კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გაბრიელ ეპისკოპოსი: სიმდაბლე კაცის ცნობიერებისთვის ის არის, რაც ფესვი მცენარისთვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრავალი ჭირი და განსაცდელი ეწიოს, იგი არ წარწყმდება.
ნიკოდიმოს ათონელი: მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა, რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის. ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარენი და მწუხარება, დევნა და დევნილნი. შენ ჰგავდი იმ ბოროტ ანგელოზს, რომელიც ტანჯულთა ბატონია – სრულიად საპირისპირო ქრისტესი, რომელიც უფალია ცხონებულთა. ასე რომ, შეცვალე შენი საბრძოლო ბანაკი და ამიერიდან დაუმეგობრდი შენს ძველ მტრებს, ხოლო ძველი მეგობრები მტრად გაიხადე და მათ წინააღმდეგ მიმართე მთელი შენი სულიერი საჭურველი, რათა მათზე გამარჯვება მოიპოვო. რამდენადაც გამარჯვება, რომელიც ამ გონიერ ბრძოლას მოჰყვება, უფლისგან გვეძლევა, როგორც დაწერილა: „ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისთვის, მაგრამ შველა უფლისგან არის“. ამიტომ ილოცე, რომ უფალმა თავისი მადლით განგანათლოს, რათა ახლაც და მომავალშიც ნათლად ხედავდე შენთვის განკუთვნილ პოვარებს; რათა მოგცეს ძალა, უდრტვინველად და მადლობით დაითმინო ისინი, როგორც ეს მის მიმბაძველს შეეფერება.
იოანე სინელი: სიწმიდის დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმიდისა არის, როცა დანატრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ – ოცნების გარეშე; სიწმიდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა (ხორცის აღძვრის), რომელიც არაწმიდა აზრების დაძლევით მიიღწევა.
ბერი პაისი: წესრიგი – აი, ჩვენს ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისთვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშეუკავებლობაში, გაფანტულობაში, სიზარმაცესა და სხვა მანკიერებაში ხომ არ კარგავს?
ნიკოლოზ სერბი: „თვალები სულების შეხვედრის წერტილია“, – თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი. როდესაც ბრმას ვუყურებ თვალებში, საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი. მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს, მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია.

скачать dle 11.3