კოლინს რუნი მოენატრა
ინგლისის ნაკრების ლიდერის, უეინ რუნის მეუღლე – კოლინი, ქმარს ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის გამო ვერ ნახულობს და ძლიერ ენატრება. ამის შესახებ კოლინმა ჟურნალისტებს უთხრა და აღნიშნა, რომ ქორწინების ოთხი წლის იუბილეს საყვარელი მეუღლის გარეშე ხვდება. ეს დღე, როგორც ჟურნალისტებმა გვაუწყეს, კოლინმა მეგობრებთან ერთად გაატარა, ბუტიკებში იშოპინგა, შემდეგ ჯეი-ზის კონცერტს დაესწრო „მანჩესტერის” სტადიონზე, მაგრამ, ბოლოს ისე მოუნდა მეუღლის ნახვა, რომ აეროპორტში გაქანდა, პოლონეთის მიმართულებით პირველივე რეისზე იყიდა ბილეთი და ქმარს პირდაპირ სავარჯიშო ბაზაზე მიაკითხა.