კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიყვანოთ ძაღლის სპეციფიკური სუნი მინიმუმამდე


როცა ძაღლის ყოლას გადაწყვეტთ, სურვილთან ერთად, აუცილებელია კარგად იყოთ ინფორმირებული ოთხფეხის შესახებ და მისი მოვლის ყველა ნიუანსი იცოდეთ, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველია ძაღლის ჰიგიენა. ხშირად კამათობენ, სად უფრო ჰიგიენურია ძაღლის ყოლა – სახლში თუ გარეთ, ან, როგორ უნდა მოვუაროთ მას ისე, რომ სახლში ოთხფეხის სუნი არ იგრძნობოდეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე კი საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების პრეზიდენტი, კინოლოგი ბექა მეტრეველი მოგვითხრობს.

– მოკლე და გრძელბეწვიანი ძაღლებიდან რომელია უფრო ჰიგიენური?

– როცა ძაღლი ბეწვს იცვლის, მოკლებეწვიანი ძაღლის ბეწვი არ ჩანს, რადგან იმდენად თვალში მოსახვედრი არ არის თავისი სიმოკლის გამო, მაგრამ, თავისთავად, არაჰიგიენურია. ის, შეიძლება, საჭმელში ისე მოხვდეს, რომ ვერც კი დავინახოთ, ან ტანისამოსზე შეუმჩნევლად გქონდეთ აკრული და ასე შემდეგ. როდესაც ძაღლს ბეწვის დიდი საფარი აქვს, ის, თავისთავად, გაცილებით ადვილი შესამჩნევია. მაგრამ არის ორი მოსაზრება: უფრო ჰიგიენურია მოკლებეწვიანი ძაღლი, რადგან მისი ბალანი მოკლე და მძიმეა და, შესაბამისად, უმეტესად ძირს ცვივა. როგორც წესი, ის ჰაერში არ დაფრინავს. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ გრძელი ბეწვი ხშირ შემთხვევაში ძალიან წვრილი და ფაფუკია, რომელიც ორპირ ქარში ჰაერშიც კი დაფრინავს, უფრო ადვილი დასანახავია და, შესაბამისად, სახლიც უფრო ადვილი დასალაგებელია.

– ყველა შემთხვევაში უქმნის ძაღლის ბეწვი ადამიანს საფრთხეს, თუ ის შეუმჩნევლად გადაეყლაპა?

– თუ ძაღლის ბეწვი ექინოკოკის მატარებელი არ არის, ადამიანს დაავადებას ვერ დამართებს. შემიძლია, ერთი მაგალითი მოვიყვანო: ექინოკოკი დაემართა ადამიანს, რომელსაც სახლში ცხოვრებაში არ ჰყოლია ძაღლი და კატა. შესაძლოა, ექინოკოკიანი ბეწვი ბოსტნეულში მოხვდა, რომელიც კარგად ვერ გაირეცხა და ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდა საკვების მიღების დროს.

– ეზოში უფრო ჰიგიენურია ძაღლი თუ ბინის პირობებში?

– შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ ძაღლი ბინის პირობებში ათჯერ უფრო ჰიგიენურია. როცა ძაღლი ეზოში ცხოვრობს, თავისთავად, ის ასფალტზე, ბეტონზე ან მიწაზე წევს. მას შესაბამისად, ხშირად ვერ ვუსუფთავებთ ფეხებს, ცხვირს, თათებს. საუკეთესო შემთხვევაში თვენახევარ ან ორ თვეში ერთხელ აბანავებთ. აქედან გამომდინარე, ძაღლი დაბანიდან დაბანამდე დროს სიბინძურეში ატარებს. მას ვერ აუხსნი, რომ ჰიგიენურად მოიქცეს, არ დაჯდეს ჭუჭყიან ადგილას, წვიმიან ამინდში ტალახში არ გაიაროს და ასე შემდეგ. როცა ძაღლი ბინის პირობებში გვყავს, მაშინაც კი, როცა წვიმიან ამინდში ეზოში გავიყვანთ სასეირნოდ, უკან დაბრუნებისას ის, პირველ ყოვლისა, აბაზანაში შეგვყავს და აუცილებლად ვასუფთავებთ. ამიტომ ძაღლის სახლში ყოლა ჰიგიენურად უფრო გამართლებულია.

– ჰიგიენურია თუ არა ძაღლის ხშირი მოფერება? არიან ადამიანები, რომლებიც თავის ოთხფეხა მეგობარს პირზეც კი ჰკოცნიან.

– ყველაფერში ზომიერება უნდა დავიცვათ. მინახავს, ძაღლს სამზარეულოში ონკანიდან დაულევია წყალი, რაც არაჰიგიენურია. არაჰიგიენურია ასევე, როცა საჭმელს მივირთმევთ და თეფშს ძაღლს მივცემთ მოსასუფთავებლად. ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი წყლის და საჭმლის ჭურჭელი, ასევე ლოგინიც. არავითარ შემთხვევაში ძაღლს არ უნდა ეძინოს დივანზე, სავარძელზე, ლოგინზე და ასე შემდეგ. არსებობს ჰიგიენის ნორმები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ძაღლი ეჩვევა იმას, რასაც პატრონი შეაჩვევს. საბოლოო ჯამში, არ არსებობს, პატრონს არ უნდოდეს და ძაღლმა ის მაინც გააკეთოს. ეს თუ ასე მოხდა, ესე იგი, ძაღლმა აღზრდის პროცესში ნებისყოფით მოგიგოთ.

– ხშირად სჯობნიან ძაღლები პატრონებს ნებისყოფით?

– სამწუხაროდ, საქართველოში – თითქმის ყოველთვის. ამიტომ, სანამ მას აიყვანთ ზუსტად უნდა იცოდეთ შეგიძლიათ თუ არა ძაღლის აღზრდა და მოვლა.

– ჰიგიენურია თუ არა ძაღლისა და ადამიანის, ანუ პატრონის ერთი აბაზანით სარგებლობა?

– თუ აბაზანას ნორმალურად გაწმენდთ ძაღლის დაბანის შემდეგ, მაშინ ეს დასაშვებია. მაგალითად, ჰიგიენური არ არის ცენტრალურ სანაპიროზე ძაღლის ზღვაში შეშვება ადამიანებთან ერთად. ეს დაუშვებელია და კანონის მიხედვით პატრონს ეს ეკრძალება.

– არის შემთხვევები, როცა სხვის ოჯახში შედიხარ და მაშინვე იგრძნობა რომ იქ ძაღლი ცხოვრობს, ანუ მისი სუნი იგრძნობა. ესეც ჰიგიენას უკავშირდება თუ ყველა ძაღლს აქვს სპეციფიკური სუნი?

– არსებობენ ჯიშები, რომლებსაც სპეციფიკური სუნი აქვთ, მაგალითად შარპეი, რომელსაც სუნი ბეწვის საფარიდან გამომდინარე აქვს. არსებობს ჯიშები, რომლებსაც არ აქვთ მიდრეკილება სუნისკენ, მაგრამ ინდივიდუალიზმი ყველას აქვს. მაგალითად, სახლში ორი ძაღლი ერთნაირად რომ აღვზარდოთ, შეიძლება, ერთს სუნი ჰქონდეს, მეორეს კი – არა. ჩვენ კი ჰიგიენით ამ ყველაფრის მინიმუმამდე დაყვანა შეგვიძლია.

როგორ?



– ძაღლი აუცილებლად სპეციალური შამპუნით უნდა ვაბანაოთ. ადამიანის შამპუნი ზედმეტად კალორიული და ცხიმიანია, რომელიც აფუჭებს ძაღლის ბეწვის საფარს. გაფუჭებული ბეწვის საფარი კი მკვდარი მოლეკულებისგან შედგება, რაც შიდა ლპობასა და სპეციფიკურ სუნს იწვევს. თუ სამი თვე არ ვაბანავებთ ძაღლს, თან ქარსა და წვიმაში ვასეირნებთ, ამით ის კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება მძაფრი სუნისკენ. სხვათა შორის, როცა ძაღლი გრძნობს, რომ ჭუჭყიანია, ცდილობს თვითონ გაისუფთაოს თავი და იწყებს თათების და სხეულის სხვა ნაწილების ლოკვას. ეს მოქმედება კი ცუდი სუნის დაყენებას იწვევს. თუ ყველა ნორმა დავიცავით: ძაღლი დროულად დავბანეთ, გავრეცხეთ საფენი, რაზეც ის წევს, ასევე გავურეცხეთ საყელო და ასე შემდეგ, ჩავთვალოთ, რომ სახლში უსიამოვნო სუნი აღარ იქნება.


скачать dle 11.3