“ბრავო რეკორდსი„ და ნინი ბადურაშვილი – პარაოლიმპიური კომიტეტის მხარდასაჭერად
„ბრავო რეკორდსი”, ნინი ბადურაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პარაოლიმპიური კომიტეტი „ლონდონი 2012-ის” პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენებს დაუჭერენ მხარს. პროექტის მიზანია ქართველი პარაოლიმპიელების მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებში პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია, მათი უფრო მეტად ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში. ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, სავარაუდოდ, ორი ათლეტი წარდგება: შოთა ომარაშვილი – ძალოსნობაში და ნიკა თვაური – ცურვაში. მათ გასამხნევებლად თამაშებში ჩაერთო ნინი ბადურაშვილი, რომელმაც კონფერენციაზე სპეციალურად ამ მოვლენისთვის დაწერილი ჰიმნი შეასრულა. პარაოლიმპიელების მხარდასაჭერ სიმღერაზე სულ მალე გადაღებული იქნება მუსიკალური ვიდეოკლიპი, სადაც აისახება პარაოლიმპიელების მიღწევები.