კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა სვათ ჰიპერტონიისა და სისხლჩაქცევების სამკურნალოდ მწვანე ჩაი


 ასაკის მატებასთან ერთად, იმატებს სისხლძარღვების სიმყიფე, იზრდება მათი გამტარუნარობა და სისხლჩაქცევების მეტი საფრთხე ჩნდება. სისხლძარღვების კედლების გამაგრება, გამტარუნარიანობისა და შიდა სისხლჩაქცევების შემცირება მწვანე ჩაით შეიძლება, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად სვამთ.
ჩაი ასევე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის. პირველი და მეორე ხარისხის ჰიპერტონიით დაავადებულებში, რომლებიც ხშირად სვამდნენ ჩაის, არტერიული წნევა ოცი ერთეულით დაბლა იწევდა – ეს გამოკვლევებმა ცხადყო. ჰიპერტონიის სამკურნალოდ, სანამ მწვანე ჩაის დააყენებთ, ჯერ თბილი წყალი უნდა გადაავლოთ, რათა მასში კოფეინის რაოდენობა შემცირდეს. კოფეინი კი, როგორც მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აღმგზნებად მოქმედებს. შემდეგ ჩაის ადუღებული წყალი დაასხით და დაახლოებით 15-20 წუთი დადგით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ დღეში სამჯერ, თითო ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ. მთელი დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა ლიტრ-ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
ჩაის რეგულარული სმით თქვენ შეძლებთ ტვინის ქსოვილების რღვევის შემცირებას ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ინსულტი.
ჩაი ასევე, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.

რა იწვევს ფილტვის მწვავე ანთებას
პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიები პნევმოკოკებია. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია: ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკოპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.
მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან აღწევს, უფრო იშვიათად კი – სისხლის ან ლიმფოგენური გზით.
ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებაში მნიშვნელობა ენიჭება ხველის რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.
დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გაციება, თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ.
პნევმონია უეცრად, ძლიერი შემცივნებით იწყება, ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, იგრძნობა ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისისთვის აღინიშნება მშრალი ხველა, შემდეგ კი – ჩირქოვანი ნახველი. ტემპერატურული რეაქცია გრძელდება ერთი კვირა, შემდეგ კი დაბლა იწევს.

რა კავშირი აქვს კბილებს სახსრების მდგომარეობასთან
ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება. არადა, ორგანიზმიდან ამ ნივთიერებების გამოდევნა თითქმის შეუძლებელია. ეს პრობლემა, ძირითადად, დიდ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ემუქრებათ. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ბუნებრივი საკვები, გაფილტრული წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭების გაჩენა, დროთა განმავლობაში, გარდაუვალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა დარღვეული აქვს. ეს პრობლემა კი დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას თან ახლავს ღვიძლის მოქმედების დარღვევა, მაშინ ორგანიზმში წიდებიც გროვდება და ეს საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
თუ სისხლში მოხდა ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას იწვევს. ამ დაავადებას კი თან ახლავს გასუქება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
თუ გსურთ, სახსრები წესრიგში გქონდეთ, მაშინ კბილებს მიხედეთ. მიკრობები, რომლებიც პირის ღრუში გროვდება, წარმოქმნის ისეთ ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც რევმატოლოგიურ პროცესებს აძლიერებს.
ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში არაფერი დაგროვდება. ნებისმიერი წიდების დაგროვების დროს ორგანიზმი ამას ხვდება და სისტემა თავად იწყებს მის თავიდან მოშორებას. ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმში წიდები გროვდება, თვითმკურნალობა მხოლოდ პროცესებს დააჩქარებს და არასასიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ, სპეციალისტის დახმარებით დროულად მიხედეთ პრობლემას, სანამ ის სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ.

რომელი საკვები დაგიცავთ ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის დაგროვებისგან
გულის იშემიური დაავადების მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება და მაღალი არტერიული წნევაა. ჩვეულებრივ, თუ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი მომატებულია, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი ერთიორად იმატებს. რაც შეეხება წნევას, თუ მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, იშემიის განვითარების რისკიც იმატებს.
ადამიანების უმეტესობის რაციონში ნაჯერი ცხიმები საჭიროზე გაცილებით მეტია. ბევრს ჭარბი წონა აწუხებს, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად და არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭიროა, ჭამოთ ჯანსაღი საკვები.
უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან, შესაბამისად კი, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან დაიცავს.
ჭამეთ გემრიელი საკვები და დააყოლეთ ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. მასში შემავალი უჯერი ცხიმები ნაკლებად აზიანებს და ათეროსკლეროზისგან იცავს სისხლძარღვებს. მიირთვით მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები, ხშირად კი – თევზი, რადგან ის გულს „უყვარს“. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა: სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი და ზუთხი. დღის განმავლობაში ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ნურც პარკოსნებისგან მომზადებულ კერძებს დაივიწყებთ.
მთელი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი. დალიეთ ორ ლიტრამდე სითხე. საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენეთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნისა და სოიის ზეთი. მიირთვით ხიზილალა, უცხიმო ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი. არ გირჩევთ ღორისა და ცხვრის ხორცს; ასევე, იხვის ხორცის, სოსისის, შაშხის ხშირად ჭამას.
დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხის ცილა მიიღეთ, ასევე, ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო, ნადუღი, ყველი, მაწონი, კეფირი და იოგურტი. არ არის რეკომენდებული, აგრეთვე, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები და გუდის ყველი.
ჭამეთ ყველა სახის ხილი, გოგრა, მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ჭვავისა და ხორბლის პური, შვრია, წიწიბურა, მანანის ბურღული და ბრინჯის ფაფა.
მიირთვით ბოსტნეულით, ვერმიშელით, ბრინჯით, ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული წვნიანები.
სვით მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩაი, დაბალკალორიული ლუდი და დაბალი კოფეინის შემცველი ყავა.
რომელი დაავადების დროს იკრძალება ცივი წყლის სმა
არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად დალევა. წყლის სმისას ეცადეთ, მცირე ხნით გაიჩეროთ ის პირის ღრუში. წყლის, რძის ან წვენის დალევის ასეთი ხერხი განსაკუთრებით სასარგებლოა.
რძე და წვენები სასმელი კი არა, საკვებია და, თუ თქვენ მას სწრაფად დალევთ, ეს მოუნელებლობას გამოიწვევს.
ცივი წყალი მავნებელია ნერვების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ჭამის შემდეგ ცივი წყლის დალევა მავნებელია საჭმლის მონელებისთვისაც.
იოგები წყალს ხშირად სვამენ, მაგრამ მცირე ულუფებით და მთელი დღის განმავლობაში. ძილის წინ იოგები სვამენ ერთ ჭიქა წყალს, რადგან ის კარგად გაიწოვება ორგანიზმის მიერ და წმენდს შინაგან ორგანოებს.
გაღვიძებისთანავე, პირის დაბანამდე, დალიეთ ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი პატარა ყლუპებით. ის წმენდს სწორ ნაწლავს და თავიდან აგარიდებთ კუჭის შეკრულობას.

ყველი მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს
პომიდორი, ისევე, როგორც ტკბილი წიწაკა, კარტოფილი და ბადრიჯანი მდიდარია ნიკოტინის მჟავით.
თუ ადამიანის ორგანიზმი საკმარისად იღებს ნიკოტინის მჟავას, შესაბამისად, სიგარეტისადმი მოთხოვნაც ნელდება.
ასე რომ, თუ სიგარეტის გადაგდება გინდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული, მათ შორის კი, რაც შეიძლება მეტი პომიდორი.
ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მისი სასიკეთო თვისებების შესახებ. ყველის სუნი აღვიძებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და საკვების ათვისებას.
ყველი მამაკაცურ ძალასაც აძლიერებს, რადგან ის ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავს. ყველში შემავალი კომპონენტები მამაკაცის პოტენციას ამაღლებს, ამისთვის კი საჭიროა, დღეში რამდენიმე ნაჭერი.

ჭამეთ ბევრი სტაფილო და გაიძლიერეთ ჯანმრთელობა
ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი საშუალება. კარგია სტაფილოს წვენის სმა. ასევე, საუკეთესოა გახეხილი სტაფილო მაიონეზთან ერთად, რადგან ასეთ საკვებში ყველაზე მეტადაა შენახული ვიტამინები.
ვინც ფიზიკურ დაქვეითებას გრძნობს, აუცილებლად უნდა ჭამოს გახეხილი და რძეში მოხარშული სტაფილო. ასევე, სტაფილო კარგია: ხველების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სისხლნაკლებობის დროს.
სტაფილოში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. ის შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რის გამოც დიეტურ, სამკურნალო და საკვები ღირებულებების მქონე ბოსტნეულადაა მიჩნეული. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სტაფილოს კარგი შედეგები აქვს ავიტამინოზის, ღვიძლის დაავადების, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს. ასევე, აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები.

скачать dle 11.3