კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მონოგამიის სიმბოლო აღვირახსნილი სექსუალური ქცევებით


ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ინგლისელი ნატურალისტი, ჯორჯ მიურეი ლევიკმა მოხსენებაში, რომელიც სეიფში ჩაკეტილი ინახებოდა, რათა შოკში არ ჩაეგდო თანამედროვენი, აღწერა ანტარქტიდის პინგვინების სექსუალური თავაშვებულობა. ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი მასალებიდან, რომელიც დაიბეჭდა იტალიურ გაზეთში.
სხვადასხვა დოკუმენტური ფილმის მიხედვით, პინგვინები მონოგამიის სიმბოლოებად ითვლებიან. მაგრამ, სინამდვილეში, ამ ფრინველების მამრები ხშირად არიან დაკავებული ერთსქესიანი სექსით, ხანდახან მდედრებზე ძალადობენ, კლავენ პატარა პინგვინებს, ხოლო ზოგჯერ სექსუალურ კავშირს მკვდარ პინგვინებთან ამყარებენ... – წერს ჯორჯ მიურეი ლევიკი თვის ნაშრომში „ადელის პინგვინების ბუნებრივი ისტორია“.
1911-1913 წლებში ლევიკი რობერტ სკოტის ანტარქტიკული ექსპედიციის წევრი იყო. 1911-1912 წლების ზაფხულის სეზონში მეცნიერი აკვირდებოდა ადერის მისზე პინგვინების ცხოვრებას და ჩანაწერებს ფრინველთა სექსუალური ქცევების შესახებ ძველ ბერძნულ ენაზე აკეთებდა, რათა მხოლოდ ცოტას შეძლებოდა მისი წაკითხვა და მსოფლიო არ გაწითლებულიყო სირცხვილით“.
დღეისთვის შემორჩენილია გასაიდუმლოებული გამოკვლევის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი. ის ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის კურატორმა დუგლას რასელმა აღმოაჩინა.
„ჩანაწერები შეიცავს დაკვირვებებს და კომენტარებს პინგვინების სექსუალური აქტივობის სიხშირეზე, ეროტიკულ ქცევებზე, ახალგაზრდა პინგვინების თავაშვებულ ქმედებებზე, ნეკროფილიაზე, ძალადობრივ შეუღლებაზე, სექსუალურ ძალადობაზე წიწილების მიმართ და ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე“, – განმარტავს რასელი და ამ შრომას „აკურატულ და ნდობის გამომწვევ დაკვირვებებს“ უწოდებს. ამას გარდა, ლევიკი გააკვირვა და შოკში ჩააგდო განსაზღვრულმა მსგავსებამ ადამიანებისა და პინგვინების ქცევებში.
პინგვინების მოქმედებებში ლევიკს ყველაზე უცნაური, დრამატული ეპიზოდებიც აქვს აღწერილი: „6-7-წევრიან პატარა ხულიგან ბანდებად იკრიბებოდნენ და ძალადობდნენ თავიანთ მსგავსებზე“. მეცნიერი ყვება მდედრებზე, რომლებმაც მიიღეს ჭრილობები ძალადობრივი აქტის დროს „ბანდის“ წევრებისგან. ასევე ეს „ბანდიტები“ ძალზე ხშირად ძალადობდნენ „ბავშვებზე“ მშობლების თვალწინ, შემდეგ ცემდნენ მათ, ხანდახან კლავდნენ კიდეც. ინგლისელ მეცნიერში ყველაზე მეტი ზიზღი გამოიწვია ეპიზოდმა, როცა მამრი შეიძლება, შეუცნობლად, შეუუღლდა მკვდარ მდედრს.
უნდა აღინიშნოს, რომ ლევიკის აღმოჩენა არ არის უნიკალური: უკანასკნელ წლებში მეცნიერები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას ცხოველების არასტანდარტულ მიდრეკილებებზე, რომელთა სექსუალური ცხოვრების ფაქტებმა ადამიანები არაერთხელ ჩააგდო შოკში.

скачать dle 11.3