აუგუსტოს სტიმული
2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბრაზილიელი მოცურავე სეზარ აუგუსტო სიელო ფილიო ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადება და მის მზადებას თვალყურს ადევნებს მისი მეგობარი გოგონა, ყოფილი „მის ბრაზილია” – პრისცილა მაჩადო. რომლის აზრით, სპორტსმენი ფსიქოლოგიურად ცუდად არის მზად, ამის გამო, პრისცილამ მიიღო გადაწყვეტილება, გაამხნევოს თავისი რჩეული და ამ მიზნით ლონდონში გამგზავრებას აპირებს. აუგუსტო მსოფლიოს რეკორდსმენია როგორც 50 და 100 მეტრ დისტანციებზე ცურვაში, ისე თავისუფალ სტილში და, საინტერესოა, როგორ იმოქმედებს მასზე მომხიბლავი პრისცილას ქომაგობა ლონდონში.