კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემთვის ცნობილია, რომ ქურდული სამყაროს წევრობა დანაშაულია. გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს „ქურდული სამყარო” და რა ქმედებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირი ქურდული სამყაროს წევრად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქურდული სამყარო, ეს არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი თუ აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და, რომლის მიზანია, დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, მისი წევრებისთვის ან სხვა პირისათვის სარგებლის მიღება. რაც შეეხება ქურდული სამყაროს წევრს, ქურდული სამყაროს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა  ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდის” სამართლებრივი განმარტება და რა შემთხვევაში შეიძლება წარედგინოს პირს ბრალად კანონიერი ქურდობა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში შეიძლება პირს ბრალად ჩაეთვალოს ქურდულ გარჩევაში მონაწილეობა და, საერთოდ, რას ნიშნავს „ქურდული გარჩევა”?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ქურდული გარჩევა – ეს არის ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს რეკეტული ქონება და რა შემთხვევაში ჩაითვლება პირის ქონება რეკეტულად?
პასუხი: რეკეტული ქონება არის რეკეტით მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტით მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე, რეკეტული დაჯგუფების, რეკეტიორის, რეკეტიორის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
კითხვა: დაბარებული ვარ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ. მაინტერესებს, როგორია მოწმის მიერ ჩვენების მიცემის წინ ფიცის დადების პროცედურა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“. მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“. მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ!“. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“. მოწმე უპასუხებს: „დიახ, ვადასტურებ!“. მოწმის მიერ ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეიძლება გადაწყდეს ექსპერტიზის ჩატარების საკითხი სისხლის სამართლის საქმეზე, თუ ექსპერტმა დაუსაბუთებელი  უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების, ექსპერტისა და იმ პირისთვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. შესაბამისად, ექსპერტს უფლება არ აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი ექსპერტიზაზე.
კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევებში ათავსებენ ბრალდებულებს სამედიცინო დაწესებულებაში და რა პროცედურებს ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხადი და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით, პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით სასამართლოს გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათის განმავლობაში, ხოლო, მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისგან, განჩინებისგან დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როდის იწყება სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს ან დამატებით გონივრული ვადა არ არის საჭირო ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად.
კითხვა: ხშირად მესმის ევროპაში წამსვლელ პირთაგან ტერმინი „ვიზა“. გთხოვთ, განმიმარტოთ ამ სიტყვის მნიშვნელობა.
პასუხი: „ვიზა“ ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას, რომელიც აუცილებელია წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის ან დარჩენისთვის არაუმეტეს 90 დღის ვადით ნებისმიერი იმ 180-დღიანი პერიოდიდან, რომელიც აითვლება წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე პირველი შესვლის თარიღიდან.

скачать dle 11.3