კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვათა მაცქერლები

ბურთის გორებას რა უნდა

განა იმიტომ, რომ „მამა დავიწყებოდათ და მამინაცვალს იფიცებდნენ“, არამედ, სავსებით პროზაული მიზეზით, რადგან უმამოები ვართ, ბუნებრივია, რომ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდების ფანკლუბებშია გადანაწილებული (რადგან, თაფლი, ესე იგი, ფეხბურთის მოთამაშე – იყოს და, ბუზი – ესე იგი, გულშემატკივარი – ბაღდადიდან მოვა, არათუ სრულიად საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიიდანო).
მართალია, საერთო ეროვნულ სიხარულს ვერ განვიცდით, იმ მოტივით, რომ სრულიად განსხვავებულ გუნდებს ვგულშემატკივრობთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ემოციასაც უანგაროდ ვახარჯავთ უცხო-უცხო ფეხბურთელებს და სანაცვლოდ ადრენალინსაც უხვად ვიღებთ.
მეტიც, არც კვლევა-განსჯას ვაკლებთ სხვათა თამაშს და არც რეკომენდაციებს ვამადლით (და მერე რა, რამე რომ ვიცოდეთ, ჩვენს თავს ვუსაშველებდით, მთავარია, ევროპულ მარაქაში ვერევით!). მე არ ვიცი, რამდენად წაადგება სხვების ყურება ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებას, თუმცა, სამოქალაქო განვითარების თვალსაზრისით, შესაძლოა, კარგი გაკვეთილიც მივიღოთ: იტალიის საფეხბურთო ნაკრები შავი სამკლაურებით თამაშობდა, რადგან ჩემპიონატის მიმდინარეობისას ავღანეთში 30 წლის იტალიელი სამხედრო დაიღუპა.
ჰოდა, ჩნდება იმედი, იქნებ, სხვათა ბურთის გორების ცქერა-ჭვრეტაში საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვისებებიც შეგვეძინა?!

скачать dle 11.3