კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროთეზის მონატრება

შემდგარი და მონანავე

ვარდების რევოლუციის წლისთავმაც ჩაიარა, ოღონდ არც იმდენად ამაღლებულად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. ხელისუფლებამ თავიც მოიწონა მიღწეულით (კიდეც შევდექით, არც ჩამოვიშალეთ და დემოკრატიულ ტალღებზეც ვნანაობთო), ოპოზიციამ ისინი გააკრიტიკა, საზოგადოება კი კვლავაც ახალი არჩევნების მოლოდინში გაირინდა (იმ იმედით, რომ იქ, ზემოთ მყოფებს, ადრე თუ გვიან, მოყირჭდებათ მხოლოდ თავიანთთვის „ოქროს სარაიების“ აშენება და ქვემოთ მყოფებს ქოხებს მაინც გადმოუგდებენ). ასეა თუ ისე, იქ, ზემოთ, ყველაზე დიდ მონაპოვრად მაინც დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას ასახელებენ (მთლად ისეთიც არ არის, როგორც დემოკრატიის აკვანში, მაგრამ, სამაგიეროდ, თურქმენეთს აშკარად სჯობსო).

მეორე მხრივ, ამ გაქანებულ დემოკრატიაში შიგადაშიგ ისეთი საბჭოურიც გამოერევა, თვალწინ ლეონიდ ბრეჟნევის პროთეზი დაგიდგება: ვარდების რევოლუციის წლისთავის კვირაში შს მინისტრმა და დედაქალაქის მერმა დედაქალაქში პოლიციის ახალი, მოშუშული, შენობაც გახსნეს და ჩვენი არასრულწლოვანი თანამემამულეებიც დაისწრეს. ამ, მართლაც, დიად ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრებას, რა თქმა უნდა, აღმზრდელობითი ფუნქცია ჰქონდა: ჯერ ერთი, ჩვენს პატარა თანამემამულეებს დაანახვეს, რომ პოლიცია გამჭვირვალედ მუშაობს და, რაც მთავარია, ქართული პოლიციისა და დედაქალაქის მამებმა მათ აუხსნეს, რომ ქართველი პოლიციელი ყველაზე მაგარი პოლიციელია მსოფლიოში. რადგან დამსწრე საზოგადოება, ანუ სკოლის მოსწავლეები, ასაკიდან გამომდინარე, პოლიტიკურად არაინფორმირებულები არიან, ბუნებრივია, მათ არ უკითხავთ, თუ ქართველი პოლიციელი ყველაზე მაგარია მსოფლიოში, მაშინ როგორ გაიტაცეს სეპარატისტებმა ოთხი ქართველი მოზარდი და რატომ ვერ ახერხებთ მათ გამოხსნასო (თუმცა ისიცაა, რაც გვიან გაიგებენ ამას, მით უფრო მეტად გადაირჩენენ ნერვულ უჯრედებს).

რაც შეეხება ამხანაგ ბრეჟნევის პროთეზის მონატრებას: ამ ბოლო დროს ტრადიციად იქცა სკოლის მოსწავლეების გაკვეთილებიდან მოხსნა და მათი სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებებზე წაყვანა (რაც, წყალი არ გაუვა, ნაცადი საბჭოური ტრადიციაა). ეს კი გვაფიქრებინებს, რომ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ბრეჟნევის ხნისა მოიყრება, თვალწინ განა მხოლოდ პროთეზი, ლეონიდ ბრეჟნევი სრული პეიზაჟით გაგვეშლება.


скачать dle 11.3