კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები არიან კარგი მეოჯახეები და მეუღლეები

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, კონკრეტულ წლებში დაბადებული ადამიანები შესაბამის ფსიქოლოგიურ ჯგუფებად იყოფიან და მათ აბსოლუტურად განსხვავებული მისწრაფებები, ინტერესები და ქმედებები გააჩნიათ. თუ კარგად ერკვევით ასტროლოგიურ ფსიქოლოგიაში, არ გაგიჭირდებათ მათთან კონტაქტი, ურთიერთობა და თანაცხოვრებაც კი.
მოკლედ, კონკრეტულ წელიწადში დაბადებული ადამიანები იყოფიან ასტროლოგიურ-ფსიქოლოგიურ ჯგუფებად და, შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით. თუ ადამიანის დაბადების წელი იცით, აღმოსავლური ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ, გადალახოთ მასთან ურთიერთობისას წინაღობები, დაბრკოლებები და პრობლემები; ასევე, გაიიოლოთ ურთიერთობა როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით.
ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შედარებით დაბალი მგრძნობელობით. მათ შეუძლიათ, დღე და ღამე თავდაუზოგავად იშრომონ, რომ ცხოვრებაში წინ წაიწიონ, მაგრამ, სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ და უსაქმურ ადამიანებთან ვერ მეგობრობენ. რაც შეეხება სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებას, მათგან სინაზესა და თანაგრძნობას ნუ ელით; ნურც გადაწყვეტილებების მიღებისას გექნებათ მათი თანაგრძნობისა და დახმარების იმედი. ისინი თავისუფალი არჩევნის უფლებას გიტოვებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად სენტიმენტალურებიც არიან და დროდადრო თვალზე ცრემლიც კი ადგებათ, რის დამალვასაც ისინი ვერ ახერხებენ. ასე რომ, თუ მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი კონტაქტის დამყარებას აპირებთ, ზემოთ ჩამოთვლილი უნდა გაითვალისწინოთ, რომ მომავალში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს აარიდოთ თავი.
გველის, ცხენისა და თხის წლებში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული ჰუმანურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევიან. ყოველთვის რცხვენიათ საკუთარი ემოციებისა და ცრემლების სააშკარაოზე გამოტანა. ცდილობენ, გარშემო მყოფთ ძლიერებად მოაჩვენონ თავი, არადა, სინამდვილეში, ძალიან დამყოლები არიან და მათი გულის მოლბობაც ადვილად შეგიძლიათ. ისიც, გაითვალისწინეთ, რომ ამ წლებში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ ძალადობას და მითითებებს. ამიტომ, მათ მიმართ დელიკატურები უნდა იყოთ, თუ გსურთ, რომ მათთან პრობლემები არ შეგექმნათ.
მაიმუნის, მამლისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნებისანი არიან. მართალია, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ, თუ მოინდომეს, ვერაფერი შეაჩერებთ. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათთან სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობის დროს. ასევე, ვერ იტანენ, როცა მათ აზრს უგულებელყოფენ და არ უსმენენ. დაუგდეთ ყური, დაფიქრდით და რჩევა ისე მიაწოდეთ, რომ არ აწყენინოთ. არც ისეთი მეოცნებენი არიან, როგორადაც თავს გაჩვენებენ. ამიტომ, მათ მახეში ნუ გაებმებით.
ვეფხვის, კატისა და დრაკონის წლებში დაბადებულები ნამდვილი მეოცნებეები არიან. მათ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. კარგი მეოჯახეები და ერთგული მეგობრები,  კოლეგებთან კამათს ერიდებიან. მათ აზრს ყოველთვის გაუწიეთ ანგარიში, რადგან, უაღრესად საღი აზროვნება აქვთ და ინტუიციურ დონეზეც ზუსტად მოქმედებენ. გამოირჩევიან რომანტიზმით, უყვართ თავდავიწყებით  და, ამიტომ, საუკეთესო საყვარლები და მეუღლეები არიან. არ უყვართ ულტიმატუმები, ტკბილი სიტყვით კი, მათ ბევრ რამეს გააკეთებინებთ.

скачать dle 11.3