კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძვირად სანახავები

ანუ, მზეთუნახავი მზისდარები

ის, რომ საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო შტოს მაინცდამაინც არ სწყალობს, ამას ბოლო წლების საპარლამენტო ცხოვრებაც ადასტურებს (ძვირად თუ ნახავთ პარლამენტში შევლილ-გამოვლილებს). სულ ბოლოს იქ მინისტრები გასულ კვირას მიიპატიჟეს, კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატებმა მთავრობის წევრები დებატებში გამოიწვიეს. თანაც, იქვე მათი საკანონმდებლო ორგანოში იშვიათად სტუმრობის მიზეზებიც ახსნეს – იმდენად არაპოპულარულები არიან, რომ მმართველ პარტიას მათი გამოჩენის ერიდებაო. მეტიც, მხოლოდ ერთ  არგუმენტს არ დასჯერდნენ და მინისტრების არაპოპულარულობის მოსაზრება იმითაც გაამყარეს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებზე პირველი პირი დადის, ნაცვლად თავისი მინისტრებისა.
ჩვენ არ ვიცით, მიიღებენ თუ არა ჩვენი თვალსა და ხელს შუა შემობერებული მინისტრები ხალხის რჩეულთა ნაწილის საკანონმდებლო მოედანზე მიპატიჟებას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მათ (სახელდობრ, მინისტრებს) ვიცე-სპიკერმა ვეფხვაძემ „მზეთუნახავებიც“ უწოდა და „კამერუნახავებიც“, ზედაც დავამატებთ, რომ ისინი თავს არც მოკვდავ ჟურნალისტებს უყადრებენ (აუხდენელ ოცნებად იქცა მათთან უშუალოდ გასაუბრება), შესაძლოა, თავის შორს დაჭერის მიზეზი ისიც იყოს, რომ, განა მხოლოდ „მზეთუნახავნი“, მზისდარნიც ბრძანდებიან?!

скачать dle 11.3