კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს მილიარდერ იური მილნერს პატიმრობაში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკისთან და რის გამო გადავიდა ის კალიფორნიაში საცხოვრებლად

არსებობს მოსაზრება, რომელიც, რა თქმა უნდა, სინამდვილესთან ახლოსაა, რომ წარმატებული რუსი ბიზნესმენები მხოლოდ ენერგორესურსების ყიდვა-გაყიდვით ახერხებენ დიდძალი კაპიტალის მოგროვებას და მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მათ შორის, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სფეროსთან, არანაირი კავშირი არ აქვთ. არსებობს რუსი ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ბუნებრივი რესურსების ვაჭრობა „ოლიგარქის” სტატუსს უმაგრებს. თუმცა, არიან ბიზნესმენები, რომლებმაც თავიანთი კაპიტალი განვითარების გზაზე მდგარ ინტერნეტბიზნესით მოიპოვეს. ერთ-ერთი ასეთი ბიზნესმენია, მილიარდერი იური მილნერი, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მიღებული საკომუნიკაციო პორტალ „მაილ.რუს” დამაარსებელი.
იური მილნერი 1961 წლის 11 ნოემბერს, მოსკოვში დაიბადა. „პერესტროიკის” პერიოდში კერძო ბიზნესის წამოწყება მინიმუმამდე იყო დაყვანილი და მილნერმა, სხვა რუსი მეწარმეების მსგავსად, სამეცნიერო სფეროში ჩართვა გადაწყვიტა. „ინტელექტუალური იდეების” განხორციელებას მილნერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტზე შეუდგა და 1985 წელს სწავლა წითელი დიპლომით დაამთავრა. სამუშაოდ უნივერსიტეტში კათედრაზე დარჩა, ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსის, ვიტალი გინზბურგის განყოფილებაში. 1990 წელს მილნერმა გადაწყვიტა, მიეტოვებინა სამეცნიერო საქმიანობა და მეწარმეობაში ეცადა ბედი, რადგან იმ დროისთვის საბჭოთა კავშირი დანგრევის პირას იდგა და კერძო სამეწარმეო მოძრაობა პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ მომენტისთვის მილნერს უკვე ჰქონდა მცირე გამოცდილება ბიზნესში, რაღაც პერიოდი ის კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობდა.
ბიზნესის დასაწყებად საჭირო განათლების მისაღებად იური მილნერმა იმ დროისთვის სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 1990 წელს უორტონის ბიზნესის სკოლაში მოეწყო. 1992 წელს მილნერმა წარმატებით დაამთავრა სკოლა და მსოფლიო ბანკში მოეწყო სამუშაოდ, სადაც რუსეთის საბანკო სისტემის ექსპერტიზისა და ანალიზის განყოფილებაში სპეციალისტად იმუშავა. 1995 წელს იური მილნერი რუსეთში დაბრუნდა და საინვესტიციო-საბროკერო კომპანია „ალიანს-მენატეპის” მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, „ალიანს-მენატეპის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მილნერის ბიზნესპარტნიორი ყველასთვის კარგად ნაცნობი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკი იყო. სამი წლის შემდეგ მილნერი ამ სტრუქტურის გენერალური მენეჯერი გახდა და ასევე, სათავეში ჩაუდგა საინვესტიციო კომპანიას „ნიუ-თრინითი ინვესთმენთს”. თუმცა, 1998 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც თითქმის მთლიანად ჩამოშალა რუსული ეკონომიკა, აიძულა მილნერს კაპიტალდაბანდებების ალტერნატიული გზები მოეძებნა. ამერიკულ პრესაში ამერიკული ინტერნეტ-პროექტების ანალიტიკური სტატიების გაცნობის შემდგომ, მილნერმა ფულის დაბანდება, მაშინ ჯერ კიდევ უპერსპექტივო ინტერნეტსფეროში გადაწყვიტა. 1999 წელს პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „ნეტბრიჯი”, რომელიც ქსელური პროექტების მოძიებით, ყიდვითა და მისი განვითარებით იყო დაკავებული. 2001 წლის დასაწყისში „ნეტბრიჯი” შეუერთდა პორტალ „პორტ.რუს” და ამ შეერთების ბაზაზე შეიქმნა ინტერნეტპროექტი „მაილ.რუ”, რომლის გენერალური დირექტორი იური მილნერი გახდა.
გარკვეული დროის განმავლობაში მილნერი რუსი ბიზნესმენებისთვის ტრადიციული საქმით, სანავთობო ბიზნესით იყო დაკავებული, 2003 წელს სააქციო საზოგადოება „კონცერნ ნეფტიანოში.” თუმცა, მალევე, მილნერმა დაინახა, რომ ინტერნეტპროექტს საკმაოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა რუსეთში და მთელი ყურადღება „მაილ.რუ-ს“ განვითარებისკენ გადაიტანა. როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, მილნერმა ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. „ფორბსმა” კი, ის პირველ ადგილზე დააყენა რეიტინგში რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებმაც წარმატებას გლობალური ქსელის განვითარებაში მიაღწიეს. მილნერის კონტროლქვეშ არსებული კომპანიები ფლობენ: საფოსტო სერვის „მაილ.რუ-ს“, რუსეთში სიდიდით მეორე სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკს”, რომელსაც მრავალი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში და დსთ-ის ქვეყნებში. ასევე, მილნერის მფლობელობაშია რუსეთის უმსხვილესი სოციალური ქსელის, „ვკონტაკტეს” წილის 30-პროცენტიან აქციათა პაკეტი. 2010 წლის შემოდგომიდან მილნერის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და მისი აქტივები 5,7 მილიარდ დოლარად შეფასდა. მილნერის საინვესტიციო ფონდი DST Global (ფონდი Digital Sky Technologies) ფლობს მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქისა” და კომპანია „ზინგას” აქციებს, რომელიც „ფეისბუქისთვის” სხვადასხვა თამაშის პროექტირებით არის დაკავებული (ზუსტად უცნობია, თუ რამდენ პროცენტ აქციას ფლობს DST Global, სხვადასხვა მონაცემით ეს მაჩვენებელი 2-დან 10 პროცენტამდე მერყეობს). 2011 წლის მაისში იური მილნერმა თავისი საინვესტიციო ფონდის ახალი ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა DST China – ჩინეთის ბაზარზე ორიენტირებული კომპანია. აღსანიშნავია, რომ ჩინური განყოფილების განვითარებაზე მილნერმა ამერიკული ინვესტიციის 70 მილიონი დოლარი მოიზიდა. 2010 წელს ვრცელდებოდა ცნობა, რომ მილნერი მიკრობლოგ „ტვიტერის” აქციების ყიდვით იყო დაინტერესებული. იმავე წელს გაზეთმა „ვედომოსტიმ” იური მილნერი წლის ბიზნესმენად დაასახელა.
2012 წლის 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ იური მილნერმა „მაილ.რუ-ს“ დირექტორის თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი დიმიტრი გრიშინმა დაიკავა. მილნერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გრიშინთან ერთად „მაილ.რუს” უდიდესი პოტენციალი აქვს და კომპანია განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადავა. თავის განცხადებაშივე მილნერმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, რომლებიც ათი წლის განმავლობაში გვერდში ედგნენ და „მაილ.რუ-ს“ პრესტიჟზე ზრუნავდნენ. განცხადების ბოლოს მილნერმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ტოვებს კომპანიას და მომავალში ახალი ინტერნეტპროექტების განვითარებაზე იზრუნებს. თუმცა, არა რუსეთში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2012 წლის მონაცემებით, იური მილნერის პირადი კაპიტალი ერთი მილიარდი ამერიკული დოლარია და მას „ფორბსის” მსოფლიო რეიტინგში 1 153-ე ადგილი, ხოლო რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 91-ე პოზიცია უკავია. ეს თანხა მას უფლებას აძლევს შეიძინოს 100 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე კალიფორნიაში. სასახლე, მეთვრამეტე საუკუნის ფრანგული სტილის „შატოს” არქიტექტურის გამოყენებით არის აშენებული, გადაჭიმულია 2,5 ათას კვადრატულ მეტრზე და ქალაქ ლოს ალტოს ჰილსში მდებარეობს. სასახლეში ხუთი საძინებელი, ცხრა აბაზანა, სათამაშო და მოსამსახურეთა ოთახები, დაცვის ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის კორტი, საუნა, სპა, დახურული აუზი, ავტოსამრეცხაო და სამ ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხია. სხვათა შორის, ცნობილია, რომ იური მილნერს, ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს მარკ ცუკერბერგთან, რომელიც 2009 წელს გაიცნო და კალიფორნიაში საცხოვრებლად გადასვლა, იქ ახალი პროექტების წამოწყება, „ფეისბუქის” მფლობელის სახელს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, მილნერი ცუკერბერგის ქორწილშიც კი იყო დაპატიჟებული.
2010 წელს გაზეთ „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მილნერს ჰკითხეს თავისუფალი დროისა და ჰობის თაობაზე, მან უპასუხა, რომ პრაქტიკულად, არ აქვს თავისუფალი დრო და არც კი ახსოვს, თუ რის კეთება უყვარდა. თუმცა, დაამატა, რომ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებისა და სამეცნიერო ჟურნალების კითხვა უყვარდა, რისთვისაც, სამწუხაროდ, ახლა ვეღარ იცლის. საგულისხმოა, რომ იური მილნერს გამოცემული აქვს წიგნი „პირველი საჯარო ტენდერი რუსეთში: „წითელი ოქტომბრის” გაკვეთილები”. წიგნში მილნერს მოთხრობილი აქვს თუ როგორ მოხერხდა სააქციო საზოგადოება „წითელი ოქტომბრის” აქციების ღია ტენდერის ფარგლებში გაყიდვა. სწორედ მილნერისა და ხოდორკოვსკის „ალიანს-მენატეპის” იდეა იყო ასეთი ტიპის ტენდერის გამართვა რუსეთში.

скачать dle 11.3