კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მითხრეს, რომ, თუ წირვის დროს არ ვეზიარები, აუცილებელი არ არის, ზიარებას დავესწრო და, შემიძლია, „მამაო ჩვენოს“ ლოცვის შემდეგ შინ წავიდე. რამდენად მართალია ეს?
პასუხი: წმიდა მოციქულთა კანონების მეცხრე მუხლი პირდაპირ მიგვითითებს: „ყველა მორწმუნე, რომელიც შედის ეკლესიაში, ისმენს წიგნის კითხვას, მაგრამ, არ ელოდება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც უწესობის მოქმედი, უნდა დაისაჯოს უზიარებლობით“.
კითხვა: გარდა სასიამოვნო სურნელისა, რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საკმევლის კმევას?
პასუხი: საკმევლის კმევით ძველთაგანვე სიმბოლურად აღიქმებოდა უფლისადმი აღვლენილი ლოცვები და ჩვენი სურვილი, რათა ისინი ღმერთამდე მივიდეს ისე, როგორც ამაღლდება საკმევლის კვამლი.
კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ, სად იმყოფება იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის და რომელი ლოცვის წაკითხვაა ამ დროს მიზანშეწონილი?
პასუხი: იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის, მისსავე სხეულში იმყოფება. სულის სხეულიდან გასვლა ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სულს უჭირს სხეულიდან გასვლა და ადამიანი იტანჯება, მოძღვარი კითხულობს სპეციალურ ლოცვას. ჭირისუფალს მხოლოდ ის ევალება, კარგად მოუაროს ავადმყოფს და, როგორც ქრისტიანს შეეფერება, ჩვეულებრივი ყოველდღიური ლოცვებით შეეწიოს.
კითხვა: პოეტები და, ზოგადად, შემოქმედები, თავიანთ სატრფოებს ღმერთსა და წმინდანებს ადარებენ. ითვლება თუ არა ეს ცოდვად?
პასუხი: რა თქმა უნდა, არსებობს პოეზიაში, თუნდაც პროზაში, სხვადასხვა ხერხები ნაწარმოების უფრო გასალამაზებლად და ხიბლის მისაცემად და ამას თითქოს ვპატიობთ შემოქმედ ხალხს, მაგრამ, მიწიერი მიჯნურობის ადრესატთა წმიდანების სახელებთან ასოცირება მაინც მიზანშეუწონელია.

скачать dle 11.3