ების კონფლიქტი
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისა და „სტოკ სიტის” გოლიათი ფორვარდის, პიტერ კრაუჩის მეუღლე, ები კლენსი, ინგლისელმა პოლიციელებმა გააფრთხილეს და ფაქტის განმეორების შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრნენ. საქმე ისაა, რომ ებიმ ჩეშირის საგრაფოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მავან ქალბატონთან იჩხუბა. ვიპ-ზონაში შემთხვევით მოხვედრილი ქალბატონი ების გამოელაპარაკა და უწმაწური სიტყვებით შეამკო, კრაუჩის ცოლმა საპასუხოდ მას თმაზე მოქაჩა, ქალმა კი დაცვის თანამშრომლებს მიმართა და უთხრა, რომ ები მას თავს დაესხა. საბოლოოდ, პოლიციამ ები დაადანაშაულა და სიტყვიერი გაფრთხილება აკმარა.