კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იწერება” თუ არა ჩვენს ბედისწერაში წინაპართა კარმული ვალები და რას გადმოგვცემენ გენეტიკურად „დაბინძურებული” წინაპრები

ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, ეზოთერიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ასევე, ბევრი ვერ ხვდება, რატომ ეცვლება გუნება-განწყობა ძალიან ხშირად და უმიზეზოდ რატომ იწყება ოჯახის წევრებს შორის სკანდალები; ინგრევა, ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახები. მართალია, ამაზე ბევრს პასუხი არ აქვს, მაგრამ ჯანმრთელობა რომ სერიოზულად მძიმდება და ეს ფაქტები ნერვული აშლილობის, უძილობისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება, სამწუხაროდ, რეალობაა. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელეონორა ამბობს, ასეთი უხილავი თუ ხილული დაავადებებით, არა მხოლოდ ადამიანები, არამედ სახლებიც კი ავადდება.

ელეონორა: უკვე ცნობილი გახდა, რომ ადამიანის გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირია. ასევე, არის ჩვენს გარშემო ისეთი სახლები, შიგნით შესულს გუნება რომ გიფუჭდება, თავს არაკომფორტულად გრძნობ, გინდა, სასწრაფოდ დატოვო იქაურობა და უცნაური გრძნობა გეუფლება.
– არადა, ადამიანების უმრავლესობა, დიდ დროს სწორედ სახლში ატარებს და იქ თუ არასასიამოვნო, ენერგეტიკულად საშიში აურა ტრიალებს, ეს მართლაც სახიფათოა, არა?
– რასაკვირველია, ძალიან სახიფათოა. თუ ვერ ახდენთ საცხოვრებელში აზრების მობილიზებას, გაწუხებთ აკვიატებული ფიქრები, გტანჯავთ უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები.
– ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის კავშირზე რას გვეტყვით?
– ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირია. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ზამთარსა და გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან. ამიტომ, არ შეიძლება, ამ პერიოდში დაბადებულმა ადამიანმა საკუთარი ბედი დაწყევლოს. ასევე, არსებობს ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საშიში პერიოდები, როცა მათი ერთი გაუაზრებელი ფიქრიც კი, საშიში ხდება და, შესაძლოა, საერთოდ თავდაყირა დადგეს მათი ბედ-იღბალი. ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც ნამდვილად გადადის გენეტიკურად შთამომავლებზე და, სწორედ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე და კონტროლი თითოეულ ქცევასა და სიტყვაზე. ზოგს საერთოდ არ სჯერა ბედისწერის და სწორედ აქ ცდება. გენური კოდის საშუალებით ვიღებთ მემკვიდრეობით: გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედისწერასაც კი. წინაპრების არასწორი ცხოვრების წესი, შთამომავლის ბედისწერაზე რომ ნამდვილად აისახება, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. აქედან გამომდინარე, არც ახალშობილი იბადება უცოდველი და ამას განაპირობებს მისი კარმა, გენების საშუალებით მიღებული პროგრამა, რომელიც მას შთამომავლობით ერგო. სწორედ ეს არის ჩვენი ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს ბებია-ბაბუებს მიუძღვით. ის კარმული ვალები კი, რაც მათ სიცოცხლეში გადასახდელი დარჩათ, ჩვენზე გადმოდის და სწორედ ჩვენს გენებში იწერება.
– ესე იგი, გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის გადამტანია?
– სწორად მიმიხვდით. სამწუხაროდ, ბევრი არ უფიქრდება საკუთარ ქცევას, ცოდვას სჩადის, შემდეგ კი წუხს და უკვირს, რატომ არის მისი შთამომავალი წარუმატებელი. გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა, ძირითადად, თაობის გამოტოვებით მიმდინარეობს. ანუ, ბებია-ბაბუის ინფორმაციის გადამტანები შვილიშვილები არიან და ბედისწერასაც სწორედ მათგან იღებენ. ასევე, ესა თუ ის პროგრამა დაახლოებით 35-40 წლის ასაკამდე ყალიბდება. აქედან კი უნდა ვივარაუდოთ, რომ წინაპრების მიერ სწორედ ამ ასაკამდე შექმნილი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური გენური პროგრამა, ზუსტად გადადის მომავალ თაობაზე. პრობლემა მანამ გასდევს თაობიდან თაობას, სანამ ბოლომდე არ მოგვარდება. მაგალითად, ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილებასაც ეს განსაზღვრავს. თუ ბაბუა ამ პრობლემას ვერ ართმევდა თავს, მაშინ შვილიშვილსაც გადაეცემა. სხვათა შორის, მკვლელის უცოდველი შთამომავალი სხვაზე მეტად ისჯება. ის ან თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ან უკურნებელი სენით იღუპება, ან ცხოვრებაში უამრავ წინაღობასა და პრობლემას აწყდება და ხშირად ამის გამო დეპრესიაში ვარდება. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საქციელით მომავალი შვილების ბედსაც განვსაზღვრავთ და კარმულ ცოდვაზე დიდი ცოდვა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების განმავლობაში თავის არაერთგვაროვან პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში. მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების დამუშავება და გადახდა შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს. როგორც იტყვიან, ასეთ ოჯახებში გვარის გამგრძელებელი არ იბადება.
– ბევრს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, თუ როდის ხდება ადამიანში  წინასწარმეტყველური ან ტელეპათიური ნიჭის გამძაფრება და თუ არის ეს რეალურად შესაძლებელი?
– რასაკვირველია, შესაძლებელია და ეს პერიოდი, ყველა ადამიანს უდგება. ნამდვილად იხსნება ადამიანში წინასწარმეტყველური თუ ტელეპათიური ნიჭი და ახლავე მოგახსენებთ, თუ როგორ მიხვდეთ, რომ ეს თქვენს თავს რეალურად ხდება: დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და გინდათ, განმარტოება და საკუთარ თავში ჩაკეტვა, სწორედ ამ დროს მძაფრდება თქვენი ტელეპათიური, ქვეცნობიერი თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები. აზრი, სიტყვა და ფიქრი ენერგეტიკული ინსტრუმენტებია და ამით ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. მერე ხდება ამის სამყაროში გაგზავნა და იმავე გზავნილის უკან მიღება, ინფორმაციის სახით. ემოციური გზავნილის ტელეპათიურად აღქმა სრულიად შესაძლებელია და ეს რეალური ფაქტია. მაგალითად, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მიუხედავად მანძილისა, თუ ერთს რამე უჭირს, ამას მეორეც განიცდის. მისი უარყოფითი, წარუმატებლობაზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას ტელეპათიურად, ამ სამყაროდან მეორე ადამიანი ინფორმაციის სახით იღებს. ეს ინფორმაცია კი იმ განცდებზე მეტყველებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, ზუსტად მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გაქვთ გრძნობები. არც ერთი სასიყვარულო და რომანტიკული გრძნობა თუ ურთიერთობა, არ იბმება შემთხვევით. როცა ადამიანს სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობენ, გამოდის, რომ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი მათ შორის და შეგრძნებებიც წინასწარმეტყველურად მოქმედებს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სასიყვარულო კავშირი, მით მეტად იზრდება ორ ადამიანს შორის ტელეპათიური თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები და მოვლენები.

скачать dle 11.3