კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– რა ხდება თქვენთან ახალი და კარგი? – ვაჟი შემეძინა. – გილოცავ‚ ღმერთმა გაგიზარდოს! რა დაარქვი? – ლუდოვიკო. – ლუდოვიკო – რატომ? – იმიტომ‚ რომ მეთოთხმეტეა.


***
გეოგრაფიის მასწავლებელი კლინიკაში მიდის.
– რა გაწუხებთ? – ეკითხება ექიმი.
– ფეხი.
– სად?
– ქუსლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
***
– უკაცრავად‚ ტუალეტი სად გაქვთ?
– კორიდორის ბოლოში‚ მარცხენა ბოლო კარი.
– გაზეთი გაქვთ?
– რა გაზეთი‚ ტუალეტის ქაღალდი იქ დევს.
– არა‚ გაზეთი თუ გაქვთ?
– არ გვაქვს, ბატონო!
– კარგი‚ მაშინ, შამპუნს ან ბალზამს წავიკითხავ.
***
– ო‚ რა სულელი ვიყავი‚ შენ რომ ცოლად წამოგყევი!
– მე კი, ისეთი შეყვარებული‚ რომ ვერ შეგამჩნიე...
***
კლასიკურია ის ნაწარმოები‚ რომლის წაკითხვის სურვილი ყველას აქვს‚ მაგრამ წაკითხვა არავის უნდა.
***
წარწერა ჭიშკარზე:
„ძაღლი ადამიანის მეგობარია! მაგრამ, არა ყველასი!“
***
– წარმოგიდგენია? „ფეისბუქზე“ ვნახე‚ ამერიკის ჯუნგლებში ველური ტომი აღმოუჩენიათ‚ თურმე პირველყოფილებივით ცხოვრობენ...
– როგორ‚ ინტერნეტიც არ აქვთ?
– არა‚ ახლა‚ მასეთი ველურებიც არ იქნებიან...
***
ყველა ადამიანში ცხოვრობს ავატარი: დალევ ორ ჭიქას და ძალიან კეთილი ხდები‚ თანაც, გგონია‚ რომ ყველაზე დიდი და ძლიერი ხარ.
***
– ო‚ ლიკა‚ სად დაიკარგე‚ რამდენი ხანია, არ მინახიხარ... ისე‚ სულ არ შეცვლილხარ... წამოდი...
– შენთან არსადაც არ წამოვალ...
– ოჰო! შეცვლილხარ...
***
– ალო‚ პოლიციაა?
– დიახ.
– თქვენგან გამოიქცა სექსუალური მანიაკი?
– დიახ‚ დიახ‚ ჩვენგან...
– არ ინერვიულოთ‚ ხვალ დაგიბრუნებთ...
***
– სადღაც წავიკითხე‚ რომ აღმოსავლეთში ქალებს აქლემებში ცვლიან‚ ხან ცხენებში‚ ზოგჯერ ვირებშიც კი...
– რა ველურობაა... მაგარი ავტომობილი რომ იყოს‚ კიდევ ჰო...
***
– რაღაც‚ ბოლო დროს შენი ქმარი ძალიან შეიცვალა: ის ავადმყოფური იერი საერთოდ გაუქრა‚ შეივსო‚ მხიარული‚ მოძრავი‚ ენერგიული გახდა... თმაც კი გაუხშირდა...
– ჰო... ძაღლი მოგვიკვდა‚ ჩვენი ლორდი... ჰოდა, მის საჭმელს ხომ არ გადავყრიდით...
***
– როგორ გამხდარხარ‚ ახალი დიეტაა?
– ჰო‚ – სტაფილო‚ ჭარხალი‚ კარტოფილი...
– მოხარშული‚ უმარილოდ?
– არა‚ ვთხრიდი...
***
ბუნებამ ქალს არ მისცა ფიზიკური ძალა და ამიტომ ის სრულყოფილად დაეუფლა ფსიქოლოგიური ძალადობის ხელოვნებას.
***
ჩამოყალიბდა ასოციაცია „უსაფრთხო სექსი“. მისი წევრები მოითხოვენ, აირბაგის გარდა‚ მანქანაში აუცილებლად იყოს ლეიბი და დამცავი გადასაფარებელი...
***
– ბები‚ 500 ლარი მომეცი და პენსიიდან დაგიბრუნებ.
– ეჰ‚ შვილო‚ შენს პენსიამდე მე ვერ მივაღწევ.
– ჩემი კი არა, შენი პენსიიდან‚ ბებო!
***
მამაკაცური ერთგულება: უკვე მესამედაა დაქორწინებული და საყვარელი კი ისევ ის პირველი ჰყავს.
***
იალტის კონფერენცია. სამი მოკავშირე სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა. ჩერჩილი‚ რუზველტი და სტალინი საუბრობენ‚ თან კონიაკს მიირთმევენ. რუზველტი იღებს ვერცხლის პორტსიგარს‚ რომელზეც ოქროს ძაფითაა ამოტვიფრული: „თ. რუზველტს – მეგობრებისგან‚ 40 წლისთავის აღსანიშნავად“. კოლეგებს გაუმასპინძლდა. მოწიეს‚ გადაკრეს‚ ისაუბრეს; ახლა ჩერჩილმა ამოიღო ვერცხლის მოოქრული პორტსიგარი‚ ლალებით შემკული‚ წარწერით: – „სერ უ. ჩერჩილს – მისი უდიდებულესობის, მეფე გიორგისგან‚ სამეფოს წინაშე დამსახურებისთვის“. შემდეგ სტალინი იღებს ზურმუხტით ინკუსტრირებულ, მასიური ოქროს პორტსიგარს‚ რომელზეც ბრილიანტებით აწერია: „ა. ს. პუშკინს – თავადი ვიაზემსკისგან“.
***
როდესაც ქალი სასწორზე დგება‚ აუცილებლად მუცელს შეისუნთქავს ხოლმე.
***
სადღაც‚ ცივ რუსეთში‚ ბნელ‚ ბინძურ სადარბაზოში, სამი ტიპი შეყუჟულა. გაზეთზე პურის ნაჭრები‚ ერთი დამარილებული იაფფასიანი თევზი და არაყი უდევთ. გადაჰკრეს.
– ეჰ‚ კარგად ჩავუჯექით‚ ძმებო... ცხოვრება მშვენიერია!
ამავე დროს‚ სადღაც‚ ინგლისში თორმეტნაირი კერძის მირთმევის შემდეგ‚ ბუხრის წინ‚ ღრმა სავარძლებში ჩაფლული სამი ჯენტლმენი‚ ძვირფას სიგარას ეწევა; ბროლის ფუჟერებით 100-წლიან კონიაკს წრუპავენ და ერთმანეთს შესჩივიან:
– ეჰ‚ ბატონებო‚ წასულია ჩვენი საქმე... იღუპება დასავლეთი...
***
პლაჟზე მაგარი ქალი წევს. ჩამოიარა მფრინავმა:
– ო‚ ამ აეროდრომზე სიამოვნებით დავეშვებოდი.
უარი მიიღო.
შემდეგ მეზღვაურმა გამოიარა:
– აქ ნამდვილად დავდგებოდი დრეიფზე.
ისევ უარი.
ჩამოიარა მძღოლმა.
– ო‚ ამ შესანიშნავ ავტოდრომს რამდენიმე წრეს დავარტყამდი.
დასთანხმდა ქალი და შინაც წაიყვანა. სასმელი დალიეს‚ მისაყოლებელი მიაყოლეს და დაწვნენ. მძღოლმა ხვრინვა ამოუშვა. ქალი აღვიძებს:
– აბა‚ რამდენიმე წრეო?!
– ო‚ ნასვამი საჭესთან არ ვჯდები...

скачать dle 11.3