კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაწერა სინამდვილეში ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებები და რა ჰონორარი მოსთხოვა მას ტიგრან გულოიანმა

„... ერთხელ ვუთხარი მას, რომ უცხოელი ქირურგები ასეთ ინფარქტით დაკოდილ გულს ცვლიან, ახალს გადაუნერგავენ-მეთქი. გავგიჟდი, – მიპასუხა ნოდარმა, – ერთ წამსაც კი ვერ გავძლებდი, რომ მცოდნოდა, სხვისი გული მაქვს“... – იხსენებს მისი მეგობარი ვიტალი კოროტიჩი.
ნოდარ დუმბაძე – მზიანი გულის მწერალი... ასე უწოდეს მას კოლეგებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მათ ვინც ყველაზე უკეთ იცნობდა მას და კიდევ ერთი – თვით მისი ნაწარმოებები, რომლებიც უმეტესწილად რეალურ, მწერლის ცხოვრების ეპიზოდებზეა აგებული, კარგად გადმოსცემს ამ არაჩვეულებრივი კაცის ბუნებას.
ელგუჯა ამაშუკელი
„...იდგა 1963 წლის თოვლიანი ზამთარი. „ქართლის დედის“ მონუმენტისთვის  ხარაჩოები უნდა ჩამოეხსნათ. ვნერვიულობდი, მთელი ღამე არ მძინებია. დილით, ალიონზე ძეგლისკენ გავწიე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მონუმენტთან ნოდარი ვიხილე მხატვარ ნოდარ მალაზონიასთან ერთად. მათ გაეგოთ, რომ ქანდაკება არაოფიციალურად უნდა გახსნილიყო და სურვილი გასჩენოდათ „საზეიმო ცერემონიალში“ მონაწილეობის მიღებისა, თან ფოტოაპარატი და შამპანურიც აუტანიათ.
ნოდარმა პირველმა შესვა ყველა ქართველი დედის სადღეგრძელო და ზემოთ – ხარაჩოზე ასვლა გადაწყვიტა. გასაოცარი სილამაზით თოვდა. ხარაჩო თოვლით იყო დაფარული. ჩვენ მაინც მოვახერხეთ ქანდაკების თავამდე აცოცება და სამახსოვრო სურათების გადაღება. ნოდარმა იქაც დალოცა „დედა ქართლისა“ და მკერდზე ეამბორა.
ეს მოგონება, თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სურათია და მისი გახსენება, შესაძლოა, ვინმეს მკრეხელობადაც მოეჩვენოს, მაგრამ, ჩემთვის დაუვიწყარია, ვინაიდან პირველი ჩემი მონუმენტი, ფაქტობრივად, ნოდარმა „გახსნა საზეიმოდ“.
გურამ კაპანაძე
„... სიზმრებს დაავადებამდეც ხედავდა მწერალი. მაგრამ ახლა უფრო ხშირ-ხშირად აკითხავდა ზმანება, ყოველდღე, ზოგჯერ რამდენჯერმე. „თვალღია ღამე დგას, – ყვება ნოდარი, – გზაზე მივდივარ, ძე-ხორციელი არ ჩანს, არც შოშიაა, არც ბაიყუში, როკაპი და კუდიანი ბერებიც კი გამქრალან. ერთ საათში თვე-ნახევრის სავალი განვვლე. მივდივარ, მივდივარ და ანაზდად, კუდიანი ვარსკვლავი გამოჩნდა და მაშინვე შავ ღობეს მივადექი. თვალებმინაბული ვუსმენ. ღობეზე გადასვლას ვცდილობ. ვიცი, რა არის იმის იქით და ძალზე მაინტერესებს, როგორია სინამდვილეში სიკვდილი. ვცდილობ, მაგრამ გადაძრომას მაინც ვერ ვახერხებ“. „ეს კეთილის ნიშანია, პატივცემულო“.
„ახლა ყურებიდან ბამბა გამოიღე და მისმინე... სიცოცხლე მხოლოდ გოგლიმოგლის მირთმევა როდია... შინიდან გამოვედი. კვიმატი დღე იდგა. ეუცრივ ორი კუბოს წინაშე აღმოვჩნდი. ერთში მკვდარი დედა ესვენა, მეორეში – ცოცხალი ბავშვი. ყაჩაღებს ბავშვის დამარხვაც განეზრახათ. კინაღამ ცოდვა დატრიალდა. ტოლი არა მყავს ლახტის მოქნევაში. ვითარცა არწივი გნოლებს, ისე დავერიე ტარტაროზებს. ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის. წავუბასილე, გავტანჯე და სიკვდილისგან ვიხსენი ყმაწვილი“...
ერთხელ ძილში მონიტორთან შეერთებული მკერდზე დაკრული ელექტროდები მოიგლიჯა, გველებად მომეჩვენენო“.
***
„დაბნეულობა, საუბარში მოულოდნელად გამოთიშვა, სადღაც გონებითა და სხეულითაც კი, შენ თვალწინ წამიერი გაუჩინარება იცის.
– ეეხ... – დაბრუნდა მიწაზე დუმბაძე (ეს ამოოხვრაც კი განუმეორებელი და თავისებურია).
– რა იყო?
– რა იყო, ბიჭო, და, აი „ილიკო და ილარიონი“, თურმე, მათივე დაწერილი ყოფილა, „მე ვხედავ მზეს“ – გუგუნავებისა (მეუღლის გვარია), „მზიანი ღამე“ – დედაჩემს დაუწერია, „ნუ გეშინია, დედა“ – პაგრანიჩნიკებმა დამიწერეს. ახლა იმაზე ვფიქრობ, ეს ტიგრანა გულოიანი რომ ცოცხალი იყოს და ერთ დღეს მომადგეს – „თეთრი ბაირაღების“ ჰონორარი გამიყავიო, სად წავიდე მერე?“
ჯანსუღ ჩარკვიანი
„... თოთხმეტი წლის წინათ დამიძახეს და მითხრეს, საბუთები გაამზადე იუგოსლავიაში წასასვლელადო, დიდად გავიხარე, თოთხმეტი წლის წინათ იუგოსლავიაში წასვლა რამეს ნიშნავდა ახალგაზრდა კაცისთვის. ახალგაზრდებს უფრო უნგრეთსა და პოლონეთში უშვებდნენ. მეც ავდექი და გავამზადე საბუთები. დაინიშნა წასვლის დღე...
ხუთი დღის შემდეგ რომ მოსკოვს უნდა გავფრინდე იუგოსლავიაში წასასვლელად, დღეს გავიგე, ნოდარს ინფარქტი დამართნია. გულს შემომეყარა, გავქანდი ბატონ ნოდარ ყიფშიძესთან, კონსტიტუციის ქუჩაზე (მაშინ იქ იყო საავადმყოფო), ველაპარაკე ბატონ ექიმს, რა იქნება, როგორ იქნება-მეთქი და იმანაც ჯიუტად მიპასუხა: ჯერ ვერაფერს გეტყვით, საქმე სერიოზულია, ინფარქტი ბოლომდე კიდევ არ ჩამოყალიბებულა, ვერც გადარჩენაზე გეტყვით ასე უცებ ვერაფერს, ამას სულ ცოტა 7-8 დღე მაინც უნდა, რომ გამოძვრეს და მოგვცეს ორგანიზმმა ბრძოლის საშუალებაო.
წამოვედი დაღონებული, ვიფიქრე გზაზე და გზაზევე გადავწყვიტე, ჩემი იუგოსლავიაში წასვლა არ იქნებოდა ძმობა და კაიკაცობა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ნოდარს რომ რამე დაემართოს და მე დროისსატარებლად ვიყო, მთელი სიცოცხლე უნდა გამიმწარდეს. უნდა დავრჩე, ვთქვი და რაღა თქმა უნდა, დავრჩი.
მივდიოდით ყოველდღე, ხანდახან, დღეში სამჯერ, უკეთესობა არ ემჩნეოდა.
მეშვიდე დღეს, მართლაც მოიკეთა. მე თავთან ვეჯექი, უცებ გამოერკვა, გონს მოვიდა და გაოცებულმა და თვალებმინაბულმა მითხრა: ჯანსუღა, ბიჭო, მე შენ წასული მეგონე და აქანა ხარ?!
მე, გახარებულმა და ამავე დროს გაბრაზებულმა, ვუპასუხე: ნოდარა, მეც წასული მეგონე, მარა აქანა ხარ-თქვა. გაიღიმა, ისე გაიღიმა, მივხვდი, რომ გადარჩა“...
„ლეჩხუმიდან ხონში წავედით, თავისმოწონება უნდოდა ნოდარს დედულეთში, იქ დეიდა ეგულებოდა, უფრო სწორად დედის ბიძაშვილი. მიგვიყვანა ერთ მშვენიერ ოდა-სახლში, ბახტაძეებთან. ჯერ ნოდარი გადავიდა, შევიდა კოინდარით აბიბინებულ ეზოში. ქალი გამოეგება კდემამოსილებითა და იმერული თავაზით. შორიდან ისე გამოჩნდა, რომ კარგად ვერ შეიცნეს ნოდარი, ერთი შეხედვით ასე ჩანდა, მაგრამ უცებ გადაეხვია ქალბატონი ნოდარს და ახლა ჩვენს გასაგონედ შეჰკივლა: ვა ბეჩა, ნოდარ, მეიყვანე სტუმრები, ჩქარა მეიყვანეო. შევედით ეზოში მე და ნოდარის მძღოლი. გაჩაღდა ნარდი, ახლა ხაჭაპური, ახლა არაყი, ახლა ჩაი და ცოტა ხანში კიდევ სამი მეზობელი გაჩნდა ეზოში. შემოვუსხედით გაწყობილ სუფრას. ერთი კი სთქვა ნოდარმა, ეს წიწილები რაცხა ამორალურად მეჩვენებიან, ისე აქვთ აშვერილი ფეხებიო და უკვე თამადად იყო მაგიდის თავში. ქეიფი ეშხში იყო შესული, როცა ღობეს ქოთქოთით მოადგა მჯობნის მჯობნი იმერელი ქალბატონი, ერთი ვაივიშითა და გაკვირვებით. ნოდარია, შვილო, დედი, მომკალით ვიღაცამ, ეს უცხო ოჯახი რომ შეგიწუხებია, შენი სახლი ვეღარ გიცვნია, აპა, საქმეა ეს?! ეზოში ნოდარის ნამდვილი დეიდა შემოვიდა, ის ქალბატონი, ვისთანაც თურმე უნდა მივსულიყავით. მე სიცილით ვიფხრიწებოდი, ნოდარი დეიდამისს კოცნიდა და ეუბნებოდა: ახლა გვიანია, დეიდა, ამ პურმარილს ვერ მივატოვებ, დეიდა კი არა, დედა რომ ადგესო“.
რეზო ჭეიშვილი
„... ჩემ მაგივრად ლამპის საწმენდ ჯაგრისს ეფერებიანო. მოყვითალო ველვეტის პიჯაკს იცვამდა, ცოლის ნაყიდიაო, ამბობდა და მოსწონდა. მაშინ შეუმჩნევლად სუქდებოდა, ის პიჯაკიც ამსხვილებდა, მაგრამ რაღაცნაირ სპორტულ იერსახესაც ანიჭებდა. ერთხელ „უსკუპიათი“ ადგილიდან (რითაც ძალიან გამაოცა) მაგიდაზე შეხტა. მივბაძე და ვერ ვქენი. ჩემზე უფროსმა რომ მაჯობა, გავბრაზდი, მონდომებით და მოთმინებით შევუდექი საწადელის ასრულებას. ნოდარი მიყურებდა და გაბმულად იცინოდა. ჩაბჟირებული სიცილი იცოდა. ამ გადამდები სიცილისთვის სხვებსაც მიუქცევიათ, ცხადია, ყურადღება, მაგრამ სხვანაირი სიცილიც იცოდა. როცა სასაცილოს ყვებოდა, ერთ-ერთ მსმენელთაგანს ამოიჩემებდა, სახეს სახესთან მიუტანდა, მიაჩერდებოდა, მონუსხავდა და კარგი ლოტბარივით თავის ხმაზე აცინებდა იმასაც. ჰიპნოზის დონეზე აკეთებდა ამას. მანქანის გამოყვანას აპირებდა იმ ხანებში. ტარებას კერძო მასწავლებელთან სწავლობდა და დავყვებოდი. ხანდახან, ერთგულად, მუყაითად ეუფლებოდა მართვას, დამჯერი და გამგონი, შესაშური მოთმინებით იტანდა ბევრად უმცროსი მძღოლის საკმაოდ მკაცრ შენიშვნებსა და საყვეუდურებს“...

скачать dle 11.3