კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“მეტამორფოზები„ შორეული წარსულიდან თანამედროვე მხატვრობაში


მისი ბავშვობა ხატვით დაიწყო. მშობლებს აოგნებდა შვილის ხანგრძლივი და ცნობისმოყვარე მზერა, რომელიც სხვადასხვა ფერის ნახატებისა და ორნამენტებისკენ იყო მიმართული. მაშინ არავინ იცოდა,  თუ რა ნიჭს  გამოავლენდა ეს პატარა ბიჭი მომავალში...
თანამედროვე  ცხოვრებაში მაინც რჩება  ხელოვნების და მხატვრობისათვის უდიდესი ადგილი. გიორგი  სამხატვრო აკადემიის ლექტორია. მას უამრავ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მისი პერსონალური გამოფენა, საინტერესო და დამაინტრიგებელი სათაურით – „მეტამორფოზები“, ჩვენს ქალაქში 27 ივნისს, 17.00 საათზე, თოჯინების მუზეუმში (შავთელის 17ა; ბერიკებთან)  გაიხსნება. ახალგაზრდა მხატვრით დაინტერესდა თბილისის თოჯინების მუზეუმი, რომელიც პერიოდულად აშუქებს თანამედროვე მიმდინარეობებს ქართულ მხატვრობაში და დროებით დაუთმო თავისი ექსპოზიციების სივრცე მას პერსონალური გამოფენისთვის. მხატვარი 24 წლისაა, მაგრამ, მან უკვე მიაღწია საკმაოდ  სერიოზულ შედეგებს თავის საქმიანობაში,  რაშიც ძირითადად თავის ნიჭს უმადლის.
 აღსანიშნავია, რომ  ეთერ ჭკადუასა და გიორგი მახარაშვილის ერთობლივ მუშაობას ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში, შესაბამისი გამოძახილი ჰქონდა – ქართველ მხატვრებზე ნიუ-ოირკის გაზეთებიც წერდნენ. ახლა ყველა მოლოდინშია, თუ რას შემოგვთავაზებს ახალგაზრდა მხატვარი თავის პერსონალურ გამოფენაზე.
მისი ნახატები ყველასგან განსხვავებულია, რადგან მათში ასახულია ძირითადად ადამიანის შინაგანი სამყაროს დინამიკა  და, როგორც თვითონ გიორგი უწოდებს, ეს შინაგანი სამყაროს ფენების პრეზენტაციაა! გიორგი მახარაშვილის შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე მის  „ფეისბუქის“ გვერდზე:  გიორგი მახარაშვილი.

скачать dle 11.3