ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარს – ჰომოსექსუალთა თავისუფლებას სტალინმა ბოლო მოუღო
მეფის დროს პედერასტებს კატორღაზე გზავნიდნენ, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ და მორალურად გამრყვნელ ელემენტებს. სამაგიეროდ, ოქტომბრის რევოლუციამ მათ სრული ხელშეუხებლობა და თავისუფლება მოუტანა, რაც 1934 წლამდე, თითქმის 17 წელი გრძელდებოდა. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქმენეთი, სადაც მამათმავლობა ისჯებოდა. ახალი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმართ შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ასეთები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც მრავლად იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინი, რომელიც ლევ ტროცკის დაჟინებული მოთხოვნით, 1918 წლის 30 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მისი ორიენტაციის შესახებ ყველამ იცოდა – სახალხო კომისარიატშიც და პოლიტბიუროშიც, არც ჩიჩერინი მალავდა ამას. მის დროს საგარეო საქმეთა სამინისტრო გარყვნილების ბუდედ იქცა: იქ, სხვადასხვა კაბინეტში, ახალგაზრდა მამაკაცები ორგიებს აწყობდნენ. გიორგი ვასილის ძეს ბრწყინვალე ბიოგრაფია ჰქონდა: აკადემიური განათლების მქონე რაფინირებული ინტელიგენტი და ქველმოქმედი — თავადის (ფილოსოფოს ჩიჩერინის ნათესავის) ოჯახში დაიბადა. დედა გერმანელი ბარონების, მეიენდორფების შთამომავალი იყო, რომლებიც განთქმული დიპლომატები იყვნენ. არისტოკრატული ოჯახისთვის არც ეგზალტირებული გარემო იყო უცხო – ბიბლიის ხმამაღლა კითხვა, რელიგიური ჰიმნების მღერა და ასე შემდეგ. გიორგიმ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია – ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა (1891 – 1896 წლები) და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაიწყო მუშაობა. ბავშვობიდან პოლიგლოტი, ერუდიტი, სერიოზულად დაინტერესდა ევროპული მოდერნიზმით, იყო ნიცშესა და ვაგნერის შემოქმედების ერთ-ერთი გამოჩენილი პროპაგანდისტი რუსეთში. ამავე დროს, ჩიჩერინი მემარცხენე პოლიტიკურმა იდეებმაც გაიტაცა, რამაც 1904 წლის შემდეგ მენშევიკების ბანაკში მიიყვანა. ამავე წელს გაემგზავრა ის გერმანიაში, თუმცა, სახელმწიფო სამსახურში ფორმალურად მაინც რჩებოდა, მაშინაც კი, როცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ბერლინის საზღვარგარეთული კომიტეტის მდივნად აირჩიეს. მას განცხადებული ჰქონდა, რომ ჰომოსექსუალობის სამკურნალოდ მიემგზავრებოდა უცხოეთში (მაშინ საზოგადოებაში გავრცელებული და მიღებული იყო აზრი, რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა, რომლის მკურნალობაც შეიძლება). სექსუალურ ორიენტაციას მისთვის არც ლონდონის ყრილობაზე, პარტიის საზღვარგარეთის ცენტრალური ბიუროს მდივნად არჩევაში შეუშლია ხელი. 1907 წელს გიორგი ბერლინში დააპატიმრეს. მას სხვისი პასპორტი ჰქონდა, იგი დააჯარიმეს და პრუსიიდან გაასახლეს, რა დროსაც ლეიბენეში ცხოვრობდა, დრეზდენის მახლობლად. ერთხანს პარიზშიც საქმიანობდა, ჟან ჟორესის სოციალისტურ პარტიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სოციალისტურ პარტიაში შევიდა და იქიდან ეხმარებოდა რუს პოლიტპატიმრებს, თუმცა, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 22 აგვისტოს, იგი ინგლისის მთავრობამ დააპატიმრა. გიორგიმ იანვარში, კონტაქტებისა და ფულის წყალობით, პატიმრობას თავი დააღწია და რუსეთში დაბრუნდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტროცკიმ, დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა და ბოლშევიკურ პარტიაშიც მიიღო.
ჩიჩერინისგან განსხვავებით, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი არჩევდა, ფარულად დაეკმაყოფილებინა სექსუალური მოთხოვნილებები და ფართო საზოგადოებას ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა. თუმცა ცნობილია, რომ დამალული და დაფარული არაფერი რჩება. ფაქტები სამი მნიშვნელოვანი ფიგურის – ტროცკის, ლენინისა და ზინოვიევის პედერასტობისკენ გადახრის შესახებ, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა სოკოლოვმა ჯერ კიდევ 1993 წელს გამოავლინა, მაგრამ მაშინ მას მასალებს არ უქვეყნებდნენ. პირველად, სოკოლოვის სტატია ლენინისა და ზინოვიევის სასიყვარულო მიმოწერის შესახებ, 1996 წელს, მიხაილოვის გაზეთ „რუსკი ვზგლიადში“ გამოქვეყნდა. მას გამომწვევი სათაური ჰქონდა: „ლენინი – რუსი ხალხის ჯალათი და ჩვეულებრივი პედერასტი“. ამის შემდეგ ამ შინაარსის სტატიები რუსეთის ეროვნული მთლიანობის გაზეთში – „რუსკი პარიადოკშიც“ დაიბეჭდა (N38-40), ამის შემდეგ, ნაწყვეტები ლენინისა და ზინოვიევის მიმოწერიდან, პეტერბურგის „ნაშე ოტეჩესტვომაც“ გამოაქვეყნა სათაურით: „მარქსისტული სასიყვარულო სამკუთხედი“. აქ შვიდი წერილია ამოღებული არქივიდან ზინოვიევის ლენინისთვის მიწერილი და ერთი – კრუპსკაიასი (ლენინის ცოლი) ზინოვიევთან გაგზავნილი. ფანტასტიკური ამბები ირკვევა, თუნდაც ის, რომ ლენინმა და ზინოვიევმა ვერ მოახერხეს ორი მარქსისტული „შედევრის“: „ჰომოსექსუალიზმის სარგებლობის შესახებ მარქსისტ-რევოლუციონერებს შორის“ და „მომავალ კომუნისტურ საზოგადოებაში პედერასტებისთვის სრული თავისუფლების მინიჭების აუცილებლობის შესახებ“ დასრულება და მშრომელი ხალხისთვის მიწოდება. არის მტკიცებულებები, რომ სტალინმა იცოდა პოლიტბიუროსა და სახელმწიფო ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში ასეთი ორიენტაციის პირების არსებობის შესახებ და ამაზრზენად მიაჩნდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლენინმა მოულოდნელად გაიგო ამის შესახებ და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1999 წელს, ჟურნალში „ჩუდესა ი პრეკლუჩენიე“ (N 6, გვერდები 34-35), ისტორიკოსი გერმან ნაზაროვი არქივებში მოძიებული მასალებიდან, გორკიში სამკურნალოდ მყოფი ლენინის უცნობ წერილს აქვეყნებს, რომელიც მან ძერჟინსკის მისწერა. პროლეტარიატის ბელადი აღშფოთებულია, რომ ჯუღაშვილმა მის ცოლს „პროსტიტუტკა და დეგენერატკა” უწოდა. ასევე, იმას, რომ სტალინი მას შეთქმულებას უწყობს და სთხოვს მას „სამკურნალო სპეციალური დაწესებულებიდან“ გათავისუფლებას, რომელშიც სტალინმა მოათავსა და მისი აგენტები იცავენ. წერილში ყველაზე საინტერესო ფრაგმენტი მაინც ეს არის: „ფელიქს, ნადენკა მეუბნება, რომ სანდო წყაროდან იცის, სტალინს უთქვამს, პედერასტებს კრემლში აღსასრულის დღე დაუდგათო. რა თქმა უნდა, ეს უხეშად და შეურაცხყოფის მიზნით იყო ნათქვამი, მაგრამ, ჩემი დასკვნით, ეს ჩემი და ჩემი ამხანაგების მისამართით თქვა“. ლენინი აღშფოთებული იყო. ეს ის პერიოდია, როცა კომიდან გამოსულს, ივლისიდან მოყოლებული, არა მხოლოდ ჯდომა, ჯოხით სიარულიც შეეძლო; ოქტომბრისთვის, მეტყველებაც დაუბრუნდა და უნიკალური ეპიზოდიც მოხდა, რომელმაც სტალინი გააოგნა – ლენინი მოსკოვში, კრემლში გამოჩნდა, თუმცა, ამის შემდეგ ის გორკიში დაბრუნდა, მისმა ჯანმრთელობამ გაუარესება დაიწყო და მცირე ხანში მოკვდა კიდეც. რა შეიძლებოდა, მომხდარიყო?
კრემლის საიდუმლო
კრუპსკაია: „ერთ დღეს, თვითონ, დამოუკიდებლად, შევიდა გარაჟში, ჩაჯდა მანქანაში და თხოვნებისა და შეგონებების მიუხედავად, მოსკოვში წავიდა. კრემლში ყველა ოთახი შემოიარა, სახკომსაბჭოშიც შეიხედა; შემდეგ, თავის კაბინეტში, დიდხანს იქექებოდა ქაღალდებში... მოსკოვში გავლაც მოისურვა და მეორე დღესვე უკან, გორკიში წამოვიდა. სხვა არაფერი უთქვამს მოსკოვზე“. ნადეჟდაზე მეტად სარწმუნოა ლენინის დის, მარია ილიას ასულის მონათხრობი ვალენტინოვისთვის (ყოფილი მენშევიკი, შემდეგ ისტორიკოსი, რომელმაც რამდენიმე წიგნი დაწერა ლენინზე). ის ამბობს, რომ ვოვა კონკრეტულ რაღაცას ეძებდა და ვერ იპოვა, საშინლად გაღიზიანდა და ამის შემდეგ კონვულსია დაეწყო. გორკიში ჩასვლისთანავე მარიამ ექიმს ყველაფერი უამბო, რის შემდეგაც ექიმს კრუპსკაიამ დაუძახა და უთხრა, რომ ლენინი ავად არის და არაადეკვატურად ყვება ამბებს; რომ მას არ უნდა, გავრცელდეს ჭორები, თითქოს რაც წერილები და დოკუმენტები დაიკარგა, მხოლოდ დიდ უსიამოვნებებს მოიტანს. და, ამიტომ, გთხოვთ, დაივიწყოთ ყველაფერიო. იმავეს სთხოვდა მარიაც. რა ვერ იპოვა ლენინმა საკუთარ კაბინეტში? მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს ის სასიყვარულო წერილები იყო, რომლებიც კრემლის ჩინოსნებს ამხელდა და სტალინს ჩაუვარდა ხელში. ბუნებრივია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სტალინი ამას გამოიყენებდა. სტატიის ავტორი „ხუმრობით“ იმასაც ამბობს, რომ სტალინი პედერასტებს ვერ იტანდა, მაგრამ, ლენინური გვარდიის (ლენინი, ტროცკი, ზინოვიევი) ძალაუფლებაში ყოფნის დროს, ისინი მასზე ძლიერები იყვნენ. ჯუღაშვილმა ლენინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილი ომი გამოუცხადა მამათმავლებს (ნ.ო. ვალენტინოვი „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და პარტიის კრიზისი ლენინის სიკვდილის შემდეგ”, მოსკოვი, 1991 წელი). თავდაპირველად ზინოვიევი მოხსნა ყველა თანამდებობიდან და გადაასახლა, რასაც უსერიოზულესი ოპერაციები მოაყოლა: ოქტომბერში ჩატარდა მამათმავლობაში შემჩნეული პირების პირველი მასობრივი დაკავებები („აბლავები“), რის შედეგადაც 130 „კაცი“ დააპატიმრეს, გამოვლინდა ჯგუფები მოსკოვსა და ლენინგრადში, რომლებიც სალონების, „პრიტონებისა” და სხვადასხვა სახის კერების შექმნით იყვნენ დაკავებული. პედერასტების ორგანიზებული ფორმირებები კი, რომლებიც „კონტრრევოლუციური მიზნებით რყვნიდნენ ახალგაზრდობას, არმიასა და ფლოტს“, განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯნენ. აღნიშნული ღონისძიებებისთვის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად ბელადმა სპეციალური ბრძანებაც გასცა. პოლიტბიურო თითქმის ერთხმად დასთანხმდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, კალინინი იყო. ცხადია, საზოგადოებრივი აზრის შემზადებაც მოხდა: პოეტები, მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები აქტიურად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ამ საერთო სენის საწინააღმდეგოდ, იურისტებმა და მედიკოსებმა ჰომოსექსუალიზმს „ბურჟუაზიის გარყვნილების გამოვლინება” უწოდეს. ამის შემდეგ სტალინისთვის ყველაფერი მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო:
მუხლი 121 – მამათმავლობა
მამაკაცის მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა ( მამათმავლობა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5 წლამდე.
მამათმავლობა, ჩადენილი ძალის ან დაზარალებულის დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთით 3-დან 8 წლამდე.
1934 წლის 7 მარტი.
ი. სტალინი
აქამდე, სამართლებრივი კანონმდებლობით, პედერასტების სისხლისსამართლებრივ დევნას კოდექსი არ ითვალისწინებდა. ამ ცვლილებამ 1993 წლის 3 ივნისამდე იმოქმედა, სანამ ის რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ არ გააუქმა.