კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელახლა შექმნილები

ანუ „სოფლის მაშენებლები“

რაკი აქცია „გაზი – ყველა სოფელს“ კვლავაც გრძელდება (საერთოდაც, მგონია, რომ გასული კვირა გაზის კვირეული იყო), ამ საქმეში, ბუნებრივია, რომ, ჩვეულებისამებრ, პრეზიდენტიც ჩართულია. გასული კვირის მიწურულს ის ვანის რაიონს ეწვია (და, რა თქმა უნდა, ცისფერი ალიც პირველმა ააგიზგიზა).  შეკრებილებს გაზიფიკაციის პროცესის დასრულებაც აუწყა (ვითომ თავისით ვერ მიხვდებოდნენ?!) და არც სოფლის პრობლემებზე საუბარი დავიწყებია; მეტიც, არც იმის შეხსენება (მომყავს ციტატა): „არასდროს, არც ერთ მთავრობას სურვილი არ გასჩენია, რომ ამ სოფელში მოსულიყო და რამე გაეკეთებინა. ჩვენ მოვალთ და ჩვენ გავაკეთებთ (და მერე რა, რომ 8 წლის შემდეგ: სოფელი ერთ დღეში, აბა, ვის აუშენებია?!).“
ამის პარალელურად, პირველ პირს არ დაუმალავს, რომ ვანის სამკურნალო წყლების ამბავი ჯერ კიდევ თამარ მეფეს სცოდნია, თუმცა, მისივე თქმით, ეს საქართველოს დაუვიწყებია. მაგრამ, რაკი თავად მას არ დავიწყებია, გვპირდება, რომ ამ კარგად დავიწყებულ ძველს დანარჩენებსაც შეგვახსენებს. შესაბამისად, ვანსაც კიდევ ერთ მარგალიტად აქცევს საქართველოს რუკაზე. შესაბამისად, პირველი პირი ასკვნის, რომ „ჩვენ ხელახლა ვქმნით ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას (თქვენ კი გეგონათ, მხოლოდ ისტორიას ქმნიდა?!).“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ახლის ქმნის მიმართულებები ერთობ ბევრია, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, იქ, ზემოთ, ჩვენი თავიდან შექმნაც გადაწყდეს (რათა ჩვენი უმადური გამოხედვით ახალქმნილი ისტორია-გეოგრაფიის ინტერიერი არ შეიბღალოს).

скачать dle 11.3