კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ვარ 40 წლის, მარცხენა ფეხზე მაქვს  ღრმა ვენების თრომბოფლებიტი. რამდენად სერიოზულია ეს დაავადება და სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა?
პასუხი: როგორც წესი, ღრმა ვენების თრომბოფლებიტს არ სჭირდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ, ითხოვს ყურადღებით მკურნალობასა და დაკვირვებას. უმჯობესია, ჩაიტაროთ ქვემო კიდურების ვენების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ან კონსულტაციისთვის მიმართოთ ანგიოქირურგს.
კითხვა:  ვარ 38 წლის. გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია და თავს კარგად ვგრძნობ. რამდენი კილოგრამის აწევა შეიძლება ჩემთვის და რამდენ ხანში?
პასუხი: თუ ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ოპერაციამდელ დატვირთვებს. თუ იყო გართულებები და ჭრილობაში დრენაჟები გედგათ – 6 თვის შემდეგ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ცისტიტი ან ურეთრიტი გამოწვეული იყოს პაპილომის ვირუსით და აქვს თუ არა აზრი შარდის ანალიზის ჩაბარებას თუ გამწვავება არ არის? რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ურეთრიტის ნიშნები ფსიქოემოციური სტრესის ფონზე ან ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მწვავდება?
პასუხი: თუ ხშირი რეციდივები გაქვთ, შარდის დათესვა მიზანშეწონილია, რადგან, არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „უსიმპტომო ბაქტერიურია“. ვირუსული ცისტიტები ძალიან იშვიათია. პაპილომის ვირუსი უფრო ხშირად ურეთრაში ან შარდის ბუშტში პაპილომების ან პოლიპების წარმოქმნას იწვევს. ქალებში ურეთრიტი, პირველ ყოვლისა, გინეკოლოგიური პრობლემების გამოვლინებაა.
კითხვა:  ექოსკოპიაზე დასკვნაში დამიწერეს მარჯვენამხრივი ნეფროპტოზი – მარჯვენა თირკმელი 8 სანტიმეტრით არის დაწეული. უროლოგმა მითხრა, წონაში თუ არ მოიმატებ (ვარ 162 სანტიმეტრი, 48 კილოგრამი), საოპერაციო იქნებიო. წონაში ვერ ვიმატებ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ ექოსკოპიურად დიაგნოზი არ ისმება, იქნებ დაბადებიდან გაქვთ თირკმლის უფრო დაბალი დგომა? დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ექსკრეტორული უროგრაფია. რაც შეეხება ქირურგიულ მკურანალობას, ახლა ნეფროფტოზის დროს ოპერაციებს პრაქტიკულად აღარ აკეთებენ მისი დაბალი ეფექტურობის გამო.
კითხვა:  მაქვს პროსტატიტი. შეიძლება თუ არა, დამოუკიდებლად დავიწყო ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა, პროსტამოლი და, ჯერჯერობით, პროსტატის  მასაჟი არ გავიკეთო?
პასუხი: პროსტამოლი პროფილაქტიკური პრეპარატია და არა სამკურნალო. პროსტატის მასაჟიც პროსტატიტის  ყველა ფორმის დროს არ კეთდება: ზოგ შემთხვევაში ის ნაკლებად ეფექტურია, ზოგში კი უკუჩვენება აქვს. თქვენ შეგიძლიათ, შეარჩიოთ და მოსინჯოთ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი ექიმის კონტროლის ქვეშ.  მთავარია, გიშველოთ.
კითხვა:  მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ საშინლად გამცვივდა თმა, ფაქტობრივად, გამინახევრდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა საკმაოდ ხშირი მოვლენაა – ეს ფიზიოლოგიური პროცესია, თუ ცვენა 3 თვის შემდეგ იწყება და 6 თვის შემდეგ თავისით ჩერდება, მაგრამ, თუ ცვენა უფრო დიდხანს გაგრძელდა, საჭიროა დიაგნოსტიკა და მკურნალობა. არის პრეპარატები, რომელთა მიღება დასაშვებია ლაქტაციის დროს. თუ მშობიარობა დიდი ხნის წინ იყო და თმის მოცულობა არ აღდგა, სასწრაფოდ მიმართეთ სპეციალისტს, რადგან, რაც უფრო  მეტხანს გრძელდება პრობლემა, მით უფრო რთულია მასთან გამკლავება.
კითხვა: არსებობს თუ არა პრეპარატი, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივ კავშირს უსაფრთხოს გახდის?
პასუხი: ანტივირუსული პრეპარატებით შიდსის (იმუნოდეფიციტის ვირუსის) მკურნალობის დროს, სისხლში, სპერმაში, საშოს შიგთავსში ვირუსის რაოდენობა კლებულობს. შესაბამისად, პარტნიორის დაავადების ალბათობაც ნაკლებია. სხვა წამალი არ არსებობს, არსებობს პროფილაქტიკის პრინციპები: თავშეკავება, ერთგულება, პრეზერვატივი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3