კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: რაზე მიანიშნებს ყოველ დილით ენაზე თეთრი ნადები?
პასუხი: თეთრი ნადების თხელი ფენა შეიძლება ყველა ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს. თუ ნადები უფრო სქელია, ეს მსუბუქ ფორმაში მიმდინარე დაავადებებზე მეტყველებს (ქრონიკულ, ვირუსულ-რესპირატორულ ან ფილტვებში ანთებითი პროცესის დასაწყისი). სქელი ნადები ნაწლავებში საკვების შეკავების მაჩვენებელიც შეიძლება იყოს (ყაბზობის, რომელსაც ჯერ ქრონიკული ფორმა არ აქვს). 
კითხვა: საკმაოდ დიდი ხანია ბევრს ვნერვიულობ, მაქვს ხშირი სტრესები, დეპრესიები. კვირაში 1-2-ჯერ მიწევს დალევა, თუმცა, ბევრს არ ვსვამ. სამი დღის წინ დამეწყო კანკალი, გამიხშირდა ხელისა და ქუთუთოს კუნთების უნებლიე თრთოლვა. შეიძლება, ამ ყველაფერმა თავისით გაიაროს თუ ვინმეს უნდა მივმართო?
პასუხი: აღწერის მიხედვით თქვენ გაქვთ ნევროზი ვეგეტატიური დისფუნქციით. პირველ ყოვლისა, სასმელზე უნდა თქვათ უარი, აუცილებელია დილაობით ვარჯიში და საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეგიძლიათ, ანტისტრესული პრეპარატი გლიცინი მიიღოთ: თითო აბი 3-ჯერ დღეში, ენის ქვეშ, 2 თვის განმავლობაში. სასურველია ნევროლოგის კონსულტაცია.
კითხვა: შეიძლება თუ არა ხელის ძლიერი ტრავმა ეპილეფსიური შეტევის მიზეზი გახდეს (ძლიერი სისუსტე, ფერის დაკარგვა, ცივი ოფლი, კრუნჩხვა)?
პასუხი: ეს ნიშნები ძალიან ჰგავს ეპილეფსიურს, მაგრამ, შეიძლება, სისხლძარღვოვანიც იყოს. ტრავმამ ასეთი შეტევის პროვოცირება მართლაც შეიძლება მოახდინოს. დიფერენციაციისთვის საჭიროა ჩაიტაროთ ეეგ (ექოენცეფალოგრაფია), თვალის ფსკერის გამოკვლევა და ამ მონაცემებით მიხვიდეთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
კითხვა: რა არის „ჟილბერის დაავადება”?
პასუხი: ჟილბერის დაავადება, ანუ არაჰემოლიტიკური ჰიპერბილირუბინემია – ოჯახური (მემკვიდრეობითი) სიყვითლე, განპირობებულია ღვიძლის ერთ-ერთი ფერმენტის თანდაყოლილი უკმარისობით. დაავადების მიმდინარეობა ტალღისებრია. შიმშილის ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას სისხლში ბილირუბინის რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს. საჭიროა სისტემატური დაკვირვება.
კითხვა: შეიძლება თუ არა მუცლის ღრუს ექოსკოპიით კუჭის წყლულის ან სხვა ცვლილებების დადგენა?
პასუხი: მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე ინფორმაციის ფართო სპექტრს ვიღებთ, მაგრამ, დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ენდოსკოპიური გამოკვლევა. ექოსკოპიის დასკვნის საფუძველზე კუჭის წყლულოვანი დაავადების დიაგნოზი არ ისმება.
კითხვა: ექოსკოპიაზე დამისვეს დიაგნოზი: მარცხენამხრივი პიელოექტაზია. შეიძლება თუ არა ზურგის მასაჟი და აერობიკა?
პასუხი: დასადგენია პიელოექტაზიის გამომწვევი მიზეზი. მხოლოდ გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება დასაშვები ფიზიკური დატვირთვების მოცულობა.
კითხვა: ჩემი გოგონა 2 წლისაა. ერთი კვირაა, შევნიშნე, რომ ზოგჯერ შარდი შემღვრეული აქვს. რა გამოკვლევები ჩავუტარო?
პასუხი: საჭიროა შარდის ანალიზი ნეჩიპორენკოს მეთოდით, ბაქტერიალური დათესვა და აუცილებლად, საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
კითხვა: მაქვს ქრონიკული პიელონეფრიტი და თირკმელში კისტა. რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო – უროლოგს თუ ნეფროლოგს?
პასუხი: თუ კისტა დიამეტრით 5 სანტიმეტრზე მეტია, ეს უკვე ქირურგის კომპეტენციაა (ოპერაცია ენდოსკოპიურად კეთდება). გამოსაკვლევად უროლოგს უნდა მიმართოთ. პიელონეფრიტის მკურნალობა კი ორივე სპეციალისტის კომპეტენციაშია.
კითხვა: ორსულობის დროს დამისვეს დიაგნოზი: თვალის ბადურის დისტროფია. გაკეთდა ლაზერული ოპერაცია. არის თუ არა დაავადების განმეორების ალბათობა?
პასუხი: ასეთი ალბათობა არსებობს, ამიტომ, სასურველია, თვალის ფსკერის წელიწადში ერთხელ დათვალიერება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3