ამბროზიო სამსახურს დაუბრუნდა
სამხრეთ ამერიკის ყველაზე გრძელფეხება და სერფინგის მოყვარული მოდელი ალესანდრა ამბროზიო სამსახურს დაუბრუნდა. მეორე შვილის გაჩენიდან სულ ცოტა ხანში ლამაზმანი სწრაფად ჩადგა საჭირო ფორმაში და უკვე რამდენიმე ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის უკანასკნელში – ჰოლივუდელ ფლეიბოისთან, ეშტონ კატჩერთან ერთად ჩატარებულ ფოტოსესიაში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დემი მურს დაშორდა. ალესანდრასა და ეშტონის ფოტოები საკმაოდ გულახდილი გამოვიდა. ამჟამად ალესანდრა თავს ბედნიერად გრძნობს თავის პარტნიორთან, ჯეიმი მაზურთან, ხოლო კატჩერი „გერლფრენდებს” ხელთათმანებივით იცვლის.