კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავგახურებულები

და აწ უკვე მსუბუქად შეაბჯრულები

რაკი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თავისად დაიგულა, როგორც გასულ კვირას შევიტყვეთ, ამ ფაქტს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად  მოერგო, არამედ სამოსითაც აპირებს.
„აფსნი-პრესი“ იტყობინება, რომ აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები ამიერიდან (და, იმედია, არა ყოველთვის) სახელდობრ, პანამებსა (თავი რომ არ გადაუხურდეთ?!) და შორტებში (ტან-ფეხი რომ დაგვანახვონ?!) იმსახურებენ. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ ჰქონდათ აქამომდე ოკუპანტებს საზაფხულო სამხედრო ფორმა (ბოლოს და ბოლოს, საზღვარი სოჭთან გადის), სამაგიეროდ, ვიცით, რომ, აფხაზურივე სააგენტოს ცნობით, შემსუბუქებული საველე ფორმის 3 000-ზე მეტი კომპლექტი უკვე ჩავიდა.
ჩალისფრად შეფერილი შემსუბუქებული სამხედრო ფორმა შემდეგი სამოსისგან შედგება: სამხედრო ქუდი, პანამა, ქურთუკი, შარვალი, შორტები, მაისური, წინდები და ჩექმა.
ხოლო, რაკი კომპლექტები უკვე დანიშნულების ადგილზეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე ოკუპანტების აღნაგობის დათვალიერებაც გამოწვლილვით შეგვეძლება. ამასთან, თუ გავიხსენებთ, რომ საკურორტო სეზონი ახლოვდება, ანაკლიისგან კი ოკუპანტების ადგილსამყოფელი ერთი ხელის გაწვდენაზეა, შორტებიანი ოკუპანტების ნატურაში ხილვის შესაძლებლობა ტურისტების მოსაზიდ საშუალებად  ხომ არ გვექცია?!

скачать dle 11.3