პარკერის საჩივარი
ცნობილმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბს სასამართლოში უჩივლა. საქმე ისაა, რომ კლუბში სტუმრობის დროს პარკერის თანდასწრებით მოხდა ორ რეპერს შორის შეიარაღებული დაპირისპირება განგსტერული გარჩევების ყველა ასპექტის დაცვით, პარკერი და კლუბის სხვა სტუმრები კი, დაპირისპირების უშუალო მონაწილეები გახდნენ. პარკერის ძირითადი მოთხოვნაა მორალური ზიანის ანაზღაურება და იგი კლუბის დაცვას არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ მავანი რეპერები აღმოჩნდნენ პარკერზე არანაკლებ ცნობილი კრის ბრაუნი და დრეიკი, ხოლო დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყო ასევე სახელგანთქმული რიჰანა, რომელიც ბრაუნს დაშორდა და ახლა დრეიკს ხვდება.