კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი”, „ცე” კლასი. სიცხეების დადგომასთან ერთად, აბსოლუტურად გამართულად მომუშავე მანქანას უამრავი პრობლემა დაეწყო: წყალი უჩვეულოდ მალე თბება; საცობებში, აღმართებზე სიარულის დროს ტემპერატურა მაღლა ადის და შემდეგ ისევ დაბლა ჩამოდის; წყლის ტემპერატურა არ არის სტაბილური, მერყეობს, ანუ,  ტემპერატურის მაჩვენებლით, ნორმალურ მდგომარეობაში არასდროს არ არის. რითია ეს პრობლემა გამოწვეული, საშიშია თუ არა და როგორ ვუშველო?
პასუხი: ამას ზამთრიდან „გამოყოლილ” პრობლემას ვეძახი. ეს ნიშნავს, რომ თერმოსტატი დაგიზიანდათ. როგორც ჩანს, ზამთრის პერიოდში სისტემატურად გიხდებოდათ მოკლე-მოკლე მანძილებზე გადაადგილება. იმათ, ვინც დიდხანს ამუშავებს ძრავას, ქალაქში ან ტრასაზე მთელი დღე უწევთ მანქანით სიარული,  მსგავსი პრობლემა ნაკლებად ემართებათ. ეს არის იმ ავტომობილების პრობლემა, რომელსაც დილით დაქოქავენ, მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან და ჩააქრობენ. ამ დროს ძრავა ვერ ასწრებს გადახურებას, თერმოსტატი მოქმედებაში ვერ მოდის და შესაბამისად, ის გამოუყენებელია. თუ ძრავა არ გახურდა იმ დონემდე, რომ ის გაღებულიყო და დაკეტილიყო, თერმოსტატის ჩაკირვა იწყება: დეტალს უჩნდება რაღაც ნალექები, რომელიც იწვევს მის საერთოდ მწყობრიდან გამოსვლას ან ცუდად მუშაობას. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, არის ხელოსანთან მისვლა და თერმოსტატის გამოცვლა, რაც არც ისე დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
კითხვა: საჭიროა თუ არა ზაფხულში ავტომობილიდან ანტიფრიზის გამოშვება და წყლით შევსება?
პასუხი: არანაირად არ არის საჭირო. ანტიფრიზი თავისი დანიშნულების შესრულებას ზაფხულშიც განაგრძობს. თუ ზამთარში ყინვისგან იცავდა სისტემას, ახლა ის საჭიროა იმისთვის, რომ ავტომობილმა უფრო მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და იოლად მოახერხოს გაგრილება.
კითხვა: ამ ორი ავტომობილიდან ერთ-ერთის ყიდვა მინდა: ან „ჯე” კლასის „მერსედესი” ან „ტოიოტას” „ჯიპი“ – „ლენდ კრუიზერ 200”. ორივეს დიზელის ძრავა აქვს და, ამ შემთხვევაში, მათი გამძლეობა მაინტერესებს.
პასუხი: ეს ორივე ავტომობილი იმდენად გამძლეა და იმდენად ამართლებს თავის სახელს – „ჯიპს“, რომ მათი შედარება ცოტა რთულია. მაგრამ, ორივეს თავისი განსაკუთრებული ღირსებები აქვს, ანუ, რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში – მეორე. პირადად მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად ავიღებდი იმას, რომლის შენახვა უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან გამძლეობა ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. უბრალოდ, სამომავლოდ „ტოიოტას” შენახვა გაცილებით მარტივია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივი და, თან, ნაკლები რაოდენობის დეტალებით არის აწყობილი (განსაკუთრებით სავალ ნაწილში) და მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია. გარდა ამისა, „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, რომ, თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდით, მისი გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ, ისეა მოწყობილი, რომ თავს არ იფუჭებს. „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული – ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ, გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგან არის აწყობილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. ანუ, იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება აქცევს მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად, თორემ, როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.
კითხვა: მყავს ამერიკული წარმოების იაპონური ავტომობილი „ნისან მაქსიმა”, 1996 წლის გამოშვება, რომლის ძრავის მოცულობაა 3.0. რამდენიმე წელია, ის ჩემს მფლობელობაშია და არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი უჭირს დაქოქვა – „სტარტერი” ტრიალებს, მაგრამ, ძრავა არ იწყებს მუშაობას. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ გასაღების ერთი გადატრიალებით იქოქება მანქანა. ერთი სიტყვით ხან იქოქება, ხან – არა. თბილისში ყველა დიაგნოსტიკური ცენტრი მოვიარე, მაგრამ, უშედეგოდ. დამრჩა პრობლემა და უაზროდ გადაყრილი ფული, მიზეზი კი ვერ დადგინდა. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თქვენი პრობლემის ასე ახსნილით გადაჭრა ცოტა რთულია, მაგრამ, შევეცდები, იმ მიზეზებს შევეხო, რომელსაც შეიძლებოდა ის გამოეწვია: „ნისან მაქსიმა” საკმაოდ გამძლე ავტომობილია, რომელიც თითქმის არასდროს ფუჭდება, მაგრამ, თუ გაფუჭდა, მისი შეკეთება რთული და ძალიან ძვირია, თუმცა, არა თქვენს შემთხვევაში. პრობლემის მიზეზი ძალიან წვრილმანია და ამიტომაც ჭირს მისი პოვნა, მსხვილმანი პრობლემა ყოველთვის იოლი საპოვნელია. დავიწყოთ იმით, რომ, შეიძლება, სისტემაში საიდანღაც ჰაერი ხვდება. უამრავი სენსორი და მილი უზრუნველყოფს მის კარგად მუშაობას და, ასევე, სუფთად დაქოქვას, ამიტომ,  შესაძლებელია, რომელიმე სენსორიდან ან მილიდან იპარება ჰაერი. არ არის გამორიცხული, რომ სენსორის შიგნით მტვერი იყოს მოხვედრილი, რის გამოც ჰაერი შიგნითაც ხვდება. ჰაერის შეპარვის დროს იწყება ზუსტად ასეთი პრობლემები – ტრიალებს, მაგრამ, ან იქოქება ძრავა, ან – არა; ხან წვალობს, ხან გარკვეული პერიოდის შემდეგ იქოქება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ელექტრო „პადსოსი”. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სისტემას დაქოქვის დროს ეხმარება. თუ ვეღარ ეხმარება, ეს ნიშნავს, რომ აღქმა აქვს დაკარგული ან არ მიეწოდება სწორი სიგნალი, თუ როდის როგორ უნდა მოიქცეს. შეიძლება, თვითონ სენსორში ან გადამცემში იყოს მტვერი მოხვედრილი და ის ხან ახერხებდეს რაღაცის შეტრიალებას, ხან – ვერა. მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ტემპერატურის სენსორი, რომელიც ძრავას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციულ იმპულსს გადასცემს სწორედ ამ ელექტრო „პადსოსს”. თუ გეხერხებათ, ეს მიზეზები თავად გამოიძიეთ, თუ არადა, ისეთი ხელოსანი გჭირდებათ, რომელიც გულიანად ჩაუჯდება პრობლემას.
კითხვა: მაინტერესებს „მაზდა ცე-იქს 7-სა” და „მაზდა ტრიბუტის” შედარებითი დახასიათება. რომელი უფრო გამოსადეგი მანქანაა საქართველოში?
პასუხი: კითხვა თავიდანვე არასწორადაა დასმული, რადგან „ტრიბუტი” 2000 წლიდან გამოდის, უკვე რამდენიმე თაობა შეიცვალა და საქართველოშიც საკმაოდ ბევრი მოდელი დადის, მაშინ როცა „მაზდა ცე-იქს 7” მხოლოდ 2006 წელს გამოჩნდა ავტოსალონებში და საქართველოშიც ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით. გამოდგომის პარამეტრით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ „ტრიბუტზე”, მაგრამ ვერაფრით ვიმსჯელებთ „ცე-იქს 7-ზე”. თვითონ „ტრიბუტებშიც” არის განსხვავება, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის სიჩქარეთა კოლოფით და რა დამატებითი სისტემებით არის ის აღჭურვილი. მართვის ავტომატური კოლოფი ამ მოდელებს საკმაოდ კარგი აქვთ, მაგრამ ადრე თუ გვიან, მით უმეტეს, თუ უფრო სუსტი კოლოფით აღჭურვილი მოდელი შეგხვდათ, ის მწყობრიდან გამოდის და საკმაოდ რთულია მისი აღდგენა. თუ მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მოდელზე გააკეთებთ არჩევანს, მაშინ შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, „ტრიბუტის” მექანიკური კოლოფი და ყველა სხვა დეტალი ძალიან გამძლეა – თითქმის არასდროს ფუჭდება. რაც შეეხება „ცე-იქს 7-ს”, ის პრინციპში, „მაზდას” სხვადასხვა მოდელისგან აღებული საუკეთესო და ყველაზე გამომდგარი დეტალებით არის აწყობილი. მაგალითისთვის – მისი წინა დაკიდების სისტემა აღებულია „მაზდა ემპევედან”, უკანა დაკიდების სისტემა – „მაზდა 3-სგან” და ასე შემდეგ. რაც შეეხება მის ინტერიერს, ის მისი შემქმნელის სიტყვებით, ფიტნესკლუბს ჰგავს, ანუ სპორტულ ხასიათს ატარებს. ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ეს ავტომობილი ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გამოდგომაზე ჯერჯერობით ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი.

скачать dle 11.3