კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერადი შორტები თუ შავი კაბა – საკურორტო ტენდენციების მრავალფეროვანი არჩევანი

არ ვიცი, ქართველი ქალბატონებისთვის ასოცირდება თუ არა ფუფუნებასთან ზღვის სეზონისთვის გარდერობის განახლება, მაგრამ, ეს აუცილებელი პროცედურაა, თუკი სრულფასოვნად დასვენება, კარგად გარუჯვა და შვებულებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება გსურთ. ცნობილმა მოდის ბლოგებმა და ჟურნალებმა დაასახელეს რამდენიმე „ლუქი”, რომელიც ამ სეზონის ჰიტად იქცა. მართალია, მათ შორის არც ერთი არ არის საცურაო კოსტიუმი, მაგრამ, დასვენებისთვის ორი კვირაც კმარა, დანარჩენი დრო კი დასვენებულ და დაფერილ სხეულზე საოცარი სამოსის მორგებას „ეწირება“.
მარკ ჯაკობსის, ლანვინის, ერდემის, დაიან ფონ ფურსტენბერგისა და სხვათა კოლექციის საუკეთესო და ყველაზე ტენდენციური კოსტიუმები მოდის კრიტიკოსებმა და სტილისტებმა გამოარჩიეს და ასეთი სურათი მივიღეთ.
 მარკ ჯაკობსის კოსტიუმი, ერთი შეხედვით, სულაც არ უხდება ზაფხულს, მაგრამ, როგორც სტილისტები ამბობენ, ნებისმიერ სეზონსა და ამინდში, გარდერობში ერთი მუქი „აუთფიტი” აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს. ასეთად კი ჯაკობსის ის შარვალი და ბლუზა იქცა, რომელიც შპალერის ტიპის პრინტით იყო გაფორმებული. ამ შარვლისა და ბლუზონის ჩაცმა საპლაჟო ქალაქებშიც არის შესაძლებელი, მით უფრო, რომ ზღვისა თუ ოკეანის სანაპიროზე საღამოობით ყოველთვის გრილა.
 საოცრად მომხიბვლელია „ზი როუს” თეთრი კომბინეზონი და თეთრი ჭილოფის პატარა შლაპა – იდეალური ჩაცმულობა ცხელი სეზონისთვის. ეგრეთ წოდებულ „ინსპექტორებზე“, მოხდენილი, წვივთან გადაჭრილი კომბინეზონი ზემოთ კლასიკურ ჟილეტს უერთდება და ერთიანობაში ვიღებთ სამოსს, რომელიც ერთნაირად იდეალურად მოუხდება რომანტიკულ ვახშამს ზღვის ნაპირზე და სამსახურშიც მშვენივრად მოირგებთ, მით უფრო, თუ კრეატიულ დაწესებულებაში მუშაობთ და არ გჭირდებათ მეტად ოფიციალური ვიზუალი.
 არავის ეგონა, თუ თამბაქოსფერი, უსახელო ბლუზა და ფერადზოლებიანი კლასიკური შორტი, რომელიც დერეკ ლამმა წარმოადგინა, ნამდვილ ჰიტად იქცეოდა, მაგრამ, მან შეძლო მარტივი კომბინაციით მოეგო ქალების გული. ძალიან მოკლე, კლასიკური აბრეშუმის შორტი უკვე რამდენიმე სეზონია ზაფხულის მოდურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. უკვე თბილისშიც კი არ ერიდებიან ქალბატონები მსგავსი ტიპის შორტის მაღალქუსლიან ღია ფეხსაცმელთან შეხამებას, რაც ძალიან ალამაზებს ტანს, ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და საკმაოდ მიმზიდველია.
 სტელა მაკარტნის შავ კაბას რომელიც სტილისტებმა შეარჩიეს ნებისმიერი ნამდვილად ვერ მოირგებს, მაგრამ, იმდენად მომხიბვლელია, რომ მისი გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. „ვინტაჟ“ სტილში შეკერილი კაბა ზემოდან დაკერებული პეპლებით ფერად ზაფხულს სხვა ჭრილში წარმოგვიდგენს. „იყავი ყველასგან განსხვავებული და ჩაიცვი შავი“ – სტელა მაკარტნის სეზონის მოწოდებაა.
 ალბათ, ყველას ახსოვს ცნობილი გამოთქმა: „არსებობს ცუდი სვიტერი და არსებობს წითელი სვიტერი“. იგივე მოხდა ფურსტენბერგთან დაკავშირებით, რომლის წითელი ქვედაბოლო და ვერცხლისფერი ბლუზა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავდა, მაგრამ, გაამართლა – ეს კოსტიუმი ნამდვილად „კარგი სვიტერის” კატეგორიაში გავიდა.
 „დიორის” ფერადი გადასაცმელი ზღვისთვის ნამდვილი მისწრებაა. დიდი შლაპა, დაბალძირიანი მოწნული ტყავის ფეხსაცმელი და ატმისფერი გადასაცმელი – ამ ანსამბლით აუცილებლად გახდებით „მის პლაჟი“.

скачать dle 11.3