კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რატომ არის მაკიაჟის ქვეშ მკვებავი, დამცავი და დამატენიანებელი კრემების წასმა აუცილებელი?
პასუხი: მაკიაჟის ქვეშ აღნიშნული კრემების წასმას რამდენიმე დანიშნულება აქვს: 1) კანზე კარგად „ჯდება“ და დიდხანს ძლებს ტონალური კრემი; 2) კანი დაცულია გამოშრობისა და დაბინძურებისგან; 3) ფარავს წვრილმან დეფექტებს.
კითხვა: როგორ შევარჩიო პუდრი?
პასუხი: პუდრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს კანს: ან ზუსტად იმ ტონალობის უნდა იყოს, ან – ოდნავ ბაცი. მუქი პუდრი, მით უმეტეს, თუ ძალიან თეთრი ხართ, ვიზუალურად აბერებს კანს და, თანაც, ნიღბის ეფექტი აქვს, რადგან განსხვავება ფერში ყელსა და პუდრწასმულ სახეს შორის მკვეთრი და არასასიამოვნოა. თუ თქვენ პრობლემური კანი გავქთ, უმჯობესია, შეიძინოთ ბიოპუდრი.
კითხვა: როგორ გავიდიდო ტუჩები ვიზუალურად, პომადის მეშვეობით?
პასუხი: თავდაპირველად წაისვით ტონალური კრემის თხელი ფენა ისე, რომ შეავსოთ (დაფაროთ) ტუჩების ბუნებრივი კონტური. შემდეგ ტუჩის ფანქრით მოხაზეთ თქვენთვის სასურველი ზომის ტუჩების კონტური (ძალიანაც ნუ გადაამლაშებთ). ამის მერე წაისვით პომადა, ბოლოს კი ზემოდან გადაისვით ოდნავ ბრჭყვიალა „ბლესკი“, ან, ზედა და ქვედა ტუჩების შუა ნაწილში – გამჭვირვალე „ბლესკი“.
კითხვა: დიეტის დროს ყოველთვის მეწყება გაუვალობა. რას მირჩევთ?
პასუხი: აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში ბორჯომში გახსნილი მაწონი (ნახევარი ჭიქა ბორჯომი, ნახევარი – მაწონი). თუ ამანაც არ გიშველათ, უზმოზე მიიღეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
კითხვა: მაქვს ძალიან თეთრი და ნაზი სახის კანი. ვიცი, რომ ასეთ კანზე ნაოჭები ნაადრევად ჩნდება. მუდმივად ვხმარობ დამატენიანებელს, მაგრამ, იქნებ, ეს არ არის საკმარისი?
პასუხი: მართალი ბრძანდებით. კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, საკმარისი ნამდვილად არ არის. ნაადრევი ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ, სახის დელიკატური ზონები (თვალებისა და ტუჩების გარშემო) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) უნდა გაიწმინდოთ სპეციალური საშუალებებით. მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ ნებისმიერი უცხიმო ლოსიონი, რომელიც არ შეიცავს სპირტს, ან, კოსმეტიკური რძე. თუ თქვენს სახეს უხდება წყალმდგრადი კოსმეტიკა, შეარჩიეთ ზეითუნის ზეთზე დამზადებული საშუალებები.
კითხვა: მაინტერესებს, რა განსხვავებაა დეზოდორანტსა და ანტიპერსპირანტს შორის?
პასუხი: დეზოდორანტი სპობს სუნს, ანუ ახდენს იმ ბაქტერიების რაოდენობის ზრდის ბლოკირებას, რომლებიც მას იწვევს, ანტიპერსპირანტი კი, მასში შემავალი ალუმინის შრის წყალობით, აფერხებს ოფლის, ანუ, საოფლე ჯირკვლებიდან ტენის გამოყოფას.
კითხვა: ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებიდან რომლის გამოყენება უფრო მიზანშეწონილია: „სტიკის“, ბურთულიანი დეზოდორის თუ სპრეის?
პასუხი: გამოიყენეთ ის, რომელიც უფრო კომფორტულია თქვენთვის, რადგან სამივეს თავისი დადებითი მხარე აქვს.

скачать dle 11.3