რა მოხდა ამ დღეს
18 ივნისი
1815 – ვატერლოოს ბრძოლა, სადაც საბოლოოდ ჩაესვენა ნაპოლეონის მზე.
1853 – ისტორიაში პირველად გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევა. ლონდონელმა რიჩარდ მარტინმა 200 ფუნტად დააზღვია უილიამ გიბსონის სიცოცხლე.
1871 – კანადელი ანა სავონი გათხოვდა მარტინ ბეითსზე, თითქოს არაფერია მნიშვნელოვანი, რომ არა მათი სიმაღლე, რამაც ეს წყვილი რეკორდსმენი გახადა (ცოლი – 227 სანტიმეტრი, ქმარი – 221 სანტიმეტრი).
1889 – ამერიკაში დააპატენტეს საბავშვო ეტლი.
19 ივნისი
1846 – ამერიკის ქალაქ ჰობოკენში გაიმართა ბეისბოლის პირველი მატჩი.
1862 – მონათმფლობელობა აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე.
1917 – პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება სამეფო ოჯახის ყველა წევრის სახელებში ამოეღოთ გერმანული ტიტული. სამეფო დინასტია, რომელსაც ადრე ეწოდებოდა საქს-კიბერგ-გოთელი, გახდა უინძორელი.
1961 – დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ქუვეითის დამოუკიდებლობა.
1990 – ბელგიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შენგენის ხელშეკრულებას ერთმანეთს შორის საზღვრების გახსნის თაობაზე.
20 ივნისი
1967 – მუჰამედ ალის მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა და 10 000 დოლარი ჯარიმის გადახდა ვიეტნამის ომში სამსახურზე უარის თქმის გამო.
1974 – თურქები შეიჭრნენ კვიპროსზე.
21 ივნისი
1547 – მოსკოვის კატასტროფულმა ხანძარმა 25 ათასი სამოსახლო შეიწირა. მემატიანის ცნობით დაიღუპა 1 700 მცხოვრები. დაიწვა მეფის ხაზინა, საგანძური, იარაღი...
1948 – ფირმა „კოლუმბიამ“ გამოუშვა პირველი დისკი 33 ბრუნვით წუთში.
1990 – ჩრდილო-დასავლეთ ირანში მოხდა რიხტერის სკალით 7,3-ბალიანი მიწისძვრა. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი, დაშავდა 200 ათასი, უსახლკაროდ 500 ათასი ადამიანი დარჩა.
22 ივნისი
1910 – გაიხსნა ევროპაში პირველი საჰაერო სამგზავრო ხაზი ფრიდრიხსჰაფენი-დიუსელდორფი – 350 კილომეტრი, რომელზეც მოძრაობდა დირიჟაბლი „გერმანია“.
1940 – მარშალმა პეტენმა საფრანგეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა გერმანიასთან მორიგების აქტს.
1941 – გერმანიის ჯარებმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე – ეგრეთ წოდებული, „დიდი სამამულო ომის“ დასაწყისი.
23 ივნისი
1497 – ჯონ კაბინეტმა აღმოაჩინა კანადა – „ნიუფაუნდლენდი“.
1894 – პარიზში მიიღეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის შექმნისა და თამაშების 4 წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ.
1930 – პირველად გამოიყენეს რადარები თვითმფრინავების აღმოსაჩენად.
1951 – გამოვიდა პირველი კომერციული ფერადი ტელევიზორი.
1963 – ლონდონში საჩვენებლად გამოიტანეს პირველი საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონი.
24 ივნისი
1801 – ასტრონომმა აღმოაჩინა პირველი ყველაზე დიდი ასტეროიდი – ცერერა.
1812 – ნაპოლეონის არმიამ ომის გამოუცხადებლად გადალახა მდინარე ნემანი – რუსეთის იმპერიის საზღვარი.
1821 – გადამწყვეტი ბრძოლა ვენესუელის დამოუკიდებლობისთვის.