კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სომხეთში გამართულ კონკურსზე საქართველოში აღზრდილმა პიანისტმა დებმა ჩვენი ქვეყანა ასახელეს


 საქართველოში ხშირად გვესმის კლასიკურ ხელოვნებაში მოღვაწე ამა თუ იმ ხელოვანის წარმატების შესახებ. საბედნიეროდ, ქრისტინა და რეგინა მეირაბოვებიც იმ პიანისტთა რიგს განეკუთვნებიან, რომლებმაც არაერთ კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება, სულ ახლახან კი 25 ქვეყნის მუსიკოსებს შორის გახდნენ რჩეულები. საერთაშორისო კონკურსი „რენესანსი” წელს მეოთხედ გაიმართა. ეს ძალიან მასშტაბური კონკურსი  სომხეთის პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება და კონკურსის გახსნასა და გალა კონცერტს ის თავად ადევნებდა თვალ-ყურს. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მრავალრიცხოვან კონკურსში სწორედ საქართველოში გაზრდილმა დებმა აიღეს ყველაზე მაღალი ჯილდო და საფორტეპიანო დუეტში კამერული ანსამბლის ნომინაციაში გაიმარჯვეს. ალბათ, პიანისტებისთვის ძალიან საამაყო იყო, როდესაც 1 300 მონაწილეს შორის გამოაცხადეს, გრან-პრი საქართველოს გადაეცემაო. დებმა კონკურსზე ლაღიძის „ლახტი” და „საჭიდაო” შეასრულეს. ასევე, მათ მიერ შესრულდა საფორტეპიანო დუეტისთვის დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები – მიიოს სუიტა „სკარამუში”. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ცნობილი მუსიკოსები როგორც საქართველოდან, ისე ამერიკიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან.

скачать dle 11.3