მესის მეგობრების ფოიერვერკი
სანამ ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე თავიანთ სიძლიერეს ამტკიცებდნენ, დანარჩენ მსოფლიო ვარსკვლავებს თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და ლიონელ მესის „თამადობით”, კოლუმბიაში, კერძოდ, ბოგოტაში, საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი გამართეს „მესის მეგობრებსა” და „დანარჩენი მსოფლიოს” გუნდებს შორის. მესის თანაგუნდელები იყვნენ ხავიერ მასკერანო, რობინიო, დიეგო და სხვები, ხოლო „დანარჩენი მსოფლიოს” რიგებში კოლუმბიელების „ჯილა” – რადამელ ფალკაო, დიეგო ფორლანი, სლოვაკი მარეკ ჰამშიკი და ხონას გუტიერესი თამაშობდნენ. მატჩი მეგობრული ანგარიშით – 6:6 დასრულდა.