კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უტოვებენ ჯანეტ ქერდიყოშვილს სახლის კართან საჩუქრებს ანონიმი თაყვანისმცემლები და ვინ აჩუქა მას სამკარიანი „ჰიუნდაი“

2011 წელი ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და, იმავდროულად, ძალიან ტკივილიანი იყო. მაგრამ, ხალისიანი, ენერგიული ჯანეტი, მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ ძლიერი ხასიათითა და ოპტიმიზმით გამოირჩევა, ამიტომაც შეძლო მან ცხოვრების თავიდან დაწყება და დღეს ის, სწავლის პარალელურად მუშაობს კიდეც.

 ჯანეტ ქერდიყოშვილი: როდესაც „მის საქართველო” გავხდი, მაშინვე ვთქვი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა, 180 გრადუსით შემოტრიალდებოდა და მართალიც აღმოვჩნდი, ბევრი სიახლე მოხდა: სხვა ადამიანები გავიცანი, რაღაცეები ვისწავლე და ბევრ რამეს მივხვდი. თან, მქონდა მიზნები, რისკენაც მივდიოდი. როდესაც რაღაც მიზანი მაქვს, ვცდილობ, უკან არ დავიხიო და მივაღწიო. „მის საქართველოს” შემდეგ, ჯერ იყო „მის მსოფლიო”, რისთვისაც ვემზადებოდი; შემდეგ, ძალიან მინდოდა, სწავლასთან ერთად მუშაობა დამეწყო. ერთ მშვენიერ დღეს კი მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ მივსულიყავი „იმედში”, გიორგი არველაძესთან გასაუბრებაზე. თავიდან ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი: რას მკითხავს, რა იქნება-მეთქი, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი გასაუბრება იყო. სხვათა შორის, გასაუბრებიდან საკუთარი თავით  კმაყოფილი გამოვედი. მკითხა, რომელ სფეროში ვხედავდი საკუთარ თავს, სად მოვახდენდი ჩემი თავის, შესაძლებლობების რეალიზებას. ვუთხარი, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებაზე უნდა დავიწყო სიარული-მეთქი და, მართლაც, დავიწყე მეტყველებაზე სიარული. ქალბატონი იზო, ჩემი მასწავლებელი ძალიან მომწონს. უკვე ერთი თვეა, სტაჟიორად ვარ, რამდენჯერმე ჟურნალისტებს გადაღებაზეც გავყევი.
– კიდევ რა სერიოზული მიზნები გაქვს?
– ჯერჯერობით ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, ჩემს როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდაზე. გათხოვებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაზე ჯერ არ მიფიქრია და დიდად არც მაინტერესებს. სანამ ასაკით პატარა ვარ, ახლა უნდა მივხედო ჩემს კარიერას, გათხოვებასა და ბავშვების გაჩენას ყოველთვის მოვასწრებ.
– მაგრამ, ალბათ, მაინც გიფიქრია იმაზე, როგორი ადამიანი გინდა გყავდეს გვერდით.
– შეიძლება, გარეგნობით ძალიან არ გამოირჩეოდეს, არც მატერიალური საშუალება ჰქონდეს ბევრი, მაგრამ, თუ სხარტი ტვინი აქვს და ეს არა მხოლოდ საქმეში, არამედ, ურთიერთობაშიც ძალიან ეხმარება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. უნდა იცოდეს, როგორ დაიწყოს ურთიერთობა, რა გააკეთოს, რით მომხიბლოს, მნიშვნელოვანი რაღაცეები არ უნდა ეშლებოდეს. კეთილი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ძუნწი, რადგან, მე არ ვარ ასეთი და ვერ გავუგებდი. კიდევ, აქტიური უნდა იყოს, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს მაღალ დონეზე და, რაც მთავარია ოპტიმისტი, ოპტიმისტი და ოპტიმისტი! მე ოპტიმიზმს არასდროს ვკარგავ, რომ დავკარგო, რას მოვიგებ? უკან წავალ და არაფერი გამოვა. როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, მაშინ მივხვდი, როგორი ძლიერი პიროვნება ვარ – შევძელი წამოდგომა და ყველაფრის თავიდან დაწყება. ემოციების მხრივ 2011 წელი ჩემთვის, როგორც ბედნიერების, ასევე, უბედურების პიკი იყო, ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა, ამას არავის ვუსურვებ.
– მომავალ ოჯახზე გიფიქრია?
– ის ვიცი, რომ ჩემზე უფროსი უნდა იყოს, ცხოვრება უნდა ჰქონდეს ნანახი, რომ მერე მე მანახოს. სადღაც წავიკითხე: ქმარი ცოლისთვის მხოლოდ ქმარი კი არ უნდა იყოს, არამედ მამა, დედა, ძმა, და, მოკლედ – ყველაფერი. მას ხომ შენი ოჯახიდან მიჰყავხარ და, შესაბამისად, გაკლია ის სითბო, სიყვარული, რასაც შენი ოჯახის წევრები გაძლევდნენ, ამიტომ, ეს ყველაფერი მან, ერთმა ადამიანმა უნდა მოგცეს. მინდა, რომ მეც ვიმუშაო და მანაც. აქტიური კი ვარ, მაგრამ, არ მიყვარს, როდესაც ქალია ოჯახში მთავარი და ის წყვეტს ყველაფერს.
– გავიზარდე, შევიცვალეო, რომ ამბობ, რას გულისხმობდი?
– შოუ-ბიზნესში რომ შევიჭერი, მივხვდი, რომ  მთლად კარგიც არ არის; ფრთხილად უნდა იყო, რადგან, მაინც ბევრის დამტკიცება გიწევს. ფრთხილი გავხდი, თორემ, როგორც ვიქცეოდი, ისევე ვიქცევი. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავსა და ოჯახს ვცემ პატივს. დღემდე დადებითი ემოციები მოდის ხალხისგან. „მის მსოფლიოზეც”, რომ ვიყავი, სახელმწიფო ისე არ დამდგომია გვერდში, როგორც ხალხი და ეს არასდროს დამავიწყდება.
– ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი საჩუქარი მიიღე – ლამაზი და კომფორტული ავტომობილი. თუმცა, „მის საქართველოზე” ცოტა დაიჩაგრე – მაინცდამაინც მაშინ არ იყო საჩუქრად ავტომობილი.
– საერთოდ არ ვნანობ. პირიქით, მიხარია, რომ  ია კიწმარიშვილმა შეძლო სპონსორების მოძებნა და ახალი გამარჯვებული ავტომობილს მიიღებს. ელგერ არაგუნდის მშვენიერი ნახატი მაჩუქეს, რომელსაც მანქანის ფასი აქვს. ძალიან საინტერესოა, სახლში მიკიდია. მართვის მოწმობა იანვარში ავიღე, თეორია მაშინვე ჩავაბარე, პრაქტიკა – მეორე ცდაზე. ხანდახან, მე და ჩემი მეგობარი რომ მივდივართ, უცებ, ვიღაც მისიგნალებს. რომ გავიხედავ, მეკითხებიან: „ჯანეტი ხარ?” – და მაწვდიან კანფეტებს, „დათუნიებს” – ასეთი რაღაცეები სულ ხდება. ჩემნაირი ავტომობილი თბილისში რამდენიმეა, თან, წითელი და, მგონი, თეთრი. ჩემი ყვითელია და, ნომერსა და სერიას აღარავინ უყურებს, უკვე იციან, რომ ჩემია.
– ავტომობილზე წერილებსა და  საჩუქრებსაც ხომ არ გიტოვებენ?
– საჩუქრები ძირითადად კართან მხვდება. ერთხელ, გამოვედი სახლიდან და უცებ რაღაცას დავეჯახე, – დამხვდა დიდი ვარდისფერი ყუთი, წითელი ვარდის ფურცლები. შიგნით იდო „მოეტის” შამპანური, იტალიური კანფეტები ლენტით შეკრული და წერილი. ანონიმური იყო, მაგრამ, ვხვდები, ვინ უნდა ყოფილიყო.
– ასეთი სიურპრიზები მოქმედებს შენს გადაწყვეტილებაზე?
– რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცეები მსიამოვნებს. შეიძლება, ადამიანი საჩუქარს გიკეთებდეს, მაგრამ, რაღაცეებში იჭრებოდეს და, ხვდები, რომ ეს არ არის გულიდან წამოსული საჩუქარი, ეს იგივეა, „გალაჩკა” რომ გაუკეთო და მერე თქვა, რატომ არ მხვდება, რატომ არ პასუხობს ჩემს ნომერსო. ასეთი საჩუქრები სულ არის, ხან სამკაულებს მჩუქნიან, ხან – სუნამოს.
– არავის მიმართ არ გაქვს სიმპათიები?
– სერიოზული – არა, თუმცა, შეიძლება მომეწონოს ვინმე. „მის საქართველო” რომ გავხდი უფრო გააქტიურდნენ, თუმცა, ზოგი; პირიქით, უფრო დაიძაბა, ჰგონიათ, რომ არ მივიღებ. არადა, ნამდვილად არ ვარ ცუდი ბავშვი. ჩემი ასაკის ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგები არიან, უფრო არ აქტიურობენ, სამაგიეროდ, ასაკით უფროსები, უკვე რაღაცას რომ მიაღწევს, და იციან გოგონას როგორ უნდა მოექცნენ, უფრო გააქტიურდნენ.
– შენს ავტომობილს დავუბრუნდეთ. მომიყევი, როგორ გაჩუქეს.
– მართვის მოწმობა რომ ავიღე, მთელი ორი თვე ვწუწუნებდი. ერთ დღესაც, მამამ წამიყვანა დიღომში, ავტომობილის ყველა მაღაზია მოვიარეთ, მაგრამ, ვერ ავარჩიე. ბოლოს შევედი „ჰიუნდაის” ცენტრში, კარი გავაღე და უცებ, დავინახე ყვითელი ავტომობილი, რომელიც პირდაპირ მე მიყურებდა. აშკარად გოგოა, ისეთი ქალური ფორმები აქვს, „მიმი” დავარქვი. როგორც კი დავინახე, მამას ვუთხარი: მამიკო, ეს მინდა-მეთქი. „ჰიუნდაი ველოსტერი” ქვია. მამამ რომ შეხედა, მითხრა: ეს მანქანა კი არა, ველოსიპედიაო. ძვირად ღირებული მანქანაა, არ არის იაფი, მაგრამ, „მერსედესივით” სრულყოფილი არ არის. უფრო სპორტულია, თან, სამი კარი აქვს. ამიტომ მითხრა მამამ, ამ ფასად „მერსედესს” გიყიდი ან „ტოიოტას ჯიპსო”. მოკლედ, იქიდან ისე წამოვედით, რომ მეტი არაფერი უთქვამს. ერთი კვირა ცხვირჩამოშვებული დავდიოდი. ერთ დღესაც, სახლში რომ ვიყავი, მამამ დამირეკა და მითხრა, აბა, ეზოში გადმოიხედეო. გადავიხედე და, ჩემი მანქანა არ დავინახე?! ისე გამიხარდა. ძალიან მიყვარს, მოსახერხებელი მანქანაა, სამი კარი აქვს: ერთი – ჩემს მხარეს და ორი – მეორე მხარეს, თან, მსუბუქია და ძალიან კარგად დადის. „ლამბორჯინის” ფერია, ფარებითაც ჰგავს. როგორც კი მომიყვანა, მაშინვე ჩავჯექი და წავედი, უცებ მოვირგე. ასე მეგონა მთელი ცხოვრება ვიცოდი ავტომობილის ტარება. უკვე დედაჩემიც მენდობა. საჭესთან რომ ვჯდები, სულ სხვა სამყაროში ვხვდები. ძალიან მიყვარს, ჩემი დაქალია. ახლახან ანტალიაში ვიყავი – „მის საქართველოზე” პირველ ხუთეულს ორკაციანი საგზურები გვაჩუქეს. ჩემს დაქალთან ერთად წავედი. რომ ჩამოვედი, ჩემები ჩემი ავტომობილით დამხვდნენ. გამოსვლისთანავე მივვარდი და მოფერება დავუწყე: ჩემო სიხარულო, ჩემო საყვარელო-მეთქი, თან, ვკოცნიდი, ხალხი გაოცებული მიყურებდა – ნეტავი, ეს გოგო კარგად არისო?! ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ აეროპორტიდან გამოსვლისას ერთ-ერთი თანამშრომელი მომიახლოვდა და საჩუქარი გადმომცა. ყუთი იყო, რომელიც უნდა გამეხსნა, თან წერილი ახლდა, სადაც ეწერა: გაიხსენე ჩვენი გაცნობის რიცხვი და  გახსენიო. ვისგან იყო –  არ ეწერა. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი ვინ იყო და ვერც ჩვენი შეხვედრის რიცხვი გავიხსენე. ამიტომ, ყუთი გავტეხე და ისე ვნახე საჩუქარი, სასაცილო იყო.

скачать dle 11.3