ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმები
12 ივნისს, პარლამენტის ევროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად ქართული კინოს ისტორიაში, „თბილისი ინტერმედიის” თაოსნობით, საზოგადოებას წარედგინა წიგნი – „ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი”, რასაც წინ უძღოდა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი – „თბილისი-ინტერმედიის” მიერ კინომცოდნეებს შორის ჩატარდა გამოკვლევა-გამოკითხვა, რომლის შედეგადაც დასახელდა 61 ფილმი. 61 ფილმიდან, ქულათა რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. ესენია: ნიკოლოზ შენგელაია – „ელისო”; ოთარ იოსელიანი – „იყო შაშვი მგალობელი”; მიხეილ კალატოზიშვილი – „ჯიმ შვანთე”; კოტე მიქაბერიძე – „ჩემი ბებია”, ელდარ შენგელაია – „არაჩვეულებრივი გამოფენა”; მერაბ კოკოჩაშვილი – „დიდი მწვანე ველი”; თენგიზ აბულაძე – „ვედრება”; ოთარ იოსელიანი – „გიორგობისთვე”; მიხეილ კობახიძე – „ქორწილი”, „მუსიკოსები”; „ქოლგა”; დავით რონდელი – „დაკარგული სამოთხე”; გიორგი შენგელაია – „ფიროსმანი”; ელდარ შენგელაია – „ცისფერი მთები“.
წიგნი ორენოვანია და ორ – ქართულ და ინგლისურ ბლოკადაა დაყოფილი. მასში შესული ფოტომასალა და სტატიები სრულად ასახავს ინფორმაციას ფილმების შესახებ. უახლოეს მომავალში კი იგეგმება 12 საუკეთესო ფილმის აღდგენა-რესტავრაცია და ლაზერულ დისკებზე გამოშვება.