და ფორტეპიანოზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წარსულში რობერტ დაუნი-უმცროსს სექსუალური კავშირი ჰქონდა მამაკაცებთან; ბრწყინვალე სპორტული ფორმის შენარჩუნებას რობერტ დაუნი-უმცროსი იოგას დახმარებით ახერხებს, რომლის დადებით მხარეებზე არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს; რობერტს სხეულზე რამდენიმე ტატუირება აქვს, მათ შორის შვილის სახელი მარჯვენა მხარზე; რობერტს არ უყვარს პაპარაცები და მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე უვარგისი პროფესია მსოფლიოში; რობერტ დაუნი-უმცროსს რამდენიმე მავნე ჩვევა აქვს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული – ეწევა თამბაქოს; რობერტის საყვარელი მსახიობია ჩარლი ჩაპლინი; რობერტ დაუნი-უმცროსის ნამდვილი გვარია ელიასი.
„ტორი” – კრის ჰემსვორტი
„ტორის” როლის შესრულებისთვის კრის ჰემსვორტმა კუნთოვანი მასის გასაზრდელად 20 კილოგრამამდე მოიმატა წონაში; 2012 წლის 11 მაისს კრის ჰემსვორტს მსახიობ ელზა პატაკისგან ქალიშვილი, ინდია როუზი შეეძინა; 6 წლის ასაკამდე კრისი ქალაქში იზრდებოდა, შემდეგ მისი ოჯახი სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და კრისს ცხოვრების მოვლა ევალებოდა; კრის ჰემსვორტს ჰყავს ორი ძმა – ლიუკი და ლაიამი, ორივე მსახიობია; კრის ჰემსვორტი მონაწილეობდა პოპულარულ გადაცემაში „ცეკვები ვარსკვლავებთან”; კრის ჰემსვორტი მელბურნში, ავსტრალიაშია დაბადებული 1983 წელს და მისი სიმაღლეა 191 სანტიმეტრი.
„კაპიტანი ამერიკა” – კრის ევანსი
მისი სრული სახელია კრისტოფერ რობერტ ევანსი; კრის ევანსი ნახევრად იტალიელი და ნახევრად ირლანდიელია; კრის ევანსის უმცროსი ძმა, სკოტ ევანსი ჰომოსექსუალია და კრისმაც რამდენიმე ინტერვიუში ძმის მხარდაჭერა დააფიქსირა; კრის ევანსი ყოფილი ვეგეტარიანელია; მისმა ჰონორარმა ფილმში „შურისმაძიებლები” 300 ათასი დოლარი შეადგინა; კრის ევანსს სიმაღლისა და თვითმფრინავით ფრენის შიში აქვს; მას ოთხი ტატუირება აქვს სხეულზე. ჰქონდა მეხუთეც, მაგრამ, 2010 წელს ლაზერით მოიშორა; კრის ევანსს ბრწყინვალე ვოკალური მონაცემები აქვს და მისი ხმის მოსმენა შეგიძლიათ ფილმში „არასაბავშვო ფილმი”; კრის ევანსის მშობლები პროფესიით არიან: მამა – სტომატოლოგი და დედა – ბალერინა სხვადასხვა დროს კრის ევანსს რომანი ჰქონდა ჯესიკა ბილთან, ჟიზელ ბუნდჰენთან და ეშლი გრინთან.
„ჰალკი” – მარკ რუფალო
მარკ რუფალოს იტალიური ფესვები აქვს; მარკს სამი და ჰყავს და სამივე პარიკმახერია; 2002 წელს მარკს უმძიმესი დაავადება, თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა წარმატებული ოპერაციის შემდგომ, მსახიობი პროფესიას დაუბრუნდა; მარკ რუფალოს ხშირად ადარებენ ახალგაზრდა მარლონ ბრანდოს; მარკი ჰით ლეჯერის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო; პირველ როლზე დამტკიცებამდე, მარკმა 800-მდე ქასთინგი გაიარა; ბავშვობაში მარკი გატაცებული იყო მხატვრული ტანვარჯიშით, რესტლინგითა და მძლეოსნობით; მარკ რუფალო ვეგეტარიანელია; მარკს სამი შვილი ჰყავს; „შურისმაძიებლებში” „ჰალკის” როლი ედვარდ ნორტონს უნდა შეესრულებინა, თუმცა კონფლიქტი მოუვიდა გადამღებ ჯგუფთან და მხოლოდ ამის შემდგომ მოიწვიეს პროდიუსერებმა „მწვანე მონსტრის” როლზე მარკ რუფალო.
„ქორის თვალი” – ჯერემი რენერი
ჯერემი რენერი ცაციაა; თავისუფალ დროს ჯგუფ „სანს ოფ ბენში” გიტარაზე უკრავს და მღერის; ფილმის „სვატის” გადაღებებისას ხელი მოიტეხა, თუმცა გადაღებები ამის გამო არ შეჩერებულა; ჯერემიმ ცოფის საწინააღმდეგო ინიექციის კურსი ჩაიტარა, მას შემდგომ, რაც შეშლილმა თაყვანისმცემელმა გოგონამ მხარზე უკბინა; მისი სრული სახელია ჯერემი ლი რენერი; ჯერემი რენერს ხუთი და-ძმა ჰყავს, მათ შორის ყველაზე უმცროს ძმაზე ის 40 წლით უფროსია; ჯერემი რენერს „ოსკარის” ორი ნიმინაცია აქვს აქტივში; მას არ უყვარს ვარსკვლავური თავყრილობები და გლამურული წვეულებები და თანამოაზრეებიც ჰყავს ამ საკითხში: შარლიზ ტერონი და კოლინ ფარელი; ჯერემი რენერი ლაპარაკობს პირად ცხოვრებაზე და ჟურნალისტებს საბაბს აძლევს მის სექსუალურ ორიენტაციაზე იმსჯელონ; ჯერემი რენერის ჰობი ძველებური ავეჯის რესტავრირებაა, რასაც ის საკუთარი ხელით აკეთებს.
„შავი ქვრივი” –
სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონი ცაციაა; ბებიამისი, ეინარ იოჰანსონი მწერალია; სკარლეტს ჰყავს ტყუპი ძმა ჰანტერი; სკარლეტის მამა წარმოშობით დანიიდანაა. დედას კი ებრაული და პოლონური ფესვები აქვს; სკარლეტ იოჰანსონს ფრინველების შიში აქვს; სკარლეტის ოცნებაა გახდეს წარმატებული რეჟისორი; ჰოლივუდში დადის ჭორი, რომ 2005 წელს „ოსკარის” დაჯილდოების დროს სკარლეტ იოჰანსონსა და ბენისიო დელ ტოროს ლიფტში სექსი ჰქონდათ. ორივე მსახიობი ამ ჭორს აბსურდულს უწოდებს; სკარლეტს რომანი ჰქონდა შონ პენთან, რომელზეც 24 წლით უმცროსია; სკარლეტ იოჰანსონის სისუსტეა ყველი, ის ნებისმიერი სახეობის ყველს მიირთმევს; სკარლეტს არ უყვარს, როდესაც „ქარწაღებულნის” გმირს, სკარლეტ ო’ჰარას ადარებენ; სკარლეტი ბარაკ ობამას მხარდამჭერია; თავისი მეოცე დაბადების დღე სკარლეტმა დისნეილენდში გადაიხადა; სკარლეტ იოჰანსონის სიმაღლეა 163 სანტიმეტრი; ერთ-ერთ ინტერვიუში სკარლეტ იოჰანსონმა აღიარა, რომ „ერთი ჩვეულებრივი მეძავია”; სინამდვილეში სკარლეტს მუქი ფერის თმა აქვს; მისი სხეულის პარამეტრებია: 89-60-91; ბავშვობაში სკარლეტი პატრიკ სვეისიზე იყო შეყვარებული; 2012 წლის 2 მაისს სკარლეტ იოჰანსონს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში” ვარსკვლავი გაუხსნეს; ის წელიწადში ორჯერ შიდსზე ანალიზებს აბარებს.
„ლოკი” – ტომ ჰიდლსტონი
ტომ ჰიდლსტონი ლონდონში დაიბადა 1981 წელს და მამის მხრიდან ის შოტლანდიელია; ბავშვობაში ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობდა; საყვარელ ფილმად ტომ ჰიდლსტონი ასახელებს „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”; სკანდინავიური ჰოროსკოპის მიხედვით ტომის მფარველია ღმერთი ლოკი, რომლის როლი მან შეასრულა ორ ფილმში: „ტორი” და „შურისმაძიებლები.”

скачать dle 11.3