კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიანგის ტყავის ჩანთები და გლადიატორის სანდლები – კორსის უცნაური ზაფხული

ის ყველასგან განსხვავებული ამერიკელია... ხშირად თავად არის მოდის ტენდენციებისა და მთავარი ტრენდების კანონმდებელი, ამიტომ, სხვებზე თამამად შეუძლია, გადაუხვიოს დაწესებულ ნორმებსა და სტილს და, სულ სხვა ამპლუაში წარმოადგინოს ამა თუ იმ სეზონის მისთვის სასურველი ქალი. ასე იყო 2011 წლის შემოდგომაზეც, როდესაც ნიუ-იორკში გამართულ მოდის კვირეულზე კორსმა გაზაფხული-ზაფხულის ხედვა წარმოადგინა. იმ სრულ სითეთრეში, ჰარმონიაში, დაპრინტულ ფერად სამოსში, ჰაეროვან აბრეშუმებსა და გლამურულ ატლასში სრული ამოვარდნა იყო მოდის სახლ „მაიკლ კორსის” ჩვენება.
 როგორც თავად დიზაინერმა თქვა, სეზონის ინსპირაცია აფრიკიდან მიიღო და ფერების, ფორმის, სექსუალურობისა და ველური ბუნების საოცარი ნაზავი შექმნა. კოლექციას მან „აფრილუქსი”, მდიდრული აფრიკა უწოდა, რაც, სომალიში შიმშილისა და სიღარიბის გათვალისწინებით, მაყურებელს ცოტა ეუცხოვა. მაგრამ დიზაინერს არც ერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს. თუკი მის ტანსაცმელს დავათვალიერებთ, მივხვდებით, რა სწორად არის ერთმანეთში არეული აფრიკული სული, ურბანული მოთხოვნები, სპორტული განწყობა და გლამურული დახვეწილობა. მან საკუთარი თვითდაჯერებულობის დემონსტრაცია მოახდინა პოდიუმზე, სადაც წარმოადგინა ცხოველური პრინტები, ხელით შეღებილი სამოსი, აფრიკული განწყობის მატარებელი აქსესუარები, როგორებიც იყო, მაგალითად, ნიანგის ტყავისგან შექმნილი პატარა ჩანთები, რომელთა სარტყელები დიაგონალზე, მთელ ტანზე ერტყა მოდელს და, რაღა თქმა უნდა, გლადიატორის ტიპის სანდლები. სანდლები, რომლებიც მუხლზე ზემოთაც კი ამოდიოდა რიგ შემთხვევებში ზუსტი ანალოგი იყო იმისა, რასაც ძველ რომში კოლიზეუმში მებრძოლი გლადიატორები ატარებდნენ. ტყავის დაბალძირიანი სანდალი – უკანა მხარესაც ტყავი და წინაც ტყავის სქელი თასმებით ჯვარედინად შეკრული.
 ჩვენებაში მონაწილეობას იღებდნენ სუპერმოდელები, რომლებსაც დღეს ძალიან იშვიათად თუ ნახავთ პოდიუმზე, რადგან აქცენტი 14-15 წლის ბავშვებზე კეთდება. ერინ უოსონმა, კაროლინა კურკოვამ და სხვებმა დაამტკიცეს, რომ სამოსის დემონსტრირება ჯერ კიდევ საუკეთესოდ შეუძლიათ და მათი ოდნავ ხორციანი და ქალური ფორმები უკვე სანატრელი გახდა მოდური კახექსიის საუკუნეში.
 და, ისევ კოლექციას დავუბრუნდეთ: ქაშმირი, ცალმხრიანი კაბები და ბლუზები, სპორტული და, ამავდროულად საოცრად ქალური საცურაო კოსტიუმები – ამ სამოცდახუთ კოსტიუმში ბევრგან იგრძნობოდა კორსის ხელწერა; გახუნებული ფერები, ერთმანეთში გადასული ტონალობები – ეს ყველაფერი ისევ აფრიკაში გვაბრუნებდა, თუმცა, ისიც კარგად იგრძნობოდა, რომ ის ერთნაირად ლამაზი ჩასაცმელი იქნებოდა როგორც უდაბნოში, ისე რომელიმე ლაჟვარდოვანი სანაპიროს ოქროს ქვიშებზე.
 ცალკე აღნიშვნის ღირსია ტყავის აქსესუარები, რომლებსაც ზემოთ გაკვრით შევეხეთ. კორსი ცნობილია ტყავზე განსაკუთრებულად სერიოზული მუშაობით და, მისი აქსესუარები, სხვა ლუქს ბრენდებთან შედარებით, ყოველთვის ძვირია. ზაფხულის კოლექციაშიც, ის ახერხებს ტყავის ისე ოსტატურად გამოყენებას, რომ მასზე უარს ვერანაირ სიცხეში ვერ იტყვით. ტყავის ქამრები, გვერდულად დახრილი ზონარები, რომლებიც საცურაო კოსტიუმებზეც კი იყო მორგებული, ულამაზესი ჩანთები და ფეხსაცმელები ცალკე აღნიშვნის ღირსია. ასე რომ, ვისაც ამ სეზონზე თავსმოხვეული სითეთრე „ყელში ამოგივიდათ”, მიჰბაძეთ კორსს და... წადით უდაბნოში.

скачать dle 11.3