კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ არის პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა ყოველწლიურად სხვადასხვანაირი?
პასუხი: იმიტომ, რომ პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი მოძრავია და ის აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. უფრო ზუსტად, პეტრეპავლობის მარხვა იწყება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღიდან, ანუ, სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათს (წელს ეს რიცხვი იყო 11 ივნისი), ხოლო ხსნილდება ყოველთვის 12 ივლისს – პეტრეპავლობას. ეს მარხვა ხსნილია თევზით (ოთხშაბათი-პარასკევის გარდა).
კითხვა: თუ არსებობს განსაკუთრებული ლოცვა ძილის წინააღმდეგ, როცა გვსურს, რომ მღვიძარების უნარი შევიძინოთ?
პასუხი: ძილი ადამიანს სასიცოცხლო ძალების აღსადგენად ეძლევა, ხოლო უძილობას მივყავართ ორგანიზმის გადაძაბვამდე და ნერვული სისტემის გამოფიტვამდე. ამიტომ, თუ არ არის აუცილებლობა, გართობის მიზნით უძილობა დაუშვებელია. რაც შეეხება უძილობას, როცა ადამიანს უნდა და ვერ იძინებს, ამ დროს მის წინააღმდეგ უნდა იკითხოთ იესოს ლოცვა და „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“.
კითხვა: რატომ ფერხდება ხოლმე ხშირად კეთილი საქმე?
პასუხი: ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს ბოროტი ძალების ცდუნება. რაც უფრო მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის ეშმაკი კაცს, რომ ხელი შეუშალოს მის აღსრულებაში.
კითხვა: შეიძლება თუ არა წამლობის მიზნით სიწმიდეთა მიცემა მოუნათლავთათვის ან ურწმუნო მონათლულთათვის?
პასუხი: არც მოუნათლავთათვის და არც ათეისტთათვის სიწმიდეთა მიცემა არ შეიძლება არანაირი მიზნით, თვით წამლობის მიზნითაც კი.

скачать dle 11.3