კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ბავშვობის მეგობრებმა და ვის ეძებენ სოფელ მუხრანიდან ისრაელში

72 წლის გიორგი ხუციშვილი ეძებს 72 წლის რაფო ბაზაზაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბავშვობის მეგობარს, 1940 წელს დაბადებულ რაფო ბაზაზაშვილს. მე და რაფო ერთად გავიზარდეთ მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში. ტოლები ვართ და განუყრელად სულ ერთად ვიყავით. რაღაც პერიოდამდე სკოლაშიც ერთად დავდიოდით, მაგრამ, შემდგომ მშობლებმა რაფო თბილისში გადაიყვანეს. დაახლოებით 1958-1960 წლებში რაფო თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცი. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მეგობრის მოძებნაში.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დამეგობრდით და შემდგომ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ერთმანეთი დაკარგეთ?
– მე და რაფო ერთად ვიზრდებოდით. რაფოს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა – ლუბა და დავით ბაზაზაშვილები. რაფოს მშობლებს შვილივით ვუყვარდი და ყოველთვის დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ იმ პერიოდში ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა – მამა ომში დამეღუპა და მე და ჩემს ძმას დედა გვზრდიდა. კარგად მახსოვს, რაფოსთვის კარაქიან პურს რომ ამზადებდა ლუბა დეიდა, მეც ყოველთვის მიწილადებდა ხოლმე. მე და რაფო კი ტოლები ვიყავით და სულ ერთად ვთამაშობდით. მეოთხე კლასიდან ერთ მერხთან ვისხედით. მაგრამ შემდგომ რაფო სასწავლებლად თბილისში გადავიდა, მე კი მუხრანში დავრჩი. რაფოს მშობლები ისევ მუხრანში ცხოვრობდნენ და ამიტომ მე და რაფო ზაფხულის არდადეგებს ერთად ვატარებდით ხოლმე. სიტყვებით რთული გადმოსაცემია, მაგრამ ძმებივით ვიყავით.
– მაინც, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ასეთმა მეგობრებმა?
– დაახლოებით 1958-1960 წლებში რაფო და მისი მშობლები საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ (ისინი ებრაელები იყვნენ) და მას შემდეგ რაფოს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. თუ არ ვცდები, უკვე 50 წელია გასული, რაც ჩემი მეგობრის შესახებ არაფერი ვიცი და ძალიან მინდა მისი პოვნა.
– ჰყავს თუ არა დედმამიშვილები თქვენს დაკარგულ მეგობარს?
– დიახ, რაფოს ჰყავს უფროსი ძმა – გერცენი და და – რივა. ამჟამად ყველანი ისრაელში უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, მათ უკვე აქვთ ოჯახები, რაფო კი, ალბათ, ჩემსავით, ბაბუაც კი იქნება. სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ ვიპოვო ისინი და როგორ აღვადგინო ჩემს მეგობართან დაკარგული ურთიერთობა. როდესაც თქვენი რუბრიკა წავიკითხე, იმედი მომეცა, იქნებ, თქვენ მაინც მაპოვნინოთ რაფო.
– აქამდე თუ გიცდიათ მეგობრის მოძებნა და როგორ?
– ყოველთვის მაინტერესებდა რაფოს შესახებ ყველაფერი და, ერთი სული მქონდა მომეძებნა, მაგრამ, რა ხერხებით უნდა მემოქმედა? სამწუხაროდ, ისრაელში კავშირები არ მაქვს, ვერც კომპიუტერს ვფლობ სათანადოდ. ამჟამად ჩემი შვილიშვილი მეხმარება – თქვენთან დაკავშირებაშიც ის დამეხმარა, მაგრამ, რაფოს დამოუკიდებლად ჩვენ ვერანაირად ვერ ვიპოვით. იმედია, ის კვლავ ისრაელშია და სხვა ქვეყანაში არ გადავიდა.
– როგორ ფიქრობთ, მას თუ ახსოვხართ და თუ ცდილობს თქვენს პოვნას?
– დარწმუნებული ვარ, რომ რაფოსაც ვახსოვარ. ნამდვილად არ ვიცი, რა მიზეზით ვერ ან არ დამკავშირებია მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ, ხომ იცით, რა არის ცხოვრება? შეიძლება, ის ამ საკითხს შეუძლებლად მიიჩნევს, როგორც ეს მე მეგონა, სანამ თქვენს რუბრიკას წავიკითხავდი. ეჭვი არ მეპარება, პოვნის შემთხვევაში, მას ეს ამბავი ძალიან გაუხარდება და ჩემსავით ბედნიერი იქნება. რაც მეტად შედის ადამიანი ასაკში, მით მეტად ენატრება თავისი მეგობრები და ბავშვობის წლები. ჩემთვის რაფოს პოვნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3