კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნეტარების 20 წუთი

დღის განმავლობაში ისე ძალიან იღლებით, რომ საღამოს სახლში მისულს არაფრის თავი აღარ გაქვთ, დილით კი დაღლილი იღვიძებთ, რადგან ღამით 5-6-საათიანი ძილი საკმარისი არ არის ენერგიის აღსადგენად?! მთელი დღე მოთენთილი ხართ, შესაბამისად, თავსაც ვერ უვლით სათანადოდ და არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებით?! ნუ იღელვებთ, არც ერთი პრობლემა არ არის უსაშველო, მთავარია, საღამოობით როგორმე დაძლიოთ დაღლილობა და 20 წუთი მიუძღვნათ საკუთარ თავს, თუნდაც ამისთვის აუცილებელი საქმეების გვერდზე გადადება მოგიწიოთ.
დაღლილობის მოსახსნელად, მოდუნებული კანისთვის სიმკვრივისა და ელასტიკურობის მისანიჭებლად, სახესა და სხეულზე ჯანმრთელი რუჯის ფერის მისაღებად არსებობს ელემენტარული ხერხი – აბაზანის მიღება.

ჩაის აბაზანა აძლევს კანს ლამაზ, ბრინჯაოს შეფერილობას; ყველას ეგონება, რომ ეს ბუნებრივი ნამზეურია.
5 სადილის კოვზ ჩაის ფხვნილს (სასურველია, კარგი ჩაი შეიძინოთ). დაასხით 15 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში და ნაყენი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში, კარგად ამოურიეთ ხელით და ჩაწექით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ტანი მსუბუქად შეიმშრალეთ (წყალი არ გადაივლოთ) და დალიეთ 1 ფინჯანი შავი ჩაი.

ფორთოხლის აბაზანა ამკვრივებს კანს და ებრძვის ცელულიტებს.
კარგად გამოწურეთ 6 ცალი დიდი ფორთოხალი (თუ პატარებია, რაოდენობა მოუმატეთ. თუ მჟავე ფორთოხალია – მით უკეთესი), დაასხით 0,5 ლიტრი თბილი წყალი, ჩაუმატეთ 3 სადილის კოვზი ნუშის ზეთი და ეს ნარევი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში. ხანგრძლივობა – 20 წუთი. წყლის გადავლება ამ შემთხვევაშიც არ არის საჭირო.

ქერის აბაზანა ატენიანებს კანს.
100 გრამი ქერის მარცვალს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ, ნაყენს ჩაუმატეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული ნარევი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში. პროცედურის ხანგრძლივობა – 20 წუთი. წყალი არც ამ შემთხვევაში არ გადაივლოთ.
თუ ამ აბაზანებს მონაცვლეობით მიიღებთ, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.
პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს, მოგეხსნებათ დაღლილობა და დაძაბული და გადაღლილი სხეული სასიამოვნოდ მოდუნდება. ყოველ საღამოს მიღებული 20-წუთიანი ნეტარება მეორე დღის განმავლობაში ენერგიის, ხალისისა და სილამაზის გარანტიაა.

скачать dle 11.3