შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 14 ოქტომბერს, დილის 12 საათზე. როგორია მისი კარმული მისია და რა გაითვალისწინოს რომ ცხოვრებაში ადვილად მიაღწიოს წარმატებებს?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს, თავისი ქვეყნისადმი პატრიოტიზმს, სამშობლოს ისტორიის, ეთნოგრაფიის ცოდნას, პატივისცემას ადათ-წესების მიმართ, მორალურ-ეთიკური ნორმების დაცვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეკრძალება უცხოეთში წასვლა, მაგრამ, მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს. ამას გარდა, უნდა მოაგვაროს ოჯახური ურთიერთობები. მეტად დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო და დაეყრდნოს ცოდნის ბაზას. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებს ან ორგანიზაციებს შორის. ეს მისი კოსმიური მისიის შესრულებაც არის და წარმატებების მომტანიც.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 15 აგვისტოს, დილის 5-დან 6 საათამდე. მაინტერესებს, რა პროფესიები იქნება ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია: პოლიტიკის ფართო სპექტრი; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო; მწერლობა, იურისპრუდენცია, სამართალდამცავი სტრუქტურები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე; მედიცინიდან – სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია, ფარმაცევტიკა, აფთიაქების ბიზნესი; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სფერო; პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ სფეროში ელის წარმატებები სამომავლოდ?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოს ინიციატივიანი, აქტიური, შეუპოვარი, უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოჩენა, იყოს კეთილშობილი, ოპტიმისტი, ჰქონდეს საკუთარი ძალების რწმენა. უნდა იყოს შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, მიზანმიმართული, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ეს მისთვის წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიური მისიაა. ასევე, ვურჩევ, მიენდოს ინტუიციას და შეძლოს საიდუმლოს შენახვა. პროფესიებიდან კარგია: სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმატოლოგია, ფსიქიატრია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, მათ შორის სუჯუკ-თერაპია, ჰომეოპათია, ექსტრასენსის კვალიფიკაცია, ფიტოთერაპია; ასევე, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო სფერო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, დიზაინი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 14 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე. უნდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ, გვითხრათ, რომელი ქვეყანაა მისთვის კარმულად მისაღები?
პასუხი: რაც შეეხება უცხოეთს, მას ცოტა პრობლემა აქვს ამ მხრივ. თუ მოთმინებას, შრომისუნარიანობასა და ნებისყოფას გამოავლენს, შესაძლოა, გადალახოს ბარიერები და წარმატებას მიაღწიოს უცხოეთში. ქვეყნებიდან კი უმჯობესია: ინგლისი, დანია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, ვიეტნამი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთი, კერძოდ – ქალაქი მოსკოვი.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 8 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვა ვატარო, რომ წარმატებებს მივაღწიო?
პასუხი: თქვენთვის კარგია ზურმუხტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, მწვანე ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი. თქვენი კოსმიურ-კარმული მისია კი უკავშირდება სამშობლოს სამსახურსა და პატრიოტიზმს. დაიცავით ადათ-წესები, ტრადიციები, რათა დადგეთ სწორ კოსმიურ, კარმულ გზაზე; აუცილებელია სტაბილური საოჯახო-სანათესაო ურთიერთობების დამყარება. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია. იყავით ზედმეტად დაკვირვებული. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. დაეყრდენით დიპლომატიურ პრინციპებს ურთიერთობებში. ეს თვისებები ხელს შეუწყობს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში.