კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით არის გამორჩეული ნელსონ მანდელას მესამე მეუღლე და რატომ ვერ დაესწრო იგი თავისი შვილის დაკრძალვის ცერემონიალს


ნელსონ მანდელა – სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, აპარტეიდის აქტიური მოწინააღმდეგე, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი პლანეტაზე, აპარტეიდის პერიოდში, რის გამოც 28 წელი იჯდა ციხეში, ნობელის პრემიის 1993 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე მსოფლიოში. მის სახელს უამრავი საინტერესო ისტორია უკავშირდება და დღევანდელ რუბრიკაში ვეცდებით შემოგთავაზოთ შედარებით უცნობი ფაქტები მის შესახებ.



1. ნელსონ მანდელა ყმაწვილობის ასაკში ღორებს იპარავდა. ამ ფაქტის შესახებ მან „ოსკარის“, „საუკეთესო უცხოური ფილმის“ ნომინაციაში გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკულ ფილმ „ცოცის“ შემქმნელებს უამბო. სამხრეთ აფრიკაში გადაღებული ფილმის მთავარი გმირი, პატარა განგსტერია და მანდელამ საკუთარი თავი დაინახა ამ ფილმის გმირში. ისიც მასავით ძირითადად ქუჩაში ატარებდა დროს და წვრილმან ხულიგნობებსა და ძარცვებს სჩადიოდა. მანდელამ გაიხსენა, რომ ის და მისი მეგობრები მეზობლებს ღორებს პარავდნენ, კლავდნენ და შემდეგ ხორცს ცეცხლზე წვავდნენ. „ღორები თავისი ფეხით მოდიოდნენ ჩვენამდე, რადგან მოხარშული ლუდისგან დარჩენილ ნალექს ვასხამდით მიწაზე. ღორებს ძალიან უყვართ და მის სუნზე პირდაპირ ჩვენთან მოდიოდნენ“ – იხსენებდა მანდელა. მისი თქმით, ყველა მსოფლიო ლიდერს ბავშვობაში ჩადენილი აქვს მცირე მაგრამ, დანაშაული და მოგვიანებით ყველამ კარგი საქმის კეთებით უნდა გამოისყიდოს ეს დანაშაულები.

2. ნელსონ მანდელას დიდი უბედურება აქვს გადატანილი შვილებთან დაკავშირებით. მისი უფროსი ვაჟი, მაკგახო მანდელა 2005 წელს, 54 წლის ასაკში „შიდსის“ ვირუსისგან გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი – ტემბელე მანდელა ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ მის დაკრძალვას ნელსონი არ დასწრებია. იმ პერიოდში ციხეში იჯდა და მთავრობამ არ მისცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების უფლება. მანდელას სამი ქალიშვილი ჰყავს პირველი ორი ქორწინებიდან. მანდელას ამჟამინდელი, რიგით მესამე მეუღლე, გრასა მაშელი იმით არის გამორჩეული, რომ ის ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც ორი ქვეყნის პირველი ლედი იყო. გრასას პირველი ქმარი, მოზამბიკის პრეზიდენტი, სამორ მოიზეს მაშელი იყო.

3. სამხრეთ აფრიკის მთავრობის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ველური კურდღლები ანადგურებენ კუნძულ რობენს. ეს ის ადგილია, სადაც ნელსონ მანდელამ თავისი 28-წლიანი პატიმრობის დიდი ნაწილი გაატარა. კურდღლები ანადგურებენ კუნძულის ფლორას და ფაუნას, თხრიან გვირაბებს და აზიანებენ იმ ციხის ფუნდამენტს, სადაც მანდელა იჯდა. 1997 წლიდან კუნძულ რობენზე განთავსებული ციხე მუზეუმად გადაიქცა და „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად აღიარეს. ყოველწლიურად კუნძულს ათასობით ტურისტი სტუმრობს. სამხრეთ აფრიკის კულტურის მინისტრი ლულუ კსინგვანუ კურდღლების საკითხის გატანას ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავს.

4. მანდელას არანორმალურმა პოპულარობამ მსოფლიო მასშტაბით, მის ადვოკატებს საფიქრალი გაუჩინა. უამრავი იურიდიული და ფიზიკური პირი იყენებს მანდელას სახელს ფირმის დასახელებაში ან სარეკლამო აქციაში. ამის გამო, მანდელას იურისტებმა გადაწყვიტეს „მანდელა“ სავაჭრო ნიშნად აქციონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ დააპატენტონ მანდელას სატომო სახელი „როლიხლალა“ (მანდელა სამხრეთ აფრიკული ტომ კოსას წარმომადგენელია) და პატიმრობის პერიოდში მისი პირადი ნომერი – 46664. მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში საქმიანობს დახლოებით 200 კომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავისი ფირმის სახელწოდებაში იყენებს სიტყვას „მანდელა“. ნელსონ მანდელას იურისტები გეგმავენ, რომ საგრძნობლად გაიზრდება ფინანსური შემოწირულობების რაოდენობა ყოფილი პრეზიდენტის საქველმოქმედო ფონდში, მას შემდეგ, რაც „მანდელა“ საფირმო სავაჭრო ნიშნად გადაიქცევა.

5. 2009 წელს ლონდონში გაიხსნა გამოფენა, რომელიც იმ ადამიანებს მიეძღვნათ, რომლებმაც გავლენა იქონიეს თანამედროვე ცნობილ ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებზე. გამოფენის ავტორები იყვნენ – მომღერალი ელტონ ჯონი, მსახიობი – იან მაკელანი, ჩოგბურთელი – ბილი ჯინ კინგი, მედიამაგნატი და ლორდი – ვაჰიდ ალი, მწერალი – ალან ჰოლინგჰერსტი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კულტურის მინისტრი – ლორდი კრის სმიტი. სექსუალური უმცირესობის ცნობილმა წარმომადგენლებმა გამოფინეს იმ ადამიანების ფოტოები, რომლესაც, დიდი წვლილი მიუძღვით მათი პიროვნებად ჩამოყალიბებაში და გავლენა იქონიეს მათ ცხოვრების არსზე. ყველასათვის მოულოდნელად, მარტინა ნავრატილოვას, პეტრე ჩაიკოვსკის, ამერიკელი გეიპოლიტიკოსის ჰარვი მილკის მხარდამხარ, „გეიხატებად“ წარმოდგენილნი იყვნენ: ნელსონ მანდელა, ლედი დიანა და ვიოლონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი. თუ რა სახის გავლენა იქონია ჰეტეროსექსუალმა ნელსონ მანდელამ ელტონ ჯონის და იან მაკელანის პიროვნულობის ჩამოყალიბებაზე, გამოფენის სტუმრებისთვის უცნობი დარჩა.

6. ნელსონ მანდელა კომიქსების გმირი გახდა. სამხრეთ აფრიკულმა გამომცემლობამ დაიწყო ნელსონ მანდელას ცხოვრებაზე აგებული კომიქსების გამოცემა, სადაც მანდელა ბოროტებასთან და უსამართლობასთან მებრძოლ რაინდად არის გამოსახული. კომიქსების პირველი ხუთი ნაწილი მილიონნახევრიანი ტირაჟით დაიბეჭდა და სკოლებში უსასყიდლოდ დარიგდა. კომიქსების გამოცემით იდეის ავტორები აპირებენ ბავშვებს ადრეული ასაკიდან გააცნონ ნელსონ მანდელას ფენომენის შესახებ. ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის 14 პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარია, კომიქსები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

7. ჰოლივუდელი ლამაზმანი და წარმოშობით სამხრეთაფრიკელი შარლიზ ტერონი ამას წინათ არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ვარსკვლავმა აუქციონის სახით ნელსონ მანდელასთან შეხვედრის ორგანიზება გაყიდა. და აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტის შესახებ არც თვითონ მანდელამ და არც მისმა წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ. „მანდელასთან შეხვედრის წინ, მსურველმა რთული ბიუროკრატული პროცედურები უნდა გაიაროს, გარდა ამისა, მანდელას წარმომადგენლები არ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ქალბატონი ტერონი მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავდა“, – განაცხადა „მანდელა ფაუნდეიშენის“ ხელმძღვანელმა აჰმეტ დენგორმა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის გაყიდვის ინიციატორები საღამოს ორგანიზატორები იყვნენ, შარლიზ ტერონი არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას და მზად არის დაუბრუნოს გადახდილი თანხა ინკოგნიტო მსურველს, რომელმაც რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დახარჯა მანდელასთან შეხვედრისთვის. საინტერესოა, რომ მსგავსი აუქციონი 2007 წელს ინტერნეტ-მაღაზია „იბეიზეც“ იმართებოდა და მაშინ ლოტის – „სადილი მანდელასთან“ საწყისი ფასი 17 ათასი დოლარი იყო.

8. ყველასთვის ცნობილია, რომ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში აშენდა რამდენიმე ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი. ერთ-ერთ ასეთ სტადიონს, რომელიც ქალაქ პორტ-ელიზაბეტში აშენდა, ნელსონ მანდელას საპატივცემულოდ, „ნელსონ მანდელა ბეი“ ეწოდა. სამიარუსიანი სტადიონი 48 ათას მაყურებელზეა გათვლილი და გარდა მოედნისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურისა, არქიტექტორებმა და მშენებლებმა სპეციალური ტერასა ააგეს, რომლის საშუალებითაც გულშემატკივრები სტადიონიდან პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე გავლენ. „მანდელა ბეიზე“ რვა თამაში ჩატარდება, მათ შორის მატჩი მე-3 ადგილისთვის.

9. ბროდვეის სცენაზე 2010 წელს ორი პრემიერა იგეგმება. ესენია მიუზიკლები ნელსონ მანდელას და ბრიუს ლის ცხოვრების შესახებ. ლიბრეტო ნელსონ მანდელას მიუზიკლისთვის მის ქალიშვილს ზინდზის ეკუთვნის და ისტორია ძირითადად მანდელას ცხოვრების იმ პერიოდზეა აგებული, როდესაც ის ციხეში იჯდა. ჯერჯერობით არ არის შერჩეული მსახიობი, რომელიც მანდელას როლს შეასრულებს და მიუზიკლის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ, თვითონ მანდელამ მიიღოს მონაწილეობა მსახიობის შერჩევაში.

10. 2009 წლის დეკემბერში მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოვა კლინტ ისტვუდის ახალი ფილმი, რომელიც ნელსონ მანდელას ცხოვრების იმ ეპიზოდებს ეხება, როდესაც ის ციხიდან გამოვიდა და გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში. ფილმში მთავარ როლებს მორგან ფრიმენი და მეთ დეიმონი ასრულებენ. ფილმის გადაღებების დაწყებამდე, მორგან ფრიმენი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა ნელსონ მანდელას, რათა უკეთესად გაეცნო ის ადამიანი, რომელიც მას ეკრანზე უნდა განესახიერებინა.


скачать dle 11.3