კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტუროპერატორი „საქართველოს პარლამენტი“

ანუ, გელით გაშლილი ხელით

თუმცა ნალექებიც ზომაზე მეტად გვანებივრებს და, მაინცდამაინც, არც ხვატს ვუჩივით, მაგრამ, მაინც ზაფხულია. ჰოდა, რაკი ზაფხულია, ტურისტული სააგენტოებიც აქტიურობენ. მაგრამ, რაკი დასვენება არცთუ იაფფასიანი სიამოვნებაა, ბუნებრივია, მხოლოდ რჩეულნი თუ შეძლებენ სრულფასოვნად გალაღებას. შესაძლოა, იმიტომაც, რომ კარგად უწყის საკუთარი მოსახლეობის ჯიბეების სისქე, საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომაც შეითავსა ტუროპერატორის ფუნქცია და მსურველებს უფასო ტურში ეპატიჟება. იქ მოსახვედრად საკმარისია, აკრიფოთ შემდეგი ელმისამართი: www.parliament.ge, მთავარ გვერდზე (ხელმარცხნივ) „დააკლიკოთ“ ჩარჩოს „დაგეგმე შენი ტური ახალ პარლამენტში“, შეავსოთ აღნიშნული ველები და, როგორც იქვეა ნათქვამი: „ჩვენ უმოკლეს ვადაში შეგატყობინებთ ჯავშანის დასტურის შესახებ (უნდა იყოს, „ჯავშნის“, მაგრამ, როგორც ჩანს, კუმშვასთან პარლამენტშიც მწყრალად არიან)“.
სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი, მხოლოდ პარლამენტის ახალი შენობის მონახულება შედის ტუროპერატორ „საქართველოს პარლამენტის“ „უფასო ტურში“ თუ, ზედაც, ქუთაისამდე და უკან, რა თქმა უნდა, უფასო ტრანსპორტირებაც იგულისხმება, თუმცა, ისიცაა, თუ გული გულობს, „მარშრუტკის“ ფულსაც იშოვიო.
მაგრამ, იმედია, ჩაფხუტებს აუცილებლად დაარიგებენ!

скачать dle 11.3