კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ვლად არამოვი „ამერიკულ ავლაბარში“ და როგორ გახდა ის ორ წელიწადში ვლად ნიკოლსონი

უკვე ორი წელი გავიდა, რაც პაროდისტი ვლად არამოვი ამერიკაში ცოლ-შვილთან გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, აკლიმატიზაცია უკვე გაიარა, ახლა გარემოს ეგუება და, არ არის გამორიცხული, უცხო მხარეში „ფესვგადგმულმა,”  საკუთარი სტუდიაც გახსნას. ინტერნეტ-საიტებზე კი არამოვის ნაცვლად, ნიკოლსონის გვარით მოგვევლინა. აქვს თუ არა მას გენეტიკური კავშირი მსახიობ ჯეკ ნიკოლსონთან, აპირებს თუ არა სამსახიობო კარიერის ჰოლივუდში გაგრძელებას და როგორ მოხვდა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე მიკროფონით ხელში, ამაზე ვლადი, შორეული ამერიკიდან გვესაუბრება.
ვლად არამოვი: უკვე ორი წელიწადია, ამერიკაში ვარ და ძლივს გავიარე აკლიმატიზაცია. სამწუხაროდ, ჩემი სიმღერით ჯერ დიდ სცენამდე ვერ მივაღწიე, თუმცა, რამდენჯერმე მომიწია, ცნობილი მომღერლების გვერდით დგომა. ნელ-ნელა ვეგუები უცხო გარემოს და ბედს ნამდვილად არ ვემდური.
– ამერიკაში საკუთარი ბენდიც ხომ შექმენი?
– მთლად საკუთარს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, შევიკრიბეთ რამდენიმე ბიჭი, დავიწყეთ მუშაობა და ცოცხლად ვუკრავთ და ვმღერით. ჩვენი შოუ გვაქვს და, ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე, კონცერტებსა და ქორწილებში გამოვდივართ. ბრუკლინში, „მილენიუმის“ თეატრში ჩატარდა მუსიკალური დაჯილდოება, სადაც ჩამოსული იყო ბევრი ცნობილი მომღერალი სხვადასხვა ქვეყნიდან. მე და დათო ხუჯაძე ვიყავით საქართველოს წარმომადგენლობაში და ამ კონცერტზე ვიმღერეთ. ეს ყოველწლიური დაჯილდოებაა და დათო ამ ცერემონიალის ხშირი სტუმარია, მე კი იქ პირველად აღმოვჩნდი. სხვათა შორის, ბევრი ქართველი მომღერალი ჩამოდის აქ და მართავს კონცერტებს, მაგალითად, ნინო ქათამაძე, ნუცა შანშიაშვილი, ახლახან, ყოფილი ჯეოსტარელებიც იყვნენ.
– „მილენიუმში“ თავად არ გეგმავ სოლო კონცერტის ჩვენებას?
– „მილენიუმში“ სოლო კონცერტის ჩატარება გეგმაში მაქვს, მაგრამ, ამას გარკვეული თანხები სჭირდება.
– შეძელი ორ წელიწადში „ამერიკული ოცნების“ ახდენა?
– ჯერ ვერა (იცინის). ცოტა რთულია, ასე შორეულ ქვეყანაში ჩამოხვიდე საქართველოდან და  სულ რაღაც ორ წელში აიხდინო ამერიკული ოცნება. ამერიკულ ოცნებას მაშინ ავიხდენ, როცა ლატარიის ბილეთს ვიყიდი და მილიონს მოვიგებ (იცინის).
– ლატარიას თამაშობ?
– აქ ყველა თამაშობს. ამერიკა ისეთი ქვეყანაა, შეიძლება, ჯიბეში ერთი დოლარით დაიძინო და მილიონერმა გაიღვიძო. ამას რომ ჩემს თავზე წარმოვიდგენ ხოლმე, თმა ყალყზე მიდგება (იცინის).
– ისე, რაში აპირებ მოგებული მილიონის დაბანდება-დახარჯვას?
– დიდ ხმის ჩამწერ მუსიკალურ სტუდიას გავაკეთებ და „ჯორჯიას” დავარქმევ – ეს ჩემი ოცნებაა. ეჰ, როცა ფული გაქვს, რა ადვილია ყველაფრის დაგეგმვა და მერე მისი ახდენა (იცინის)!
– ინტერნეტ-საიტებზე ვლად ნიკოლსონად მოგვევლინე. გვარი შეიცვალე თუ ჯეკ ნიკოლსონთან შენი გენეტიკური კავშირი დამტკიცდა?
– (იცინის) ჯეკ ნიკოლსონთან გენეტიკური კავშირი ვერ დავამტკიცე, მაგრამ, „ფეისბუქზე” ამერიკული ვარიანტით – ვლად ნიკოლსონად მაინც გამოვჩნდი. ჩემს შვილს ნიკოლოზი ჰქვია და გვარი ნიკოლსონი კარგად „წავიდა”.  ახლა რომ დავფიქრდი, კარგი იქნებოდა ჯეკ ნიკოლსონის გენეტიკის დამტკიცება, მაგრამ სად არის (იცინის)! ბოლოს და ბოლოს,  ჩათვალოს, რომ მის პატივსაცემად შევიცვალე გვარი.
– ვლად, საქართველოს ნოსტალგია არ გაქვს?
– როგორ არა, ხანდახან ცრემლიც კი მადგება თვალზე... მაგალითად, ამას წინათ ემიგრანტმა ქართველმა ბავშვებმა, ანსამბლმა „ფესვებმა”კონცერტი ჩაატარეს,  და, მათ რომ ვუყურე, ამხელა კაცმა ერთი-ორჯერ ცრემლი გადმოვაგდე.
– ყველაზე მეტად რა გენატრება?
– საახლობლო, ჩემი არტისტები, ბატონი ჯემალ ბაღაშვილის რეპეტიციები, ფილარმონიის კულისები, დროსტარება... იმ დღეების განმეორება ბევრჯერ მინატრია ამერიკაში ჩამოსულს.
– არ გიცდია სამსახიობო კარიერის დაწყება?
– ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ, მსახიობობა რომ დავიწყო, მაშინ, ჰოლივუდში უნდა გადავიდე საცხოვრებლად. ჩვენში დარჩეს და, ჯერჯერობით გამართული ინგლისურითაც ვერ ვლაპარაკობ და დამტვრეული ინგლისურით ხომ ვერ გამოვიჭიმები დიდ ეკრანზე (იცინის)?! კარგად რომ დავამუღამებ ინგლისურს, მერე, იქნებ, ბებერი მსახიობებიც შევცვალო – მეც კი მინდა წითელ ხალიჩაზე გავლა-გამოვლა და პაპარაცებთან პოზიორობა (იცინის)!
– მაინცდამაინც წითელ ხალიჩაზე უნდა იპოზიორო?
– მთავარია, ხალიჩა იყოს და იყოს მწვანე, ლურჯი – რა პრობლემაა (იცინის)!
– ალბათ, კომედიურ ჟანრში წარმოგიდგენია საკუთარი თავი.
– იცით რა, ამერიკული იუმორი ვერ დავამუღამე. ამათი იუმორი რომ გაითავისო და გაიღიმო, ამერიკაში  მინიმუმ ათი წელი უნდა ცხოვრობდე. ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი, თორემ, პირველი ერთი წელი ვერ ვხვდებოდი რაზე იცინოდნენ. დაილოცოს, ქართული – კახური, მეგრული, იმერული იუმორი და ქართველი იუმორისტები. აქ თუ პოლიტიკაში და სოციალურ სფეროში ვერ ერკვევი, ისე ამერიკულ იუმორს ვერ ჩასწვდები. სხვათა შორის, ძალიან პრიმიტიული იუმორი აქვთ ამერიკელებს, ქართული იუმორი კი კოლორიტულია. ერთი სიტყვით, ამერიკულ იუმორს მუღამი ვერ დავუჭირე და, რა ვქნა (იცინის)!
– ნიუ-იორკის რომელ უბანში ცხოვრობ?
– აქ უბნები დაყოფილი მაქვს „სოფლად“ და „ქალაქად“, ანუ, სოფლელებად და ქალაქელებად. ვინც მანჰეტენზე ცხოვრობს, ის, ჩემი მოსაზრებით ქალაქელია, „ბლატნოი“. მე ქალაქის ბოლოში, ბრუკლინში  ვცხოვრობ და, შესაბამისად, სოფლელობას ვჯერდები. უფრო სწორად, მე ვცხოვრობ ნიუ-იორკის „ავლაბარში“ (იცინის). ამერიკის „კაიფს” კი ვიჭერ ნელ-ნელა, მაგრამ, დამიჯერეთ, ქართულ „კაიფს” მაინც სხვა მუღამი აქვს.

скачать dle 11.3