კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ილია კილაძის შემოქმედებითი საღამო და გია ჯაჯანიძის ნახატების გამოფენა


19 ივნისის გრილი ზაფხულის საღამო ერეკლეს ქუჩაზე მდებარე ბარ „ლე პონტში“ გავატარეთ, რომელიც იმ დღეს შემოქმედებითი პროგრამით იხსნებოდა. ახალგაზრდა პოეტის – ილია კილაძის პოეზიის საღამო და გია ჯაჯანიძის ნახატების გამოფენა „ლე პონტის“ ინტერიერს ძალიან მოუხდა და საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ურსა”. მოწვეული სტუმრებისთვის ბარში უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი იყო მომზადებული. როგორც ბარის ხელმძღვანელობისგან შევიტყვეთ, აქ თვეში ერთხელ აუცილებლად გაიმართება შემოქმედებითი საღამოები და კულტურული ღონისძიებები. ბარის გახსნას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო. გახსნისთვის საჭირო სიმბოლური გასაღები გია ჯაჯანიძეს ჰქონდა და მან ეს ცერემონიალი საკმაოდ ორიგინალურად ჩაატარა. „ლე პონტის” განსაკუთრებული კერძებისა და ტორტის შემდეგ საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

скачать dle 11.3