პორნო-ევრო 2012
ევროპის ჩემპიონატზე გერმანიისა და დანიის ნაკრებების მატჩს გერმანელმა და დანიელმა პორნომსახიობებმა ამხანაგური მატჩი მიუძღვნეს, რომელშიც დანიელმა ლამაზმანებმა გამანადგურებელი ანგარიშით – 13:1 მოუგეს გერმანელ კოლეგებს. მატჩი ქვიშის მოედანზე ჩატარდა და, საინტერესოა, რომ „ფეხბურთელებს” მხოლოდ მოკლე შორტები ეცვათ, სხეულის დანარჩენი ნაწილი ნაციონალური დროშების ფერებში ჰქონდათ მოხატული. აღსანიშნავია, რომ „ევრო-2012-ზე” გერმანელებმა ღირსეული რევანში აიღეს და დანიელები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.