გერმანული მედალი კლიჩკოს
ცნობილი უკრაინელი მოკრივე, ვიტალი კლიჩკო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „კავალერის ორდენის“ მფლობელი გახდა. მძიმეწონოსან ჩემპიონს ჯილდო კიევში, გერმანიის საელჩოში გადაეცა და ამ ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. გერმანელმა ელჩმა კლიჩკოს ღვაწლი დაუფასა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში. ელჩის თქმით, კლიჩკო აქტიურ სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და საქმით ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, რაც დასაფასებელია და, ამიტომ, გერმანელი ხალხისთვის ის სამაგალითო ადამიანია.