კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა გზა ხელისუფლებაში მიდის

ანუ, მას არ მოჰყავს კომბოსტო

რაკი არჩევნები ახლოვდება, დიდი სჯა-ბაასია, ვის ერგება ხალხის რჩეულის სკამი (ეს არცაა გასაკვირი, რადგან, თუ ჩვენი უმაღლესი კანონმდებლების მიერ სხდომების დასწრებისა და იმ სხდომებზე აქტივობის სიხშირეს გავითვალისწინებთ, პარლამენტარის სავარძელში დავანება თითქმის იგივეა, რაც შავი დედალივით გაკეთება, ყოველ შემთხვევაში, აქამომდე ასე იყო (მართალია, ეს კონკრეტული სიტყვა „აქამომდე“ განათლების მინისტრის მოადგილე ბ-ნ სეფერთელაძის მეტყველებიდან შარშანდელი თოვლივით გაქრა, მაგრამ, მაინც ვერ ველევი, რადგან, „მე შაირი არ მინდოდა, მან ამტეხა ძალითაო“).
ერთი სიტყვით, მან ამტეხა თუ მე დავივიწყე, „პირველის“ ცნობით, თავდაპირველად – ბიზნესიდან ხელისუფლებაში, შემდგომ – ხელისუფლებიდან ბიზნესში წასულ-წამოსული ბ-ნი მიხო სვიმონიშვილი, საბოლოოდ, შესაძლოა, კვლავ ხელისუფლებაში ვიხილოთ, თუ, რა თქმა უნდა, უახლოეს არჩევნებში ჩოხატაურის საარჩევნო ოლქს მოიგებს („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი კანდიდატურის წარდგენას გეგმავსო).
ხოლო, ვინაიდან ყველანი ჩვენ-ჩვენი წარსულიდან მოვდივართ, გამონაკლისი არც ბ-ნი სვიმონიშვილია. ვფიქრობ, მისი ჩინოვნიკური ღვწის ყველაზე შთამბეჭდავი შტრიხი (მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი გახლდათ) ის იყო, როდესაც მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ფალსიფიცირებული ღვინის დალევა აიძულა (მან, რა თქმა უნდა, შესვა, თუმცა, ფრიად უსიამოვნო გრიმასით) და არც გათათხვა დაამადლა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა (თუმცა, არც იმდენად ბევრმა, გვეთქვა, ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო) და, მოარული ხმებით, თითქოს ბ-ნი სვიმონიშვილი აგროოლიგარქიაო (თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოკრძალებული აზრით, რომ მის ფრთებქვეშ მყოფი საწარმოები ფრიად გემრიელ რამეებს აწარმოებენ, თან ადგილობრივი პროდუქციით, იყოს რა!).
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ბ-ნი სვიმონიშვილი ხალხის რჩეულობას, მაგრამ, თუ გავიხსენებთ ძველ თქმულებას რომაელ იმპერატორზე (რომელმაც იმპერატორობაზე უარი თქვა, სოფლად დასახლდა და კომბოსტოს მოყვანას მიჰყო ხელი, იმპერატორად დაბრუნებაზე კი იმ მოტივით თქვა უარი, თქვენ რომ ნახოთ, რა კარგი კომბოსტო მოვიყვანე, არც კი შემომთავაზებდითო), იმის თქმა ამთავითვე შეგვიძლია, რომ ბ-ნ სვიმონიშვილს კომბოსტოსთვის მთლად ჯეროვნადაც ვერ მოუვლია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეგვიძლია, ვიგულისხმოთ: სახელდობრ, კომბოსტოც, სტაფილოც, კიტრიც და მისთანებიც).

скачать dle 11.3