*** ხომალდზე ახალი კაპიტანი დანიშნეს. მისალმების შემდეგ კაპიტანმა გემის ეკიპაჟს სიტყვით მიმართა: – მეზღვაურებო‚ მინდა, ყოველმა თქვენგანმა იცოდეს‚ რომ ეს ხომალდი ჩემი არ არის‚ არც თქვენია‚ ეს ჩვენი ხომალდია... – მაშინ‚ მოდი, გავყიდოთ! – წამოიყვირა ბოლო რიგ
– ჩვენ‚ ცოლ-ქმარი, ძალიან შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ‚ ოჯახში მუდამ აზრთა გაცვლა-გამოცვლაა – სამსახურიდან ის თავისი აზრებით მოდის‚ სახლიდან კი ჩემი აზრებით მიდის...
***
ადამიანები სამსახურშიც და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ანალური სანთლებივით არიან‚ ან პირდაპირ ამბობენ სათქმელს‚ ან უძვრებიან.
***
რობინზონ კრუზოს ძალიან გაუმართლა – ყველასგან შორსაა და, თან, მასთან ყოველდღე პარასკევაა...
***
ფეხბურთის ფანები ორ კატეგორიად იყოფიან: პირველ კატეგორიას საქართველოს ნაკრების წარმატებების სჯერა, მეორე კი ფეხბურთში ვერ ერკვევა.
***
მასწავლებელთა ჯგუფმა მთავრობაში შეიტანა წინადადება: გამოცხადდეს 2 ივნისი ბავშვებისგან დაცვის დღედ.
***
ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მეცნიერებმა დაასკვნეს‚ რომ დედალი კურდღელი ვერასდროს ვერ ასწრებს, უთხრას მამალს‚ რომ თავი სტკივა.
***
ამქვეყნად არავის უნდა ენდოთ, თქვენს ჩრდილსაც კი. როგორც კი დაკარგავთ ადგილს მზის ქვეშ‚ თქვენი ჩრდილიც მაშინვე ქრება.
***
ო‚ ყველა ქალი თაფლივითაა – ერთი მხრივ ტკბილი და რბილი‚ მეორე მხრივ კი – მოგეწებება... ო‚ როგორ მოგეწებება‚ ვერ მოიცილებ.
***
საოცარია‚ მაგრამ, ფაქტია: რაც უფრო დამოუკიდებელია ქალი‚ მით უფრო დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს.
***
ზურას მთელი კლასი და მთელი უბანი სცემდა პატივს – ის ხომ კარატეზე დადიოდა... მაგრამ, ხულიგნებმა მაგრად მიბეგვეს – მათ ხომ არ იცოდნენ‚ რომ ის კარატეზე დადიოდა.
***
სამი მეგობარი‚ სამივე ფეხსაცმელების მაღაზიის გამყიდველი, ერთმანეთს შეხვდა‚ დასხდნენ და საუბრობენ:
– 10-15 პროცენტს მოგებას ვიღებ და, იცით‚ როგორ? ვაცხადებ 10-15-პროცენტიან ფასდაკლებას.
– ო‚ მე ფასდაკლებას არ ვაცხადებ‚ უბრალოდ, ვწერ: „ლიკვიდაცია“ – და შემოსავალი 15 პროცენტამდე მეზრდება.
– მეც მაგდენს ვიგებ‚ ოღონდ სხვა ხერხით: 4 სახის ფეხსაცმელები მაქვს – 50-დან 300 ლარამდე და‚ ვაცხადებ‚ რომ ყველა ფეხსაცმელი იყიდება ერთ ფასში – 200 ლარად...
***
– ძალიან უყურადღებო ხარ‚ ამ ბოლო დროს თითქოს საერთოდ ვერ მამჩნევ...
– რას ამბობ! წინა კვირაში 15 ნაოჭი და 3 პრიშჩიკი გქონდა‚ ამ კვირაში კი უკვე 17 ნაოჭი და 4 პრიშჩიკი გაქვს‚ 5 წამწამი მოგძვრა, ხოლო მკერდი კი 1‚5 სანტიმეტრით დაგეწია...
***
– საყვარელო‚ რას იზამ‚ თუ გაიგებ‚ რომ გღალატობ?
– იმედი მაქვს‚ რომ ასეთ რამეს ვერ გავიგებ...
– ჰო‚ მეც მაგის იმედი მაქვს...
***
ვებ-კამერის დაყენებამ ბოლო მოუღო ქიმიისა და ფიზკულტურის მასწავლებლის რომანს.
***
ბიჭი ისე ძალიან ჰგავდა დედას‚ რომ მშობელთა კრებაზე თვითონ დადიოდა.
***
– სანდრო‚ ვის უფრო მეტად უსმენ – დედას თუ მამას?
– რა თქმა უნდა‚ დედას.
– რატომ?
– დედა უფრო ბევრს ლაპარაკობს.
***
ორი დაგვიანებული მოსწავლე ერთად შევიდა გეოგრაფიის გაკვეთილზე.
– ამიხსენი‚ რატომ დაიგვიანე?
– სიზმარში ვმოგზაურობდი – მთელი აფრიკა მოვიარე‚ სავანები‚ უდაბნოები‚ ხმელთაშუა ზღვა‚ შავი ზღვა...
– და, შენ? – მიმართა მეორეს.
– მე ფოთში დავხვდი, მასწ...
***
სკოლის დამთავრების მე-40 წლისთავზე თანაკლასელებმა შეხვედრა მოაწყვეს. ერთი თვალის გადავლებით მიხვდებოდით‚ ვინ როგორ სწავლობდა:
სამოსანს: ბინა‚ მანქანა‚ ბიზნესი.
ოთხოსანს: ბინა‚ მანქანა‚ აგარაკი‚ სამსახური.
ხუთოსანს: სათვალე‚ ვალები‚ სიმელოტე‚ თავის ტკივილი და უჟანგავი ლითონის ოქროს მედალი.
***
– შემჭამეს ამ პოლიტიკით! დღეს სკოლაში თანხმოვნისა და ხმოვნის ახსნის დროს‚ სულ თანხმობა და უთანხმოება ვიძახე...
***
პირველკლასელებს ბოლო გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება:
– ბავშვებო‚ აბა‚ გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი დღე...
– ახალი წელი... თოვლის ბაბუა ბუხრიდან ჩამოძვრა‚ მოულოდნელად მივლინებიდან მამაც დაბრუნდა.... და ჩვენ დაგვრჩა ერთი ბოთლი შამპანური‚ ბამბანერკა და ორი თეთრი ბუშტი...
***
მოქალაქეები გაოცებული უყურებდნენ მოედნის ცენტრში გაზონს‚ სადაც კოინდარის ნაცვლად კანაფი ამობიბინდა. გაოცებული იყო სახელმწიფო ნარკოკონტროლიც‚ მაგრამ, ყველაზე მეტად ნარკოდილერები იყვნენ გაოცებულები‚ როდესაც კანაფის ნაცვლად‚ მათ მინდვრებში გაზონის ბალახი ამობიბინდა.
***
ყველაზე პოზიტიური ეროტიკული ტელეარხია: – არც კაცის კვლა‚ არც სკოლა‚ არც ძალადობა‚ არც პოლიტიკური დებატები... ყველას ყველა უყვარს...
***
მამაკაცები ქალურ ლოგიკას დასცინიან‚ თვითონ კი ვერაფრით გაუგიათ‚ რომ საბუთები იმიტომ არ აქვს თან‚ რომ მეორე ჩანთაში ედოთ, ის ჩანთა იმიტომ არ წამოუღიათ‚ რომ დღეს სხვა ფეხსაცმელები ჩაიცვეს.