“იმიჯ-ცენტრი„ მეათე საიუბილეო “მის საქართველოს„ იწვევს
ზაფხულთან ერთად, „მის საქართველოსთან” დაკავშირებული ცხელებაც დაიწყო. მთელი წელი, მთელი საქართველო ყველაზე ლამაზი გოგონას გამოვლენას ელოდება, რომელიც შემდეგ „მის მსოფლიოზე” გაიტანს ჩვენს სახელს. კონკურსი „იმიჯ-ცენტრის” ორგანიზებით უკვე მეათედ ტარდება და ეს იუბილე, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, გრანდიოზულად და პომპეზურად ჩაივლის. კონკურსი ტელეკომპანია „იმედის”, ბათუმის მერიისა და ღონისძიების სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს და ლამაზო გოგონებო! იჩქარეთ და აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია 1 ივლისამდე, კომპანია „იმიჯ-ცენტრის” ოფისში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ¹6-ში. ფინალური ქასთინგისთვის შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც „მის საქართველო 2012-ის” ტიტულისთვის იბრძოლებენ. წელს ყველაზე ლამაზისთვის მთავარი პრიზი „ტოიოტა ცენტრი თბილისმა” დააწესა და, ეს არის ავტომობილი „ტოიოტა რავ 4-ის” უახლესი მოდელი.
ნინო გაგუა („ტოიოტას ცენტრის” გაყიდვების მენეჯერი): „ტოიოტას ცენტრმა” კონკურსში მონაწილე თითოეულ გოგონას გაუკეთა საჩუქარი და შეუქმნა მოტივაცია, რომ იბრძოლოს ტიტულისთვის და მართოს სასურველი ავტომობილი.”