კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება ადამიანის სულიდან და სხეულიდან ეშმაკის განდევნა და როდის განიკვეთებოდნენ ადამიანები ეკლესიიდან

12 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც წინ მარხვა უძღვის. ყოველ წელს ამ მარხვის ხანგრძლივობა განსხვავებულია, რადგან ის სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. წელს მართლმორწმუნე ქრისტიანებმა მარხვის შენახვა 11 ივნისიდან დაიწყეს, შესაბამისად‚ ის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„წმიდა მოციქულნი‚ პეტრე და პავლე‚ გამოირჩეოდნენ დიდი რწმენით‚ სიყვარულითა და თავდადებით‚ დიდი ადამიანური ღირსებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი, აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. ყველა მოციქული არის კლდე‚ მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს. მაცხოვრის შეკითხვაზე – ვინ ვარ‚ ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე‚ ძე ღვთისა ცხოველისა!“ უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა“. რა არის საჭირო იმისთვის‚ რომ მამა ზეციერმა გამოგვიცხადოს ნება ღვთისა? უპირველეს ყოვლისა‚ საჭიროა სიწმიდე: გული წმიდა და სული წრფელი; წმიდა გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა სუფევდეს‚ უნდა გვქონდეს სიყვარული და განცდა თვისთა ცოდვათა‚ რომელსაც გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა“. მას აქვს თავმდაბლობა და ის საოცარი თვისება‚ რომ აღარ განიკითხოს სხვა. ეს კი საჭიროა იმისთვის‚ რომ უფალი სუფევდეს ადამიანის გულში და ამით შეიცნობს‚ თუ რაშია ჭეშმარიტება. უფალმა უნდა გვიჩვენოს გზა‚ რომელსაც უნდა დავადგეთ. მრავალი გზა იშლება ჩვენ წინაშე. ერთია ფართო‚ მეორე – ნაკლებად ფართო; ზოგი – ვიწრო‚ ზოგიც – ძალიან ვიწრო. უფალმა უნდა გვიჩვენოს ის გზა‚ რომელიც ჩვენთვისაა საცხოვნებელი და შეესაბამება ჩვენს ძალებს. თუ ადამიანს სულიერი ძალა არ გააჩნია‚ ის ვერ ივლის ვიწრო გზით. ისეც ხდება‚ რომ, როცა მონასტერში მოვა მორჩილი‚ ცდილობს‚ თავის თავს რაღაც განსაკუთრებული კანონი დაადოს: უჭმელობა ან მეტისმეტად ხანგრძლივი ლოცვები‚ მძიმე მოღვაწეობა‚ რაც არასწორია. მათ შესახებ წმიდა მამები გვაფრთხილებენ‚ რომ დროულად შევაჩეროთ ისინი‚ რადგან ადიან ისეთ სალ კლდეზე‚ საიდანაც აუცილებლად გადმოვარდებიან. სულიერი ცხოვრება მოიპოვება არა ერთი დღით‚ ერთი ლოცვით და ერთი მარხვით‚ არამედ, მთელი ცხოვრებით. ცხოვრება მძიმეა. ის სულ დაცემისა და ადგომისგან შედგება. ადამიანი მრავალგზის ეცემა და ისევ დგება‚ სინანულით‚ აღსარებითა და ზიარებით. მაგრამ ეშმაკს არ სძინავს და ის ცდილობს‚ რომ კვლავ დასცეს ის ადამიანი. ასე გრძელდება მის გარდაცვალებამდე“, – ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.
– მამაო, ადამიანების დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად არ მიაჩნია პეტრეპავლობის მარხვის შენახვა და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა კალენდარულ მარხვებს ინახავენ, ამ მარხვის შენახვისგან თავს იკავებენ.
მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): სამწუხაროდ‚ დღეს ადამიანების გარკვეული ნაწილი პეტრეპავლობის მარხვას უმნიშვნელო მარხვად მიიჩნევს, ისინი აღდგომის მარხვის დამთავრების შემდეგ უკვე მარიამობის მარხვის დაწყებას ელოდებიან და ამიტომ‚ პეტრეპავლობის მარხვის შენახვაზე უარს ამბობენ. რა თქმა უნდა‚ ეს არასწორია. მე ყველას ვუსურვებ‚ გააჩნდეს პეტრეს რწმენა და პავლეს სიყვარული, რომლებიც თავთა მოციქულებად არიან აღიარებულნი.
– რით გამოირჩეოდნენ პეტრე და პავლე სხვა მოციქულებისგან?
– წმიდა პეტრე მოციქული‚ ანდრია პირველწოდებულის ძმა‚ გამორჩეულია უფლის მოწაფეთა შორის‚ რადგან პავლესთან ერთად ის პირველმოციქულია‚ ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა‚ სიმონი ერქვა‚ ხოლო პეტრე‚ ანუ, ებრაულად „კეფა“ (კლდე)‚ მას თავად უფალმა იესო ქრისტემ უწოდა მტკიცე რწმენისა და საღვთო გულმოდგინებისთვის. როდესაც ის მიიყვანეს იესო ქრისტესთან‚ მაცხოვარმა უთხრა: „შენ ხარ სიმონ‚ იოანესი‚ შენ გეწოდოს კეფა‚ რომელიც ითარგმნების კლდედ (პეტრუს)“. იმ წამიდან პეტრე უფლისადმი სიყვარულით აღივსო‚ ირწმუნა მისი‚ როგორც ჭეშმარიტი მესიისა – ქრისტესი‚ რომელიც ღმერთმა კაცობრიობის ხსნისთვის მოავლინა ამქვეყნად. ამის შემდეგ წმიდა პეტრე მოციქული შეუდგა და, თავის ძმასთან – ანდრიასთან ერთად‚ აღარასდროს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისთვის და უბრალოებისთვის უყვარდა პეტრე მოციქული‚ ერთხელ მას ღარიბულ სახლშიც ესტუმრა და ხელის შეხებით განკურნა ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული არასდროს ტოვებდა უფალს‚ შესაბამისად‚ ის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულმოქმედებისა. თუმცა, ღმერთმა თავისი მიუწვდომელი განგებულებით, დაუშვა პეტრე მოციქულის სამგზის განდგომა უფლისგან‚ როცა ქრისტე შეიპყრეს და განსასჯელად მღვდელმთავართან მიიყვანეს‚ მაგრამ, წრფელი სინანულითა და ცხარე ცრემლთა ღვრით მან გამოისყიდა თავისი სისუსტე და შენდობაც ითხოვა. წმიდა პეტრე, მოციქულთაგან პირველი, ღირს იქმნა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხილვისა. მოგვიანებით‚ როდესაც უფალმა მოციქულებს სულიწმიდა მოუვლინა‚ იმ დღეს პეტრე მოციქულმა მცირე ხანში სამი ათასი მორწმუნე შესძინა ქრისტეს ეკლესიას‚ ამასთანავე‚ მან დიდი სასწაულმოქმედი ძალაც გამოამჟღავნა. პეტრემ ძალიან ბევრ ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება‚ ბევრი ადამიანი მოაქცია‚ სასწაულებიც აღასრულა‚ ბოლოს კი, სხვა მოციქულებთან და სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად‚ ისიც შეიპყრეს. პეტრეს‚ როგორც არარომაელს‚ ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს‚ მოციქულმა ითხოვა‚ თავდაყირა გამომკიდეთო. ამით ის ჯეროვან პატივს მიაგებდა უფალს‚ რომელმაც თავისი ნებით დაითმინა ჯვარზე სიკვდილი და‚ ამასთან‚ ღირსადაც არ მიაჩნდა თავი‚ რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. მართლაც‚ წმიდა პეტრე მოციქული თავდაყირა მიამსჭვალეს ჯვარს. წმიდა პავლე მოციქული კი, პეტრესთან ერთად მოციქულთა თავად აღიარებული‚ ქრისტეს რწმენაზე მოქცევამდე სავლედ იწოდებოდა და წარმოშობით ბენიამინის ტომიდან იყო. მიუხედავად იმისა‚ რომ პავლემ ღრმად შეისწავლა წინაპართა წეს-ჩვეულებები და ფარისეველთა პარტიასაც შეუერთდა‚ მაინც არ გამხდარა ქრისტიანი, უფრო მეტიც – უფლის მიმდევართა სასტიკი მოძულე და მდევნელი იყო. როცა სავლე თანამზრახველ იუდეველებთან ერთად დამასკოსკენ მიმავალ გზას ადგა‚ ანაზდად ნათელი გაუბრწყინდა ზეციდან‚ იმდენად თვალისმომჭრელად‚ რომ სავლე მიწაზე დავარდა‚ იმ წამს ზეგარდმო ხმა მოესმა‚ რომელიც ეუბნებოდა: „საულ‚ საულ‚ რაისა მდევნი მე?“ შემდეგ‚ უფლის ბრძანებით‚ სავლე წამოდგა, რათა გზა გაეგრძელებინა‚ მაგრამ, ვერაფერს ხედავდა. მას ხორციელნი თვალნი დაბრმავებოდა იმისთვის‚ რომ სულიერი თვალი ახელოდა და ჭეშმარიტება შეეცნო. მოგვიანებით‚ უფლის მოციქულმა ანანიამ, იხილა უფალი და შეასრულა მისი ნება: მოძებნა სავლე‚ ხელნი დაასხნა და მასაც უმალ აეხილა თვალები. ანანიამ მას სახელიც შეუცვალა, რის შემდეგაც‚ პავლე უფრო და უფრო მეტად მტკიცდებოდა რწმენაში და დაუღალავად ქადაგებდა ქრისტეს სახარებას. სწორედ სულიწმიდის ჩაგონებით გაემგზავრა პავლე ანტიოქიაში‚ სადაც ქრისტეს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. როგორც პეტრემ‚ პავლემაც ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს რჯულს. ბოლოს ის დაბრუნდა რომში‚ რადგან იცოდა‚ რომ მოახლოებული იყო მისი აღსასრული. ნერონმა მასაც სიკვდილი მიუსაჯა – პავლეს მახვილით მოჰკვეთეს თავი. ორი დიდი მოციქული ერთ წელიწადს არ აღსრულებულა‚ თუმცა, ცნობილია‚ რომ ორივე 29 ივნისს‚ ახალი სტილით 12 ივლისს მოაკვდინეს. გადმოცემით‚ როცა წმიდა პავლეს თავი მოჰკვეთეს‚ მისი ჭრილობებიდან სისხლი და რძე გადმოიღვარა.
– რატომ არის აუცილებელი პეტრეპავლობის მარხვის შენახვა?
– მარხვა – ეს არის დამხმარე სული, რომელსაც მუდმივად უწვდის ეკლესია უძღებ შვილს. მისი არსი კი არის ლოცვა, სინანულით ცხოვრება, რადგან, ნებისმიერი ადამიანის სულიდან და სხეულიდან ეშმაკის განდევნა მხოლოდ წრფელი ლოცვითა და მარხვით ხდება. როდესაც ეკლესია მარხვის შენახვისკენ მოგვიწოდებს, ესე იგი‚ უნდა შევინახოთ კიდეც, რადგან, როგორც საზრდელის გარეშე დაუძლურდება და მოკვდება ხორცი, ასევე აუცილებლად დაჩიავდება მარხვის გარეშე სული. ზოგ ქრისტიანს მიაჩნია, რომ ღმერთთან ურთიერთობისთვის მთავარია მხოლოდ სიყვარული, დანარჩენი – მარხვა, ლოცვა და სინანული – მეორეხარისხოვანია. ასეთი ადამიანები გაბედულად ვერ აცხადებენ, რომ მუცლისა და ვნებების მონები არიან. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომ თანხმობა და ჰარმონია დამყარდეს სულსა და სხეულს შორის, გონებასა და გრძნობას შორის. განსაცვიფრებელია და ანტიქრისტიანულია მრავალი ჩვენგანის დამოკიდებულება საეკლესიო წესებისადმი, განსაკუთრებით – პეტრეპავლობის მარხვისადმი. ქრისტიანები უფლის მიერ დადგენილ მარხვებს ისეთი დამშვიდებულები არღვევენ და არ ასრულებენ, თითქოს საქმე რაღაც უმნიშვნელოს ეხება. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ეკლესიის განჩინება ოთხი მარხვიდან ნებისმიერის უარმყოფელთა მიმართ ასეთია: მარხვის დამრღვევნი რამდენიმე წლით განიკვეთებიან ეკლესიისგან ან წმიდა ზიარებისგან, განსაკუთრებით კი – ზიარებისგან.

скачать dle 11.3